2 1 : 3 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

პროგრამირებიდან ელექტრო მექანიკოსობამდე - „თეგეტა აკადემიის“ კურსდამთავრებული ლაშა ხუციშვილი

ლაშა ხუციშვილი „თეგეტა აკადემიის“ პროფესიული პროგრამის „ელექტრო და ელექტრონული სისტემების შეკეთება“ კურსდამთავრებულია. ის, 10 სტუდენტთან ერთად, პირველ ნაკადში მოხვდა და სწავლა ახლახან დაასრულა.

პროგრამა თეორიული და პრაქტიკული ნაწილისგან შედგება, ამას მოჰყვება სტაჟირება „თეგეტა ჰოლდინგში“. ლაშამ ყველა ეს საფეხური გაიარა და უკვე  კომპანიის თანამშრომელია - ახლა სხვებს უზიარებს თავის გამოცდილებას. დაახლოებით, ერთი თვეა, „თეგეტაში“, პრაქტიკული საქმიანობის გარდა, ელექტრო და ელექტრონული სისტემების თემაზე ტრენინგებს ატარებს. სხვებისთვის ცოდნის გაზიარების შეთავაზება კომპანიისგან მიიღო. მარტივად დასთანხმდა, რადგან მიაჩნია, რომ პროგრამაზე მიღებული ცოდნით და უნარ-ჩვევებით, შეძლებს მის მსგავსად, ამ სფეროთი დაინტერესებულ ადამიანებს ეს საქმე შეასწავლოს.

„თეგეტა აკადემიაში“ პროფესიულ პროგრამაზე „ელექტრო და ელექტრონული სისტემების შეკეთება“, პირველი ნაკადი, 2020 წელს მიიღეს. პროგრამის მიზანია სატრანსპორტო სფეროსთვის მოამზადოს ელექტრონული სისტემების პროფესიონალი შემკეთებელი, რომელიც შეძლებს საკუთარი თავის რეალიზებას მსხვილ, საშუალო და მცირე კომპანიებში, ელექტრო და ელექტრონული სისტემების სერვისის მიმართულებით. როგორც „თეგეტაში“ ამბობენ, სწავლის პროცესში, სტუდენტები იღებენ ღრმა თეორიულ და პრაქტიკულ ცოდნას ამ თემასთან დაკავშირებულ თითოეულ საკითხზე.

ლაშას, სკოლის პერიოდიდან ტექნიკური საგნები, შემდეგ კი ტექნოლოგიები, უფრო მეტად პროგრამირება აინტერესებდა. ამ პროფესიული პროგრამის შესახებ სოციალური ქსელიდან შეიტყო.

„სწავლის პროცესი ძალიან მომეწონა. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პრაქტიკული ცოდნა და გამოცდილება მივიღე. არა და, ამ საქმეში პრაქტიკას დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან ბევრი ნიუანსი და დეტალია, რომელსაც მხოლოდ საქმის კეთების პროცესში ისწავლი“. 

ამბობს, რომ ელექტრო და ელექტრონული სისტემის მიმართ ახლა კიდევ უფრო მეტი ინტერესი გაუჩნდა, ბევრს ფიქრობს ამ თემასთან დაკავშირებულ საკითხებზე.  თუ ადრე პროგრამირებაზე სურდა სწავლა და შემდეგ ამ პროფესიით მუშაობა, ახლა ელექტრო და ელექტრონული სისტემები უფრო მეტად აინტერესებს.

„როგორც პროფესიონალი, ვცდილობ, საქმეში ჩემი ცოდნა გამოვიყენო, გავითვალისწინო, ის რაც აპრობირებული, სწორი და თან, ამავე დროს ინოვაციურია. ეს პროფესია ხომ ადამიანების შექმნილია? შესაბამისად, არსებობს უკვე აპრობირებული, გამოცდილი მეთოდები. მათი მიყოლა, ვფიქრობ, აუცილებელია ჩვენს პროფესიაში საქმის კარგად კეთებისთვის. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ სიახლეები არ ვეძიოთ, განსხვავებული არაფერი შევმატოთ“.

