2 1 : 2 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ლანჩხუთში სოციალური კაფე „ქეთოსთან“ მოეწყო

საქართველოს ბანკი მცირე ბიზნესების მხარდაჭერას განაგრძობს. ბანკთან თანამშრომლობით, ლანჩხუთში სოციალური კაფე „ქეთოსთან“ მოეწყო. დღესდღეობით კაფე რაიონში შეკრების ერთადერთ ადგილს წარმოადგენს, რომელიც ხშირად ტრენინგებს, ფილმის ჩვენებებს, პოეზიისა და ელექტრონული მუსიკის საღამოებს მასპინძლობს. პროექტის მხარდასაჭერად ბანკის მხრიდან 25,000 ლარის მოცულობის ინვესტიცია განხორციელდა.

 

„ქეთოსთან“ მისულ სტუმრებს კაფის განსხვავებული ინტერიერი და ექსტერიერი თავს მყუდროდ და კომფორტულად აგრძნობინებს. კაფე შშმ. პირებისთვის არის ადაპტირებული და მომხმარებელს ქართულ და ევროპულ სამზარეულოს სთავაზობს. „ქეთოსთან“ 10-მდე ადამიანია დასაქმებული, მათ შორის შშმ. პირები.

 

„ქეთოსთან“ ის სივრცეა, რომელმაც შეიძლება ითქვას, ლანჩხუთი გამოაცოცხლა და ახალგაზრდები კიდევ უფრო აქტიური გახადა. მართალია, პანდემიის დროს გავიხსენით, თუმცა უკვე 20-მდე ღონისძიებას ვუმასპინძლეთ და კაფე მალევე ადგილობრივების საყვარელ ადგილადაც იქცა. გარდა იმისა, რომ კაფე სხვადასხვა საინტერესო შეხვედრებს მასპინძლობს, „ქეთოსთან“ არაერთ ახალგაზრდას მიეცა შესაძლებლობა, მიეღო გამოცდილება მომსახურების სფეროში და განევითარებინა სხვადასხვა უნარები. განსაკუთრებით სასიხარულო კი ისაა, რომ ადგილობრივმა მოსახლეობამ, განსაკუთრებით კი ქალბატონებმა, უფრო ირწმუნეს საკუთარი თავის და შესაძლებლობების, დაიჯერეს, რომ ლანჩხუთშიც შესაძლებელია საქმის კეთება“, - აცხადებს სოციალური კაფის დამფუძნებელი, ქეთევან წილოსანი.

 

„ისეთი ინიციატივები, როგორიცაა სოციალური კაფე „ქეთოსთან“, ხელს უწყობს რეგიონებში არა მარტო ეკონომიკური, არამედ სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას. სივრცე რაიონში ერთადერთი ადგილია, სადაც სხვადასხვა ტიპის შეხვედრები იმართება და ადამიანები ერთმანეთს იდეებს უზიარებენ. ჩვენი მიზანიც სწორედ ესაა - მხარი დავუჭიროთ მეტ მსგავს პროექტს, რათა მეტმა ადამიანმა ირწმუნოს საკუთარი თავის და იმის, რომ შესაძლებლობები უსაზღვროა“, - განაცხადა საქართველოს ბანკის საცალო ბიზნესის საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორმა, მერაბ ახვლედიანმა.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 12:56

    თიბისის გადახდების მართვის ციფრული სივრცე შენი ბიზ...

    ადამიანთა ცხოვრების გასამარტივებლად თიბისიმ არაერთი ტექნოლოგიური პროდუქტი დანერგა, რომელთა გამოყენებაც ადვილია, ზოგავს დროს და რესურსებს და ბიზნესების ეფექტურ საქმიანობას უწყობს ხელს.   www.tbc...

  • 12:43

    „შემომეჭამა“ — სახლის სიმყუდროვესა და გემოებზე დაფ...

    „შემომეჭამას“ ისტორია 2016 წლიდან იწყება, როცა ოთო მგალობლიშვილმა და მისმა მეუღლემ პირველი ფილიალი გახსნეს. ეს არის რესტორანი, რომლის ძირითადი პრინციპია, ჰქონდეს პატარა, მაგრამ უმაღლესი ხ...

  • 12:41

    მეტი განაწილება თიბისისგან...

    თიბისი ითვალისწინებს მომხმარებლის სურვილებს, მათთვის მეტი კომფორტისა და მოქნილი შოპინგისთვის, განაწილების ახალ ფუნქციონალს ამატებს.   „მეტი განაწილება“ ეს არის გაუმჯობესებული, მომხმა...

  • 16:22

    თიბისიმ ფულადი გზავნილის განაღდების ახალი ფუნქციონ...

    თიბისი მუდმივად ზრუნავს მომხმარებლების გამოცდილების გაუმჯობესებაზე. სწორედ ამ მიზნით მათი უკუკავშირის გათვალისწინებით, ფულადი გზავნილების განაღდების პროცესი გამარტივდა. თუ აქამდე გზავნილს ანაღდებდი ...

  • 15:52

    Volvo Cars - სრულად ელექტრომომავლის ერთგული...

      Volvo Cars ავტოპარკის სრულ ელექტრიფიკაციას 2040 წლისთვის გეგმავს. კომპანიას გეგმაზე მუშაობა უკვე დაწყებული აქვს - ბაზარზე ხუთი მთლიანად ელექტრული ავტომობილი (EV) უკვე წარმოადგინა, ხოლო დამატები...