2 1 : 2 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

საქართველოს ბანკმა DFC-ისგან 100 მლნ. დოლარის ინვესტიცია მოიზიდა

საქართველოს ბანკმა აშშ-ს საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაციისგან (DFC) 100 მლნ. დოლარის მოცულობის ფინანსური რესურსი მოიზიდა. 11 წელზე მეტი ვადის მქონე ხელშეკრულების ფარგლებში მოზიდული რესურსი მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერის შესაძლებლობას იძლევა პანდემიასთან დაკავშირებული ეკონომიკური გამოწვევების დაძლევის მიზნით. მათ შორის, ქალი მეწარმეებისთვის ფინანსურ რესურსებთან წვდომის შესაძლებლობის გაფართოებისა და მათი მხარდაჭერის გაზრდისთვის.

 

„მოხარული ვარ, რომ DFC-სთან პარტნიორობით გვეძლევა შესაძლებლობა, კიდევ უფრო მეტად დავუჭიროთ მხარი მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესებს საქართველოში. 2018 წლის შემდეგ ეს არის ჩვენი პირველი თანამშრომლობა DFC-სთან და მოზიდული რესურსი შესაძლებლობას გვაძლევს გავაგრძელოთ ჩვენი ბიზნეს მომხმარებლების ყველაზე საჭირო ფინანსური პროდუქტებით უზრუნველყოფა. მრავალი წელია, DFC საქართველოს ბანკის მნიშვნელოვანი პარტნიორია. ჩვენ ვაფასებთ მათ მხარდაჭერას საქართველოს ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობის მიმართულებით“, - განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა, არჩილ გაჩეჩილაძემ.

 

„DFC-ისა და საქართველოს ბანკის შეთანხმების ფარგლებში მოზიდული რესურსით შესაძლებელი იქნება მიკრო, მცირე და საშუალო ზომის ბიზნესების გაძლიერება საქართველოში, მათ შორის, სოფლის მეურნეობისა და ქალების საკუთრებაში არსებული ბიზნესების ხელშეწყობის უზრუნველყოფა. ეს ყველაფერი კი მნიშვნელოვანია COVID-19 პანდემიასთან დაკავშირებული გამოწვევების დაძლევის და ეკონომიკის აღდგენის ხელშეწყობისთვის. მოხარული ვართ, რომ მხარს ვუჭერთ ინვესტიციას, რომელიც  DFC-ის „2X Women’s Initiative“- ის ფარგლებში  ქალების ეკონომიკური პოტენციალის გაძლიერებას უწყობს ხელს მთელი მსოფლიოს მასშტაბით“, - განაცხადა DFC-ის საგარეო საქმეთა ოფისის ვიცე-პრეზიდენტმა და გლობალური გენდერული თანასწორობის ინიციატივების ხელმძღვანელმა, ალგენ საჯერმა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 12:56

    თიბისის გადახდების მართვის ციფრული სივრცე შენი ბიზ...

    ადამიანთა ცხოვრების გასამარტივებლად თიბისიმ არაერთი ტექნოლოგიური პროდუქტი დანერგა, რომელთა გამოყენებაც ადვილია, ზოგავს დროს და რესურსებს და ბიზნესების ეფექტურ საქმიანობას უწყობს ხელს.   www.tbc...

  • 12:43

    „შემომეჭამა“ — სახლის სიმყუდროვესა და გემოებზე დაფ...

    „შემომეჭამას“ ისტორია 2016 წლიდან იწყება, როცა ოთო მგალობლიშვილმა და მისმა მეუღლემ პირველი ფილიალი გახსნეს. ეს არის რესტორანი, რომლის ძირითადი პრინციპია, ჰქონდეს პატარა, მაგრამ უმაღლესი ხ...

  • 12:41

    მეტი განაწილება თიბისისგან...

    თიბისი ითვალისწინებს მომხმარებლის სურვილებს, მათთვის მეტი კომფორტისა და მოქნილი შოპინგისთვის, განაწილების ახალ ფუნქციონალს ამატებს.   „მეტი განაწილება“ ეს არის გაუმჯობესებული, მომხმა...

  • 16:22

    თიბისიმ ფულადი გზავნილის განაღდების ახალი ფუნქციონ...

    თიბისი მუდმივად ზრუნავს მომხმარებლების გამოცდილების გაუმჯობესებაზე. სწორედ ამ მიზნით მათი უკუკავშირის გათვალისწინებით, ფულადი გზავნილების განაღდების პროცესი გამარტივდა. თუ აქამდე გზავნილს ანაღდებდი ...

  • 15:52

    Volvo Cars - სრულად ელექტრომომავლის ერთგული...

      Volvo Cars ავტოპარკის სრულ ელექტრიფიკაციას 2040 წლისთვის გეგმავს. კომპანიას გეგმაზე მუშაობა უკვე დაწყებული აქვს - ბაზარზე ხუთი მთლიანად ელექტრული ავტომობილი (EV) უკვე წარმოადგინა, ხოლო დამატები...