2 1 : 2 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით დავით ტატიშვილის სამედიცინო ცენტრი ახალ კლინიკას გახსნის

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით დავით ტატიშვილის სამედიცინო ცენტრი ფართოვდება. ახალი კლინიკის მოწყობის და დანადგარებით აღჭურვის უზრუნველყოფის მიზნით, ბანკმა კომპანიას 1,3 მლნ. ევროს მოცულობის ინვესტიცია გამოუყო. ახალი ფილიალის გახსნა მიმდინარე წლის გაზაფხულზე იგეგმება. კლინიკა დამატებით 150 ადამიანს დაასაქმებს.

 

ამჟამად დავით ტატიშვილის სამედიცინო ცენტრი მომხმარებლებს 6 ფილიალიდან უწევს მრავალპროფილურ სამედიცინო მომსახურებას (მათ შორის ამბულატორიულ-პოლიკლინიკური სერვისები და სხვა). სამედიცინო ცენტრი აერთიანებს ულტრათანამედროვე ლაბორატორიულ და დიაგნოსტიკურ კომპლექსებს და ქირურგიულ სტაციონარს. ასევე, სპორტული მედიცინისა და რეაბილიტაციის ცენტრს.  

 

„საქართველოს ბანკთან პარტნიორობით მალე ჩვენს ქსელს კიდევ ერთი კლინიკა შეემატება. მოხარული ვართ, რომ ბანკის მხარდაჭერით გვეძლევა შესაძლებლობა, გავფართოვდეთ და ამით წვლილი შევიტანოთ სამედიცინო სფეროს განვითარებაში. სამომავლოდ ვგეგმავთ მომხმარებელს კიდევ დამატებითი ფილიალებიდან მოვემსახუროთ“, - აცხადებს დავით ტატიშვილის სამედიცინო ცენტრის დირექტორი, გურამ ტატიშვილი.

 

„დავით ტატიშვილის ცენტრი ერთ-ერთი მოწინავე ქსელია ადგილობრივ ბაზარზე სამედიცინო სფეროში. ამაზე მიუთითებს ისიც, რომ ცენტრს ჰყავს არაერთი მაღალკვალიფიციური თანამშრომელი, რომელიც აქტიურადაა ჩართული არა მხოლოდ კლინიკის ყოველდღიურ საქმიანობაში, არამედ გარე აქტივობებში განვითარებისა და კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით. ზრდაზე ორიენტირებული გუნდი მუდმივად გეგმავს და იღებს მონაწილეობას სხვადასხვა ტრენინგებში. მოხარული ვართ, რომ გვეძლევა შესაძლებლობა, მხარი დავუჭიროთ ბიზნესის განვითარებას. გვინდა წარმატება ვუსურვოთ გუნდს. ჩვენ არ ვჩერდებით და ვაგრძელებთ ბიზნესის გაძლიერებას“, - განაცხადა გიორგი წეროძემ, საქართველოს ბანკის კორპორაციული საბანკო მომსახურების სექტორის უფროსმა.

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 12:56

    თიბისის გადახდების მართვის ციფრული სივრცე შენი ბიზ...

    ადამიანთა ცხოვრების გასამარტივებლად თიბისიმ არაერთი ტექნოლოგიური პროდუქტი დანერგა, რომელთა გამოყენებაც ადვილია, ზოგავს დროს და რესურსებს და ბიზნესების ეფექტურ საქმიანობას უწყობს ხელს.   www.tbc...

  • 12:43

    „შემომეჭამა“ — სახლის სიმყუდროვესა და გემოებზე დაფ...

    „შემომეჭამას“ ისტორია 2016 წლიდან იწყება, როცა ოთო მგალობლიშვილმა და მისმა მეუღლემ პირველი ფილიალი გახსნეს. ეს არის რესტორანი, რომლის ძირითადი პრინციპია, ჰქონდეს პატარა, მაგრამ უმაღლესი ხ...

  • 12:41

    მეტი განაწილება თიბისისგან...

    თიბისი ითვალისწინებს მომხმარებლის სურვილებს, მათთვის მეტი კომფორტისა და მოქნილი შოპინგისთვის, განაწილების ახალ ფუნქციონალს ამატებს.   „მეტი განაწილება“ ეს არის გაუმჯობესებული, მომხმა...

  • 16:22

    თიბისიმ ფულადი გზავნილის განაღდების ახალი ფუნქციონ...

    თიბისი მუდმივად ზრუნავს მომხმარებლების გამოცდილების გაუმჯობესებაზე. სწორედ ამ მიზნით მათი უკუკავშირის გათვალისწინებით, ფულადი გზავნილების განაღდების პროცესი გამარტივდა. თუ აქამდე გზავნილს ანაღდებდი ...

  • 15:52

    Volvo Cars - სრულად ელექტრომომავლის ერთგული...

      Volvo Cars ავტოპარკის სრულ ელექტრიფიკაციას 2040 წლისთვის გეგმავს. კომპანიას გეგმაზე მუშაობა უკვე დაწყებული აქვს - ბაზარზე ხუთი მთლიანად ელექტრული ავტომობილი (EV) უკვე წარმოადგინა, ხოლო დამატები...