2 1 : 2 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

დახატე ოცნება - მართე მომავალი ტოიოტას კონკურსი 15 წლამდე მოზარდებისთვის

მფრინავი მანქანები, ნულოვანი ემისიის ჰოვერბორდები, კოსმოსური ხომალდები მთვარეებისა და პლანეტებისთვის, - ვინ იცის, როგორი იქნება მობილობის მომავალი. ტოიოტა ცენტრი თეგეტა ბავშვებს მთელი საქართველოდან გლობალურ კონკურსში მონაწილეობას სთავაზობს.

 

2022 წლის Dream Car Art Contest-ის ფარგლებში, კომპანია მონაწილეებისაგან ყველაზე თამამი იდეებით შექმნილი, საოცნებო ავტომობილის ნახატებს ელოდება.  მანქანა, რომელმაც შესაძლოა იზრუნოს მათზე, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება,  - ბავშვებზე თუ მოხუცებზე, ბუნებაზე, ცხოველებზე, - ავტომობილი, რომელიც სამყაროს უკეთესს გახდის.  

 

შენმა ოცნებებმა, შესაძლოა მსოფლიოს  მომავალი შეცვალოს, - ეს არის კონკურსის მთავარი იდეა, რაც იმას ნიშნავს, რომ ბავშვებს სრული თავისუფლება აქვთ, ნამუშევრები თავიანთი ფანტაზიით შექმნან.

 

15 წლამდე ასაკის ნებისმიერ მსურველს, რომელიც საქართველოში ცხოვრობს, შეუძლია ჩაერთოს კონკურსში. მონაწილეები თავად ირჩევენ მასალას ხატვისათვის, - ფერადი ფანქრები, ფლომასტერი ან წყლის საღებავები.

 

გამარჯვებეულები სამ ასაკობრივ კატეგორიაში (1-7 წელი, 8-11-წელი და 12- 15 წელი) გამოვლინდებიან. თითოეულ კატეგორიას სამი გამარჯვებული ეყოლება. საუკეთესოებს კი საგანგებოდ ამ კონკურსისათვის შექმნილი ჟიური დაასახელებს. გამარჯვებული კონკურსანტები ტოიოტა ცენტრი თეგეტასაგან სპეციალურ პრიზსს მიიღებენ და საერთაშორისო მარათონში ჩაერთვებიან. ეს კი იმას ნიშნავს, რომ 9 გამარჯვებული ნამუშევარი იაპონიაში გაიგზავნება. სწორედ იქ მოიყრის თავს კონკურსში ჩართული ყველა ბავშვის ნახატი, მსოფლიოს 100-მდე ქვეყნიდან. წარმატებული ნახატის ავტორებს სოლიდური პრიზები ელოდებათ.

 

ნამუშევრების მიღება 25 დეკემბრიდან იწყება. საბოლოო ვადა კი 2022 წლის 10 თებერვალია. ნახატები უნდა დატოვოთ მისამართზე: ტოიოტა ცენტრი თეგეტას ოფისი: თბილისი, უნივერსიტეტის ქუჩა 6.

ბავშვების ნამუშევრებს ელოდებიან ტოიოტა ცენტრი ბათუმის ფილიალშიც მისამართზე ი. გაგარინის ქუჩა 1.

 

კონკურსში გამარჯვებულები 20 თებერვალს გამოვლინდებიან.

 

დეტალური ინფორმაცია კონკურსში მონაწილეობის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ვებგვერდზე: https://toyota-tegeta.ge/ka/dreamcar2022

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 12:56

    თიბისის გადახდების მართვის ციფრული სივრცე შენი ბიზ...

    ადამიანთა ცხოვრების გასამარტივებლად თიბისიმ არაერთი ტექნოლოგიური პროდუქტი დანერგა, რომელთა გამოყენებაც ადვილია, ზოგავს დროს და რესურსებს და ბიზნესების ეფექტურ საქმიანობას უწყობს ხელს.   www.tbc...

  • 12:43

    „შემომეჭამა“ — სახლის სიმყუდროვესა და გემოებზე დაფ...

    „შემომეჭამას“ ისტორია 2016 წლიდან იწყება, როცა ოთო მგალობლიშვილმა და მისმა მეუღლემ პირველი ფილიალი გახსნეს. ეს არის რესტორანი, რომლის ძირითადი პრინციპია, ჰქონდეს პატარა, მაგრამ უმაღლესი ხ...

  • 12:41

    მეტი განაწილება თიბისისგან...

    თიბისი ითვალისწინებს მომხმარებლის სურვილებს, მათთვის მეტი კომფორტისა და მოქნილი შოპინგისთვის, განაწილების ახალ ფუნქციონალს ამატებს.   „მეტი განაწილება“ ეს არის გაუმჯობესებული, მომხმა...

  • 16:22

    თიბისიმ ფულადი გზავნილის განაღდების ახალი ფუნქციონ...

    თიბისი მუდმივად ზრუნავს მომხმარებლების გამოცდილების გაუმჯობესებაზე. სწორედ ამ მიზნით მათი უკუკავშირის გათვალისწინებით, ფულადი გზავნილების განაღდების პროცესი გამარტივდა. თუ აქამდე გზავნილს ანაღდებდი ...

  • 15:52

    Volvo Cars - სრულად ელექტრომომავლის ერთგული...

      Volvo Cars ავტოპარკის სრულ ელექტრიფიკაციას 2040 წლისთვის გეგმავს. კომპანიას გეგმაზე მუშაობა უკვე დაწყებული აქვს - ბაზარზე ხუთი მთლიანად ელექტრული ავტომობილი (EV) უკვე წარმოადგინა, ხოლო დამატები...