2 1 : 2 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

სტარტაპერი და ელვისი მცირე ბიზნესის მხარდასაჭერად ერთიანდებიან

თიბისის პროგრამა სტარტაპერი და ელვისი მცირე ბიზნესების მხარდასაჭერად  ერთიანდებიან. სპეციალურად შენი სტარტაპისთვის ელვისზე სტარტაპერის კატეგორია შეიქმნა.

 

პარტნიორობის ფარგლებში, გეძლევა შესაძლებლობა, ელვისის აპლიკაციაში დაემატო სტარტაპერის კატეგორიაში და სრულიად უფასოდ ისარგებლოთ საშეღავათო პერიოდით თებერვლამდე.

 

ნებისმიერს სტარტაპს შეუძლია შეავსოს განაცხადი და ისარგებლოს ელვისის საკურიერო მიტანის სერვისით, რაც მნიშვნელოვანი მხარდაჭერა იქნება მათთვის მომხმარებელთან კომუნიკაციის თვალსაზრისით. მას შემდეგ შემდეგ მისამართზე რაც რეგისტრაციას გაივლით: https://bit.ly/startuperi-elvis ,  ელვისის წარმომადგენელი დაგიკავშირდებათ.

 

ელვისი ქართული მაღალტექნოლოგიური მიტანის სერვისია, რომელიც პარტნიორი ობიექტებისა და მომხმარებლების წინაშე არსებულ პრობლემებს აგვარებს.

ელვისის მულტიფუნქციური პლატფორმა მოიცავს ყველა იმ მახასიათებელს, რომელიც საჭიროა მომხმარებლის, კურიერისა და პარტნიორი კომპანიის ეფექტური კომუნიკაციისთვის. პლატფორმის დახმარებით მომხმარებელს საშუალება აქვს შეიძინოს საკვები ან საცალო პროდუქტები და მიიღოს სწრაფი და საინტერესო მიწოდების სერვისი გამჭირვალობისა და პასუხისმგებლობის მაღალი მაჩვენებლით.

 

პროგრამა სტარტაპერი უკვე 5 წელია არსებობს და ის სტარტაპების საუკეთესო მხარდამჭერია საქართველოში. სტარტაპერი პროგრამის მონაწილეებს სთავაზობს სხვადასხვა საბანკო პროდუქტებს, სტარტაპ განათლებას, სპეციალურ შეთავაზებებს და მედია მხარდაჭერას.

 

ელვისის და სტარტაპერის მხარდაჭერით, სტარტაპერებისთვის ელვისის პლატფორმაზე  უფასოდ განთავსება თებერვლამდე იქნება შესაძლებელი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 12:56

    თიბისის გადახდების მართვის ციფრული სივრცე შენი ბიზ...

    ადამიანთა ცხოვრების გასამარტივებლად თიბისიმ არაერთი ტექნოლოგიური პროდუქტი დანერგა, რომელთა გამოყენებაც ადვილია, ზოგავს დროს და რესურსებს და ბიზნესების ეფექტურ საქმიანობას უწყობს ხელს.   www.tbc...

  • 12:43

    „შემომეჭამა“ — სახლის სიმყუდროვესა და გემოებზე დაფ...

    „შემომეჭამას“ ისტორია 2016 წლიდან იწყება, როცა ოთო მგალობლიშვილმა და მისმა მეუღლემ პირველი ფილიალი გახსნეს. ეს არის რესტორანი, რომლის ძირითადი პრინციპია, ჰქონდეს პატარა, მაგრამ უმაღლესი ხ...

  • 12:41

    მეტი განაწილება თიბისისგან...

    თიბისი ითვალისწინებს მომხმარებლის სურვილებს, მათთვის მეტი კომფორტისა და მოქნილი შოპინგისთვის, განაწილების ახალ ფუნქციონალს ამატებს.   „მეტი განაწილება“ ეს არის გაუმჯობესებული, მომხმა...

  • 16:22

    თიბისიმ ფულადი გზავნილის განაღდების ახალი ფუნქციონ...

    თიბისი მუდმივად ზრუნავს მომხმარებლების გამოცდილების გაუმჯობესებაზე. სწორედ ამ მიზნით მათი უკუკავშირის გათვალისწინებით, ფულადი გზავნილების განაღდების პროცესი გამარტივდა. თუ აქამდე გზავნილს ანაღდებდი ...

  • 15:52

    Volvo Cars - სრულად ელექტრომომავლის ერთგული...

      Volvo Cars ავტოპარკის სრულ ელექტრიფიკაციას 2040 წლისთვის გეგმავს. კომპანიას გეგმაზე მუშაობა უკვე დაწყებული აქვს - ბაზარზე ხუთი მთლიანად ელექტრული ავტომობილი (EV) უკვე წარმოადგინა, ხოლო დამატები...