2 1 : 3 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

თიბისი Z „ელექტრონავტი XIl“- ის მეგობარია

ინოვაციური პოპკულტურის დაჯილდოების მეთორმეტე ცერემონიალს „ელექტრონავტი XIl“ ფონდი ელექტრონავტი თბილისის მერიასთან ერთად დეკემბერში გამართავს. დაჯილდოების მეგობარია თიბისი Z.  ელექტრონავტების ვინაობას ინტერნეტ-გამოკითხვის მონაწილეების გარდა, ექსპერტებისგან დაკომპლექტებული ჟიური განსაზღვრავს. ჟიურიმ 9 ნომინაციაში, 200-ზე მეტი არტისტის ნამუშევარი განიხილა.

 

წლევანდელი დაჯილდოება მოიცავს შემდეგ კატეგორიებს:

·         მუსიკალური ვიდეო / Best Video

·         ლეიბლი / Best Label

·         ალბომი / Best Album

·         დიჯეი / Best DJ

·         ლაივ სთრიმი / Best Live stream

·         ტრეკი / Best Track

·         მედია / Best Media

·         Z არტისტი / Z Artist

·         ელექტრონავტი XII / Electronaut XII

 

თიბისი Z-ის მისია ახალგაზრდა თაობის უპირობო მხარდაჭერა და მათი ინტერესების შესაბამისად განვითარებაში ხელშეწყობაა. წლევანდელი წლის განსაკუთრებულ კატეგორიაში “Z არტისტი”  თიბისი Z, ფულადი პრიზით, 3000 ლარით დააჯილდოვებს 25 წლამდე ასაკის, გამორჩეულ მუსიკოსს.


საჯარო ხმის მიცემა 9 დეკემბრამდე არის შესაძლებელი ინტერნეტ გვერდზე www.electronauts.ge.

 

საბოლოო ნომინანტების სია 10 დეკემბერს  გახდება ცნობილი. არსებული ნომინანტები შეირჩევიან საჯარო ხმის მიცემისა და ჟიურის გადაწყვეტილების მიხედვით. გამარჯვებული ნომინანტები კი, გამოვლინდებიან დაჯილდოების ცერემონიალზე, “ქართული ფილმის” დარბაზში, შეზღუდული დასწრების პირობებში, 11 დეკემბერს. დაჯილდოების ცერემონიალი ფონდის მედია მხარდამჭერის - სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის ეთერში გავა.

 

საკონცერტო ნაწილში სრულიად ახალი და ნაცნობი კომპოზიციებით წარდგებიან: TAMADA, BAD HABITZ, ELLARGE , MECHANICAL RAINBOW, 4D MONSTER LOBSTERS, TOKE.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 12:56

    თიბისის გადახდების მართვის ციფრული სივრცე შენი ბიზ...

    ადამიანთა ცხოვრების გასამარტივებლად თიბისიმ არაერთი ტექნოლოგიური პროდუქტი დანერგა, რომელთა გამოყენებაც ადვილია, ზოგავს დროს და რესურსებს და ბიზნესების ეფექტურ საქმიანობას უწყობს ხელს.   www.tbc...

  • 12:43

    „შემომეჭამა“ — სახლის სიმყუდროვესა და გემოებზე დაფ...

    „შემომეჭამას“ ისტორია 2016 წლიდან იწყება, როცა ოთო მგალობლიშვილმა და მისმა მეუღლემ პირველი ფილიალი გახსნეს. ეს არის რესტორანი, რომლის ძირითადი პრინციპია, ჰქონდეს პატარა, მაგრამ უმაღლესი ხ...

  • 12:41

    მეტი განაწილება თიბისისგან...

    თიბისი ითვალისწინებს მომხმარებლის სურვილებს, მათთვის მეტი კომფორტისა და მოქნილი შოპინგისთვის, განაწილების ახალ ფუნქციონალს ამატებს.   „მეტი განაწილება“ ეს არის გაუმჯობესებული, მომხმა...

  • 16:22

    თიბისიმ ფულადი გზავნილის განაღდების ახალი ფუნქციონ...

    თიბისი მუდმივად ზრუნავს მომხმარებლების გამოცდილების გაუმჯობესებაზე. სწორედ ამ მიზნით მათი უკუკავშირის გათვალისწინებით, ფულადი გზავნილების განაღდების პროცესი გამარტივდა. თუ აქამდე გზავნილს ანაღდებდი ...

  • 15:52

    Volvo Cars - სრულად ელექტრომომავლის ერთგული...

      Volvo Cars ავტოპარკის სრულ ელექტრიფიკაციას 2040 წლისთვის გეგმავს. კომპანიას გეგმაზე მუშაობა უკვე დაწყებული აქვს - ბაზარზე ხუთი მთლიანად ელექტრული ავტომობილი (EV) უკვე წარმოადგინა, ხოლო დამატები...