2 1 : 3 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ბორჯომში კოტეჯი “Mitarbi Silence” გაიხსნა

საქართველოს ბანკი ქვეყნის მასშტაბით ბიზნესის ხელშეწყობას განაგრძობს. ამჯერად ბანკთან პარტნიორობით ბორჯომში, სოფელ მიტარბში,  კოტეჯი “Mitarbi Silence” გაიხსნა. პროექტის მხარდაჭერის მიზნით საქართველოს ბანკმა 38,000 ლარის მოცულობის ინვესტიცია გამოყო.

გარდა იმისა, რომ “Mitarbi Silence”-ი ულამაზესი ხედებით გამოირჩევა, აქ მოსულ სტუმრებს კომფორტისთვის და დროის სასიამოვნოდ გასატარებლად ყველა საჭირო ინვენტარი დახვდებათ, მათ შორის: წიგნები, ვიდეო თამაშები, პროექტორები, ტელესკოპი და სხვა.

 

„საქართველოს ბანკთან პარტნიორობის ფარგლებში ჩვენ წარმატებით გავხსენით პირველი კოტეჯი და სულ მალე, დამატებით 2 კოტეჯიდან კიდევ უფრო მეტი სტუმრის მიღებას შევძლებთ. 3-ივე კოტეჯი ჯამში 16 სტუმრის მიღებას უზრუნველყოფს, თუმცა აქ არ ვჩერდებით და ვგეგმავთ კიდევ უფრო გავფართოვდეთ. ჩვენ ორიენტირებული ვართ, მაქსიმალური კომფორტი შევუქმნათ დამსვენებლებს, ამიტომ ვგეგმავთ უახლოეს მომავალში მათ სამთო ტურებიც შევთავაზოთ, როგორც საფეხმავლო, ასევე ცხენებისა და კვადროციკლის გამოყენებით“, - აღნიშნავს სასტუმროს დამფუძნებელი, დავით ხვედელიძე.

 

„მოხარული ვართ, კიდევ ერთ ადგილობრივ წამოწყებას დავუჭიროთ მხარი. გვჯერა, რომ ისეთი პროექტები, როგორიცაა “Mitarbi Silence”, მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს როგორც ტურიზმისა და მასპინძლობის სფეროს განვითარებას, ასევე ახალი სამუშაო ადგილების შექმნას. ეს კი საბოლოო ჯამში დადებითად აისახება ბიზნეს გარემოზე და ქვეყნის ეკონომიკაზე“, - განაცხადა საქართველოს ბანკის საცალო ბიზნესის საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორმა, მერაბ ახვლედიანმა.

 

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 12:56

    თიბისის გადახდების მართვის ციფრული სივრცე შენი ბიზ...

    ადამიანთა ცხოვრების გასამარტივებლად თიბისიმ არაერთი ტექნოლოგიური პროდუქტი დანერგა, რომელთა გამოყენებაც ადვილია, ზოგავს დროს და რესურსებს და ბიზნესების ეფექტურ საქმიანობას უწყობს ხელს.   www.tbc...

  • 12:43

    „შემომეჭამა“ — სახლის სიმყუდროვესა და გემოებზე დაფ...

    „შემომეჭამას“ ისტორია 2016 წლიდან იწყება, როცა ოთო მგალობლიშვილმა და მისმა მეუღლემ პირველი ფილიალი გახსნეს. ეს არის რესტორანი, რომლის ძირითადი პრინციპია, ჰქონდეს პატარა, მაგრამ უმაღლესი ხ...

  • 12:41

    მეტი განაწილება თიბისისგან...

    თიბისი ითვალისწინებს მომხმარებლის სურვილებს, მათთვის მეტი კომფორტისა და მოქნილი შოპინგისთვის, განაწილების ახალ ფუნქციონალს ამატებს.   „მეტი განაწილება“ ეს არის გაუმჯობესებული, მომხმა...

  • 16:22

    თიბისიმ ფულადი გზავნილის განაღდების ახალი ფუნქციონ...

    თიბისი მუდმივად ზრუნავს მომხმარებლების გამოცდილების გაუმჯობესებაზე. სწორედ ამ მიზნით მათი უკუკავშირის გათვალისწინებით, ფულადი გზავნილების განაღდების პროცესი გამარტივდა. თუ აქამდე გზავნილს ანაღდებდი ...

  • 15:52

    Volvo Cars - სრულად ელექტრომომავლის ერთგული...

      Volvo Cars ავტოპარკის სრულ ელექტრიფიკაციას 2040 წლისთვის გეგმავს. კომპანიას გეგმაზე მუშაობა უკვე დაწყებული აქვს - ბაზარზე ხუთი მთლიანად ელექტრული ავტომობილი (EV) უკვე წარმოადგინა, ხოლო დამატები...