2 1 : 3 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით დიდ დიღომში დეველოპერული პროექტი „გრადა პანორამა“ ხორციელდება

საქართველოს ბანკი დეველოპერული და სამშენებლო სექტორის მხარდაჭერას განაგრძობს. ამჯერად ბანკთან პარტნიორობით კომპანია „გრადა“ ახალი პროექტის განხორციელებას იწყებს. „გრადა პანორამა“ 142 საცხოვრებელ ბინიან  კომპლექსს, რეკრეაციულ ზონებს, ველობილიკს, მიწისქვეშა ავტოსადგომსა და სხვა სივრცეებს გააერთიანებს.

პროექტის ხელშეწყობის მიზნით საქართველოს ბანკის თანამონაწილეობა 3,5 მლნ. აშშ დოლარს უტოლდება. „გრადა პანორამა“ მაცხოვრებლებისთვის მეტი კომფორტის უზრუნველსაყოფად დახურულ ეზოში სასეირნო და სარბენ ბილიკებს გააერთიანებს.

აღსანიშნავია, რომ კომპლექსი იქნება შშმ. პირებზე ადაპტირებული და სრულად აღჭურვილი სახანძრო/ სარწყავი სისტემებითა და LED განათებებით. ტერიტორიაზე განთავსდება საოფისე და კომერციული სივრცეებიც.

„გრადა პანორამა“ ყოველდღიური ცხოვრების საჭიროებებს სრულად პასუხობს და მაცხოვრებელს კომფორტისთვის მრავალფეროვან ზონებს და სივრცეებს სთავაზობს.  ჩვენი მისიაა ყველა ადამიანს, განურჩევლად ფინანსური შესაძლებლობებისა, ჰქონდეს საშუალება, რომ ფლობდეს საკუთარ ბინას და იცხოვროს კომფორტულ გარემოში. მოხარული ვართ, რომ გვაქვს შესაძლებლობა საქართველოს ბანკთან პარტნიორობით კიდევ ერთი პროექტი ვაქციოთ რეალობად“ , - აცხადებს ნათია ლაბაძე, „გრადა პანორამას“ გაყიდვების უფროსი.

„გრადა 6 წელია წარმატებით ოპერირებს საქართველოს ბაზარზე და ამ დროის მანძილზე არაერთი მასშტაბური პროექტიც განახორციელა. მოხარული ვართ, რომ გვაქვს შსაძლებლობა, მხარი დავუჭიროთ მათ ახალ პროექტს - „გრადა პანორამას“, რომელიც  ისეთ სივრცეებს გააერთიანებს, როგორიცაა საბავშვო ინფრასტრუქტურა, დასასვენებელი სივრცეები, ველოსადგომი და სხვ. საქართველოს ბანკი აქტიურად აგრძელებს ამ მიმართულებით ბიზნესის მხარდაჭერას და გვჯერა, რომ მსგავსი პროექტების განხორციელება დადებითად აისახება როგორც ბიზნეს გარემოზე, ასევე ზოგადად ქვეყნის ეკონომიკაზე“, - აცხადებს „საქართველოს ბანკის“ კორპორაციული საბანკო მომსახურების დირექტორის მოადგილე, ვალერი ნარსია.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 12:56

    თიბისის გადახდების მართვის ციფრული სივრცე შენი ბიზ...

    ადამიანთა ცხოვრების გასამარტივებლად თიბისიმ არაერთი ტექნოლოგიური პროდუქტი დანერგა, რომელთა გამოყენებაც ადვილია, ზოგავს დროს და რესურსებს და ბიზნესების ეფექტურ საქმიანობას უწყობს ხელს.   www.tbc...

  • 12:43

    „შემომეჭამა“ — სახლის სიმყუდროვესა და გემოებზე დაფ...

    „შემომეჭამას“ ისტორია 2016 წლიდან იწყება, როცა ოთო მგალობლიშვილმა და მისმა მეუღლემ პირველი ფილიალი გახსნეს. ეს არის რესტორანი, რომლის ძირითადი პრინციპია, ჰქონდეს პატარა, მაგრამ უმაღლესი ხ...

  • 12:41

    მეტი განაწილება თიბისისგან...

    თიბისი ითვალისწინებს მომხმარებლის სურვილებს, მათთვის მეტი კომფორტისა და მოქნილი შოპინგისთვის, განაწილების ახალ ფუნქციონალს ამატებს.   „მეტი განაწილება“ ეს არის გაუმჯობესებული, მომხმა...

  • 16:22

    თიბისიმ ფულადი გზავნილის განაღდების ახალი ფუნქციონ...

    თიბისი მუდმივად ზრუნავს მომხმარებლების გამოცდილების გაუმჯობესებაზე. სწორედ ამ მიზნით მათი უკუკავშირის გათვალისწინებით, ფულადი გზავნილების განაღდების პროცესი გამარტივდა. თუ აქამდე გზავნილს ანაღდებდი ...

  • 15:52

    Volvo Cars - სრულად ელექტრომომავლის ერთგული...

      Volvo Cars ავტოპარკის სრულ ელექტრიფიკაციას 2040 წლისთვის გეგმავს. კომპანიას გეგმაზე მუშაობა უკვე დაწყებული აქვს - ბაზარზე ხუთი მთლიანად ელექტრული ავტომობილი (EV) უკვე წარმოადგინა, ხოლო დამატები...