1 9 : 2 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

ლიტერატურული პრემია „საბას“ გამარჯვებულები ცნობილია

საბას მე-19 დაჯილდოება, კორონავირუსის პანდემიის გამო, ონლაინ გაიმართა.

გამარჯვებული 10 ნომინაციაში გამოვლინდა:

·         საუკეთესო ლიტერატურული დებიუტი - ნანა აბულაძე „აკუმი“; ირინა ტაბაღუა „ტელეფას ცხვარი“;

·         საუკეთესო პიესა - პაატა ციკოლიას „მედეა s01e06”;

·         საუკეთესო ლიტერატურული კრიტიკა - ნინო დიანოსაშვილის „შეშლილი სიშმაგე თუ შმაგი შეშლილობა?! ლისამანია ევრიპიდეს ტრაგედიებში: „ბაკქი ქალები“, “ჰერაკლე“, „ორესტესი“; ნანა ტრაპაიძის „ლიტერატურა ლიტერატურის შესახებ“;

·         საუკეთესო თარგმანი - გიორგი ლობჟანიძის თარგმანი „ჯალალ ედ-დინ რუმის „არსთა მესნევი (წიგნი პირველი)”; ანა კოპალიანის თარმანი ტომას სტერნზ ელიოტის „მოხუცი ოპოსუმის წიგნი პრაქტიკული კატების შესახებ”;

·         საუკეთესო ესეისტიკა და დოკუმენტური პროზა - მარიამ ხუცურაულის „მარილი გემოვნებით“;

·         საუკეთესო პროზაული კრებული - გიორგი სოსიაშვილის „ოთხი მოთხრობა“;

·         საუკეთესო პოეტური კრებული - ნუგზარ ზაზანაშვილის „წავა წავა წავა წავა“;

·         საუკეთესო რომანი - თამთა მელაშვილის „შაშვი შაშვი მაყვალი“;

·         საბჭოთა და პოსტსაბჭოთა ისტორიის რეფლექსია ქართულ ლიტერატურაში - ივა ფეზუაშვილის „ბუნკერი“; ბიძინა მაყაშვილის „მხიარული მუსიკა სევდიან ეპოქაში ანუ ბლუზი მტკვრის პირას“;

·         ქართული ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის - პოეტი და მთარგმნელი გივი შაჰნაზარი.

ლიტერატურულ კონკურსში „საბა“ წელს 260 კონკურსანტი მონაწილეობდა, ზაფხულში „საბას“ ჟიურიმ 43 ფინალისტი დაასახელა. გამარჯვებულებს გადაეცათ „საბას“ პრიზი და სოლიდური ფულადი პრემიები.

წელს კონკურსზე განსაკუთრებული სიახლე იყო - ლიტერატურულ კონკურსს დაემატა მე-10 ნომინაცია „საბჭოთა და პოსტსაბჭოთა ისტორიის რეფლექსია ქართულ ლიტერატურაში“, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციამ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ დააწესა. გამარჯვებულებს ჯილდო „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ აღმასრულებელმა დირექტორმა ეკა გიგაურმა და ევროკავშირის ელჩმა საქართველოში კარლ ჰარცელმა გადასცეს.

გამარჯვებული წიგნების ელექტრონული ვერსიები განთავსებულია „საბას“ ვებგვერდზე saba.com.ge.

წლის მთავარი ლიტერატურული მოვლენა - პრემია „საბა“ თიბისიმ და რატი ამაღლობელმა 2002 წელს დააფუძნეს. დაარსების დღიდან „საბამ“ ბიძგი მისცა ლიტერატურულ პროცესებს საქართველოში და არაერთი მწერლის ნაწარმოები და ღვაწლი შეაფასა. 2018 წელს „საბა“ გასცდა საქართველოს ფარგლებს, ის ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის ფარგლებში გერმანიაში ჩატარდა. დაჯილდოების ცერემონიის გამართვამ ფრანკფურტში კონკურსს საერთაშორისო მნიშვნელობა შესძინა. 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 12:56

    თიბისის გადახდების მართვის ციფრული სივრცე შენი ბიზ...

    ადამიანთა ცხოვრების გასამარტივებლად თიბისიმ არაერთი ტექნოლოგიური პროდუქტი დანერგა, რომელთა გამოყენებაც ადვილია, ზოგავს დროს და რესურსებს და ბიზნესების ეფექტურ საქმიანობას უწყობს ხელს.   www.tbc...

  • 12:43

    „შემომეჭამა“ — სახლის სიმყუდროვესა და გემოებზე დაფ...

    „შემომეჭამას“ ისტორია 2016 წლიდან იწყება, როცა ოთო მგალობლიშვილმა და მისმა მეუღლემ პირველი ფილიალი გახსნეს. ეს არის რესტორანი, რომლის ძირითადი პრინციპია, ჰქონდეს პატარა, მაგრამ უმაღლესი ხ...

  • 12:41

    მეტი განაწილება თიბისისგან...

    თიბისი ითვალისწინებს მომხმარებლის სურვილებს, მათთვის მეტი კომფორტისა და მოქნილი შოპინგისთვის, განაწილების ახალ ფუნქციონალს ამატებს.   „მეტი განაწილება“ ეს არის გაუმჯობესებული, მომხმა...

  • 16:22

    თიბისიმ ფულადი გზავნილის განაღდების ახალი ფუნქციონ...

    თიბისი მუდმივად ზრუნავს მომხმარებლების გამოცდილების გაუმჯობესებაზე. სწორედ ამ მიზნით მათი უკუკავშირის გათვალისწინებით, ფულადი გზავნილების განაღდების პროცესი გამარტივდა. თუ აქამდე გზავნილს ანაღდებდი ...

  • 15:52

    Volvo Cars - სრულად ელექტრომომავლის ერთგული...

      Volvo Cars ავტოპარკის სრულ ელექტრიფიკაციას 2040 წლისთვის გეგმავს. კომპანიას გეგმაზე მუშაობა უკვე დაწყებული აქვს - ბაზარზე ხუთი მთლიანად ელექტრული ავტომობილი (EV) უკვე წარმოადგინა, ხოლო დამატები...