1 9 : 2 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

თიბისი კაპიტალის ყოველკვირეული განახლება მთავარი ეკონომისტისგან

თიბისი კაპიტალმა მთავარი ეკონომისტისგან განახლება გამოაქვეყნა. პუბლიკაციის თანახმად, დეკემბრის ვაჭრობის მონაცემები შედარებით ზომიერი იყო, თუმცა მხოლოდ წინა თვის გამორჩეულად ძლიერი დინამიკის ფონზე, რადგან წლიური მაჩვენებლები კვლავ მაღალია და 2019 წელთან შედარებითაც ტენდენცია მზარდია.

 

სრული 2021 წლისთვის, წ/წ 26.9%-იანი და წ/წ 25.1%-იანი ზრდით, ექსპორტისა და იმპორტის მაჩვენებლებმა აშშ დოლარში 2019 წლის დონეს, შესაბამისად, 11.7%-ით და 5.9%-ით გადააჭარბა. დეკემბრის ვაჭრობის დეტალური და ასევე ტურიზმისა და გზავნილების მონაცემები მიმდინარე კვირაში გამოქვეყნდება. წინასწარი შეფასებით, ტურიზმის ეტაპობრივი აღდგენა გრძელდება, გზავნილების დინამიკა კი ძლიერ ტენდენციას ინარჩუნებს. მე-4 კვარტალში, წინა კვარტლის მსგავსად, საქონლით ვაჭრობის, ტურისტული შემოსავლებისა და ფულადი გზავნილების ბალანსი მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა.

 

ლარის მხრივ აღსანიშნავია, რომ გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკის ფონზე, დეკემბერში M2 ფულადი აგრეგატის ზრდა კვლავ ზომიერია. უფრო მეტიც, იმავე პერიოდის რეალური მშპ-ით შესწორების შემდეგ, ლარის ფართო ფულის მატების მაჩვენებელი საკმაოდ დაბალია.


თიბისის მთავარი ეკონომისტის 17 იანვრის განახლებას შეგიძლიათ გაეცნოთ ვებ-გვერდზე.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 12:56

    თიბისის გადახდების მართვის ციფრული სივრცე შენი ბიზ...

    ადამიანთა ცხოვრების გასამარტივებლად თიბისიმ არაერთი ტექნოლოგიური პროდუქტი დანერგა, რომელთა გამოყენებაც ადვილია, ზოგავს დროს და რესურსებს და ბიზნესების ეფექტურ საქმიანობას უწყობს ხელს.   www.tbc...

  • 12:43

    „შემომეჭამა“ — სახლის სიმყუდროვესა და გემოებზე დაფ...

    „შემომეჭამას“ ისტორია 2016 წლიდან იწყება, როცა ოთო მგალობლიშვილმა და მისმა მეუღლემ პირველი ფილიალი გახსნეს. ეს არის რესტორანი, რომლის ძირითადი პრინციპია, ჰქონდეს პატარა, მაგრამ უმაღლესი ხ...

  • 12:41

    მეტი განაწილება თიბისისგან...

    თიბისი ითვალისწინებს მომხმარებლის სურვილებს, მათთვის მეტი კომფორტისა და მოქნილი შოპინგისთვის, განაწილების ახალ ფუნქციონალს ამატებს.   „მეტი განაწილება“ ეს არის გაუმჯობესებული, მომხმა...

  • 16:22

    თიბისიმ ფულადი გზავნილის განაღდების ახალი ფუნქციონ...

    თიბისი მუდმივად ზრუნავს მომხმარებლების გამოცდილების გაუმჯობესებაზე. სწორედ ამ მიზნით მათი უკუკავშირის გათვალისწინებით, ფულადი გზავნილების განაღდების პროცესი გამარტივდა. თუ აქამდე გზავნილს ანაღდებდი ...

  • 15:52

    Volvo Cars - სრულად ელექტრომომავლის ერთგული...

      Volvo Cars ავტოპარკის სრულ ელექტრიფიკაციას 2040 წლისთვის გეგმავს. კომპანიას გეგმაზე მუშაობა უკვე დაწყებული აქვს - ბაზარზე ხუთი მთლიანად ელექტრული ავტომობილი (EV) უკვე წარმოადგინა, ხოლო დამატები...