2 1 : 2 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

თიბისიმ განახლებული დეველოპერების პორტალი გაუშვა

თიბისი ბიზნესების და დეველოპერების მხარდაჭერის მიზნით, ახალ ციფრულ პლატფორმას ქმნის, რომელიც აერთიანებს ყველა იმ API პროდუქტს, რომელსაც კომპანია მომხმარებლებს სთავაზობს.  დეველოპერების პორტალი ციფრული ბიზნესებისთვის და ფინტექებისთვის განკუთვნილი პლატფორმაა, რომელიც უწყვეტ მხარდაჭერასა და უკუკავშირს ჰპირდება დეველოპერებს და ბიზნესებს, რომ ინტეგრაცია მაქსიმალურად ეფექტურად და სწრაფად მოხდეს.

 

ამ დროისთვის, პორტალზე კომპანიებისთვის ხუთი API სერვისი არის ხელმისაწვდომი: თიბისის ელექტრონული კომერციის გადახდის სისტემა, ვალუტის კურსების ფუნქციონალი და ონლაინ განვადების, იპოთეკური სესხისა და ღია ბანკინგის სერვისები. მომავალში, პორტალს კიდევ დაემატება სხვა API პროდუქტები, რაც ბიზნესს დაეხმარება განავითაროს სერვისი და უფრო მარტივი გადაწყვეტები შეთავაზოს მომხმარებლებს, მათი ვებ-გვერდიდან ან აპლიკაციიდან გაუსვლელად.

 

იმისთვის, რომ თიბისის API პროდუქტების გამოყენება კიდევ უფრო მარტივი გახდეს, თიბისის დევ-პორტალზე მუდმივად ხდება სერვისების მონიტორინგი, შემოსული საკითხების ანალიზი,  დეველოპერებისგან შემოსული უკუკავშირის გაანალიზება და შესაბამისად, ინტეგრაციის პროცესის დახვეწა.

 

პორტალი, ასევე, განკუთვნილია ტექნოლოგიებით დაინტერესებული ადამიანებისათვის, რომლებიც შეძლებენ გაეცნონ დამატებით რესურსებს, ტუტურიალებს, სხვადასხვა სიახლეებს, მოუსმინონ პოდკასტებს და აღმოაჩინონ მათთვის საინტერესო ღონისძიებები.

 

 

 

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 12:56

    თიბისის გადახდების მართვის ციფრული სივრცე შენი ბიზ...

    ადამიანთა ცხოვრების გასამარტივებლად თიბისიმ არაერთი ტექნოლოგიური პროდუქტი დანერგა, რომელთა გამოყენებაც ადვილია, ზოგავს დროს და რესურსებს და ბიზნესების ეფექტურ საქმიანობას უწყობს ხელს.   www.tbc...

  • 12:43

    „შემომეჭამა“ — სახლის სიმყუდროვესა და გემოებზე დაფ...

    „შემომეჭამას“ ისტორია 2016 წლიდან იწყება, როცა ოთო მგალობლიშვილმა და მისმა მეუღლემ პირველი ფილიალი გახსნეს. ეს არის რესტორანი, რომლის ძირითადი პრინციპია, ჰქონდეს პატარა, მაგრამ უმაღლესი ხ...

  • 12:41

    მეტი განაწილება თიბისისგან...

    თიბისი ითვალისწინებს მომხმარებლის სურვილებს, მათთვის მეტი კომფორტისა და მოქნილი შოპინგისთვის, განაწილების ახალ ფუნქციონალს ამატებს.   „მეტი განაწილება“ ეს არის გაუმჯობესებული, მომხმა...

  • 16:22

    თიბისიმ ფულადი გზავნილის განაღდების ახალი ფუნქციონ...

    თიბისი მუდმივად ზრუნავს მომხმარებლების გამოცდილების გაუმჯობესებაზე. სწორედ ამ მიზნით მათი უკუკავშირის გათვალისწინებით, ფულადი გზავნილების განაღდების პროცესი გამარტივდა. თუ აქამდე გზავნილს ანაღდებდი ...

  • 15:52

    Volvo Cars - სრულად ელექტრომომავლის ერთგული...

      Volvo Cars ავტოპარკის სრულ ელექტრიფიკაციას 2040 წლისთვის გეგმავს. კომპანიას გეგმაზე მუშაობა უკვე დაწყებული აქვს - ბაზარზე ხუთი მთლიანად ელექტრული ავტომობილი (EV) უკვე წარმოადგინა, ხოლო დამატები...