1 9 : 2 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

თიბისი კაპიტალის განახლება მთავარი ეკონომისტისგან - „უკრაინა-რუსეთის რისკი: მატერიალური, თუმცა მართვადი ეკონომიკური გავლენა საქართველოზე“

თიბისი კაპიტალმა მთავარი ეკონომისტისგან განახლება - “უკრაინა-რუსეთის რისკი: მატერიალური, თუმცა მართვადი ეკონომიკური გავლენა საქართველოზე” გამოაქვეყნა. როგორც პუბლიკაციაშია აღნიშნული, რაოდენობრივი გაანგარიშება საკმაოდ რთულია. ამის გათვალისწინებით, წინა კრიზისებისა და ექსპერტულ მსჯელობაზე დაყრდნობით, შესაძლო სცენარი შეიძლება იყოს კონფლიქტის ესკალაცია, შედარებით მოკლე პერიოდის განმავლობაში, რასაც მოჰყვება რუსეთზე ეკონომიკური სანქციების დაწესება, თუმცა საანგარიშსწორებო სისტემა SWIFT-ის გათიშვის გარეშე. ასეთ შემთხვევაში, სავარაუდოა 2022 წელს უკრაინის ეკონომიკის დაახლოებით - 10%-იანი, რუსეთი ეკონომიკის კი 1%-2%-იანი ვარდნა. ამავდროულად, ხდება ჰრივნისა და რუბლის აშშ დოლართან 40%-ითა და 15%-ით გაუფასურება. აღსანიშნავია, რომ 2014-2015 წლებისაგან განსხვავებით, ორივე ქვეყნისათვის მნიშვნელოვანი, ნავთობისა და სხვა სასაქონლო ფასების შემცირება სცენარში არ განიხილება.

 

მსგავსი განვითარების შემთხვევაში, სავარაუდოა, რომ 2022 წელს, წინა წელთან შედარებით, საქართველოს ქვეყნების მიხედვით, მოთხოვნის მიმართ მგრძნობიარე ექსპორტი,  გზავნილები და ტურისტული შემოდინებები უკრაინის შემთხვევაში დაახლოებით 30%-ით, რუსეთის შემთხვევაში კი დაახლოებით 10%-ით შემცირდება. ამასთან, ტურიზმის მხრივ თიბისი კაპიტალი ითვალისწინებს, რომ სექტორი ჯერ კიდევ აღდგენის ფაზაშია და შესაბამისად, შემოდინებების შემცირება მხოლოდ 2022 წლის საბაზო სცენართან მიმართებით ფიქსირდება.     

 

მთლიანობაში, წმინდა სავალუტო შემოდინებებში, 2022 წლის მოსალოდნელ მაჩვენებელთან შედარებით, დანაკლისი დაახლოებით 240 მილიონ დოლარად არის შეფასებული. აღსანიშნავია, რომ ტურიზმის აღდგენის არგუმენტის გამო, ანალოგიური მაჩვენებელი 2021 წელთან მიმართებით საკმაოდ მცირეა და 10 მილიონ აშშ დოლარს არ აღემატება.

 

ეკონომიკის ზრდაზე ზეგავლენის კუთხით, შოკი დაახლოებით 1.5 პროცენტული პუნქტის ოდენობითაა შეფასებული. თუკი 2022 წელს საბაზო სცენარი 5.5%-იანი ზრდაა, სტრესულ სცენარში ზრდა დაახლოებით 4.0%-ით განისაზღვრება. ლარის კურსის მხრივ, ზეგავლენა დაახლოებით 10%-იანი გაუფასურებაა, რაც ძირითადად უფრო სუსტი ჰრივნისა და რუბლის შედეგია, ვიდრე ცალკე აღებული სავალუტო შემოდინებების დანაკლისის, ვინაიდან 2022 წლის საგადამხდელო ბალანსის თიბისი კაპიტალის საპროგნოზო მაჩვენებლების მიხედვით, შოკი მატერიალური, თუმცა მაინც მართვადია.  


თიბისის მთავარი ეკონომისტის 31 იანვრის განახლებას შეგიძლიათ გაეცნოთ ვებ-გვერდზე.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 12:56

    თიბისის გადახდების მართვის ციფრული სივრცე შენი ბიზ...

    ადამიანთა ცხოვრების გასამარტივებლად თიბისიმ არაერთი ტექნოლოგიური პროდუქტი დანერგა, რომელთა გამოყენებაც ადვილია, ზოგავს დროს და რესურსებს და ბიზნესების ეფექტურ საქმიანობას უწყობს ხელს.   www.tbc...

  • 12:43

    „შემომეჭამა“ — სახლის სიმყუდროვესა და გემოებზე დაფ...

    „შემომეჭამას“ ისტორია 2016 წლიდან იწყება, როცა ოთო მგალობლიშვილმა და მისმა მეუღლემ პირველი ფილიალი გახსნეს. ეს არის რესტორანი, რომლის ძირითადი პრინციპია, ჰქონდეს პატარა, მაგრამ უმაღლესი ხ...

  • 12:41

    მეტი განაწილება თიბისისგან...

    თიბისი ითვალისწინებს მომხმარებლის სურვილებს, მათთვის მეტი კომფორტისა და მოქნილი შოპინგისთვის, განაწილების ახალ ფუნქციონალს ამატებს.   „მეტი განაწილება“ ეს არის გაუმჯობესებული, მომხმა...

  • 16:22

    თიბისიმ ფულადი გზავნილის განაღდების ახალი ფუნქციონ...

    თიბისი მუდმივად ზრუნავს მომხმარებლების გამოცდილების გაუმჯობესებაზე. სწორედ ამ მიზნით მათი უკუკავშირის გათვალისწინებით, ფულადი გზავნილების განაღდების პროცესი გამარტივდა. თუ აქამდე გზავნილს ანაღდებდი ...

  • 15:52

    Volvo Cars - სრულად ელექტრომომავლის ერთგული...

      Volvo Cars ავტოპარკის სრულ ელექტრიფიკაციას 2040 წლისთვის გეგმავს. კომპანიას გეგმაზე მუშაობა უკვე დაწყებული აქვს - ბაზარზე ხუთი მთლიანად ელექტრული ავტომობილი (EV) უკვე წარმოადგინა, ხოლო დამატები...