2 1 : 2 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით „ფაბრიკა 1900“ საწარმოო ხაზს ოთხჯერ გაზრდის

საქართველოს ბანკი ბიზნესების განვითარების ხელშეწყობას განაგრძობს. ამჯერად ბანკისა და მრავალჯერადი გადამუშავების შესაფუთი ქაღალდების საწარმოს „ფაბრიკა 1900“ ერთობლივი პროექტის ფარგლებში კომპანიამ საწარმო გააფართოვა და ახალი დანადგარებითაც აღჭურვა. პროექტის ჯამური მოცულობა 17 მლნ ლარს აღწევს  და ის სრულად დაფინანსდა ბანკის მხრიდან.

 

„ახალი საწარმო თანამედროვე, ინოვაციურ სამშენებლო მასალით  ე.წ. სენდვიჩ პანელით აშენდა, რომელიც საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობს მსოფლიოში და რომელმაც    ტრადიციული სამშენებლო მასალები ჩაანაცვლა. მისი მთავარი განმასხვავებელი ნიშანი არის თბოიზოლაციის მაღალი კოეფიციენტი და კონსტრუქციის სიმარტივე. ასევე შევიძინეთ ახალი დანადგარები, რაც მოგვცემს შესაძლებლობას, წარმადობა ოთხჯერ გავზარდოთ, რაც განაპირობებს კომპანიის ფინანსურ მდგრადობას, ახალი სამუშაო ადგილების შექმნას. ამ ეტაპზე კომპანიას 100- ზე მეტი ადამიანი ყავს დასაქმებული.“,- განაცხადა ნათია ბოლქვაძემ, კომპანიის ფინანსურმა დირექტორმა.

 

„ფაბრიკა 1900-ი არის კომპანია, რომელიც აწარმოებს მრავალჯერადი გადამუშავების შესაძლებლობის შესაფუთ ქაღალდს. კომპანია, ახალი დანადგარების პირობებში, თვეში საშუალოდ 4000 ტონა ქაღალდს გადაამუშავებს. კომპანიის პასუხისმგებლობა, იზრუნოს გარემოზე და ეკოლოგიაზე, არის ძალიან დიდი მოტივატორი ჩვენთვის, კიდევ უფრო გავაძლიეროთ ბიზნესი და მხარი დავუჭიროთ მას მდგრად განვითარებაში. წარმატებას ვუსურვებთ კომპანიას განვითარების გზაზე“,- განაცხადა საქართველოს ბანკის კორპორაციული საბანკო მომსახურების სექტორის ხელმძღვანელმა, გიორგი წეროძემ.

 

ინფორმაციისთვის, „ფაბრიკა 1900“ 100%-ით ბიოდეგრადირებად, კვლავწარმოებად, უმაღლესი ხარისხის შესაფუთ პროდუქციას აწარმოებს. საწარმო აღჭურვილია თანამედროვე დანადგარებით, ჰყავს მაღალკვალიფიციური და მოტივირებული გუნდი. ქართული და უცხოური ბაზრების უკეთ ათვისების მიზნით კომპანიამ თანამედროვე ტიპის გოფრირებული მუყაოს საწარმო და სასაწყობე მეურნეობა გამართა, რის შედეგად გაიზრდება წარმადობა და სამომავლოდ, გადამუშავება წელიწადში 50 000 ტონას მიაღწევს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 12:56

    თიბისის გადახდების მართვის ციფრული სივრცე შენი ბიზ...

    ადამიანთა ცხოვრების გასამარტივებლად თიბისიმ არაერთი ტექნოლოგიური პროდუქტი დანერგა, რომელთა გამოყენებაც ადვილია, ზოგავს დროს და რესურსებს და ბიზნესების ეფექტურ საქმიანობას უწყობს ხელს.   www.tbc...

  • 12:43

    „შემომეჭამა“ — სახლის სიმყუდროვესა და გემოებზე დაფ...

    „შემომეჭამას“ ისტორია 2016 წლიდან იწყება, როცა ოთო მგალობლიშვილმა და მისმა მეუღლემ პირველი ფილიალი გახსნეს. ეს არის რესტორანი, რომლის ძირითადი პრინციპია, ჰქონდეს პატარა, მაგრამ უმაღლესი ხ...

  • 12:41

    მეტი განაწილება თიბისისგან...

    თიბისი ითვალისწინებს მომხმარებლის სურვილებს, მათთვის მეტი კომფორტისა და მოქნილი შოპინგისთვის, განაწილების ახალ ფუნქციონალს ამატებს.   „მეტი განაწილება“ ეს არის გაუმჯობესებული, მომხმა...

  • 16:22

    თიბისიმ ფულადი გზავნილის განაღდების ახალი ფუნქციონ...

    თიბისი მუდმივად ზრუნავს მომხმარებლების გამოცდილების გაუმჯობესებაზე. სწორედ ამ მიზნით მათი უკუკავშირის გათვალისწინებით, ფულადი გზავნილების განაღდების პროცესი გამარტივდა. თუ აქამდე გზავნილს ანაღდებდი ...

  • 15:52

    Volvo Cars - სრულად ელექტრომომავლის ერთგული...

      Volvo Cars ავტოპარკის სრულ ელექტრიფიკაციას 2040 წლისთვის გეგმავს. კომპანიას გეგმაზე მუშაობა უკვე დაწყებული აქვს - ბაზარზე ხუთი მთლიანად ელექტრული ავტომობილი (EV) უკვე წარმოადგინა, ხოლო დამატები...