2 1 : 2 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით „ბალავარი ჯგუფი“ მორიგ დეველოპერულ პროექტს ლისზე ახორციელებს

საქართველოს ბანკი სამშენებლო და დეველოპერული მიმართულებით ბიზნესის მხარდაჭერას განაგრძობს. ბანკთან პარტნიორობით, „ბალავარი ჯგუფი“ მორიგ პროექტს ლისზე, ნუცუბიძის IV მ/რ "მხატვარი-2" -ის მიმდებარედ ახორციელებს. ჯგუფის აღნიშნული და მიმდინარე პროექტების ხელშეწყობის მიზნით, ბანკის მხრიდან 17 მლნ. აშშ დოლარის მოცულობის ინვესტიცია გამოიყო. „ბალავარი ლისის“ დასრულება 2023 წელს იგეგმება.

12 სართულიანი კორპუსი სტუდიო ტიპისა და 1, 2 და 3 ოთახიან ბინებს გააერთიანებს.  ტერიტორიაზე ასევე განთავსდება მწვანე ზონები, საბავშვო და სპორტული მოედნები, მიწისქვეშა პარკინგი და სხვ.

„საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ჩვენმა ჯგუფმა წარმატებით განახორციელა სხვადასხვა დეველოპერული პროექტები და ქვეყნის მასშტაბით, სკოლებისა და ბაღების სარეაბილიტაციო სამუშაოები. მოხარული ვართ, რომ ბანკი, როგორც ერთგული პარტნიორი,  კვლავ აქტიურად განაგრძობს ჩვენს ხელშეწყობას. ეს ჯგუფისთვის სტიმულია, მეტად განვავითაროთ საქმიანობა და განვახორციელოთ ახალი, საინტერესო პროექტები“, - აცხადებს ბალავარი ჯგუფის გენერალური დირექტორი, გეგა ტოფაძე.

„საქართველოს ბანკისა და „ბალავარი ჯგუფის“ პარტნიორობა 5 წელს ითვლის. ჯგუფი უძრავი ქონების დეველოპმენტისა და სამშენებლო მიმართულებით ადგილობრივი ბაზრის  ერთ-ერთი ლიდერია. ამაზე მეტყველებს წარმატებით დასრულებული 15-ზე მეტი პროექტიც, რომლის ღირებულებაც 45-50 მლნ. აშშ დოლარს უტოლდება. გვინდა წარმატება ვუსურვოთ გუნდს აღნიშნული და სხვა მიმდინარე პროექტების განხორციელებაში. მოხარული ვართ, რომ გვაქვს შესაძლებლობა, მხარი დავუჭიროთ წლების მანძილზე კომპანიის განვითარებას“, - განაცხადა საქართველოს ბანკის კორპორაციული საბანკო მომსახურების ხელმძღვანელის მოადგილემ, ვალერი ნარსიამ. 

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 12:56

    თიბისის გადახდების მართვის ციფრული სივრცე შენი ბიზ...

    ადამიანთა ცხოვრების გასამარტივებლად თიბისიმ არაერთი ტექნოლოგიური პროდუქტი დანერგა, რომელთა გამოყენებაც ადვილია, ზოგავს დროს და რესურსებს და ბიზნესების ეფექტურ საქმიანობას უწყობს ხელს.   www.tbc...

  • 12:43

    „შემომეჭამა“ — სახლის სიმყუდროვესა და გემოებზე დაფ...

    „შემომეჭამას“ ისტორია 2016 წლიდან იწყება, როცა ოთო მგალობლიშვილმა და მისმა მეუღლემ პირველი ფილიალი გახსნეს. ეს არის რესტორანი, რომლის ძირითადი პრინციპია, ჰქონდეს პატარა, მაგრამ უმაღლესი ხ...

  • 12:41

    მეტი განაწილება თიბისისგან...

    თიბისი ითვალისწინებს მომხმარებლის სურვილებს, მათთვის მეტი კომფორტისა და მოქნილი შოპინგისთვის, განაწილების ახალ ფუნქციონალს ამატებს.   „მეტი განაწილება“ ეს არის გაუმჯობესებული, მომხმა...

  • 16:22

    თიბისიმ ფულადი გზავნილის განაღდების ახალი ფუნქციონ...

    თიბისი მუდმივად ზრუნავს მომხმარებლების გამოცდილების გაუმჯობესებაზე. სწორედ ამ მიზნით მათი უკუკავშირის გათვალისწინებით, ფულადი გზავნილების განაღდების პროცესი გამარტივდა. თუ აქამდე გზავნილს ანაღდებდი ...

  • 15:52

    Volvo Cars - სრულად ელექტრომომავლის ერთგული...

      Volvo Cars ავტოპარკის სრულ ელექტრიფიკაციას 2040 წლისთვის გეგმავს. კომპანიას გეგმაზე მუშაობა უკვე დაწყებული აქვს - ბაზარზე ხუთი მთლიანად ელექტრული ავტომობილი (EV) უკვე წარმოადგინა, ხოლო დამატები...