ლაშა ხუციშვილი ამბობს, რომ ამ საქმეში ძალიან მნიშვნელოვანია დიდი მოთმინების უნარი და მყარი ნერვები.

„რაც უფრო ღრმად ჩავიხედე ამ პროფესიაში, ნაკლებად დაძაბული ვარ,  თავს უფრო და უფრო კომფორტულად ვგრძნობ“.

მისთვის ელექტრო და ელექტრონული სისტემების შეკეთების ათვისება რთული ნამდვილად არ აღმოჩნდა. ამბობს, რომ მთავარი ინტერესია და თუ ადამიანს ეს გააჩნია, ნებისმიერ საქმეს ისწავლის.

„ჩვენს პროფესიაში წარმატებისთვის მნიშვნელოვანია მოტივაცია, პრაქტიკული და რაღაც დონეზე, ტექნიკური აზროვნება. ასევე, მგონია, რომ მუდმივად თვითგანვითარებაზე უნდა ფიქრობდე, ახალ-ახალ ინფორმაციას იძიებდე და აანალიზებდე, შემდეგ კი მას პრაქტიკაში ნერგავდე. სიახლეების გაცნობა, ცოდნის მუდმივად განახლება გაქცევს პროფესიონალად. ამ საქმის კარგად ათვისებას ძალიან ბევრი შრომა და დიდი დრო სჭირდება. ამიტომ, არც დრო და არც ენერგია არ უნდა დავიშუროთ, თუ წარმატების მიღწევა გვსურს“. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 12:56

    თიბისის გადახდების მართვის ციფრული სივრცე შენი ბიზ...

    ადამიანთა ცხოვრების გასამარტივებლად თიბისიმ არაერთი ტექნოლოგიური პროდუქტი დანერგა, რომელთა გამოყენებაც ადვილია, ზოგავს დროს და რესურსებს და ბიზნესების ეფექტურ საქმიანობას უწყობს ხელს.   www.tbc...

  • 12:43

    „შემომეჭამა“ — სახლის სიმყუდროვესა და გემოებზე დაფ...

    „შემომეჭამას“ ისტორია 2016 წლიდან იწყება, როცა ოთო მგალობლიშვილმა და მისმა მეუღლემ პირველი ფილიალი გახსნეს. ეს არის რესტორანი, რომლის ძირითადი პრინციპია, ჰქონდეს პატარა, მაგრამ უმაღლესი ხ...

  • 12:41

    მეტი განაწილება თიბისისგან...

    თიბისი ითვალისწინებს მომხმარებლის სურვილებს, მათთვის მეტი კომფორტისა და მოქნილი შოპინგისთვის, განაწილების ახალ ფუნქციონალს ამატებს.   „მეტი განაწილება“ ეს არის გაუმჯობესებული, მომხმა...

  • 16:22

    თიბისიმ ფულადი გზავნილის განაღდების ახალი ფუნქციონ...

    თიბისი მუდმივად ზრუნავს მომხმარებლების გამოცდილების გაუმჯობესებაზე. სწორედ ამ მიზნით მათი უკუკავშირის გათვალისწინებით, ფულადი გზავნილების განაღდების პროცესი გამარტივდა. თუ აქამდე გზავნილს ანაღდებდი ...

  • 15:52

    Volvo Cars - სრულად ელექტრომომავლის ერთგული...

      Volvo Cars ავტოპარკის სრულ ელექტრიფიკაციას 2040 წლისთვის გეგმავს. კომპანიას გეგმაზე მუშაობა უკვე დაწყებული აქვს - ბაზარზე ხუთი მთლიანად ელექტრული ავტომობილი (EV) უკვე წარმოადგინა, ხოლო დამატები...