2 1 : 2 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

გამოფენის " სიცოცხლე და სიკვდილი - დიდებული პომპეი" დახურვა და ნოემბრის ნომრის პრეზენტაცია

პომპეის არქეოლოგიური საგანძურის საქართველოში მოგზაურობა დასრულდა. უკანასკნელ წლებში განსაკუთრებით აქტუალურია პომპეისადმი მიძღვნილი გამოფენები, რომლებიც მსოფლიოს თითქმის ყველა წამყვან მუზეუმში გაიმართა. ამ მხრივ ეროვნული მუზეუმიც არ ყოფილა გამონაკლისი. გამოფენას „სიცოცხლე და სიკვდილი - დიდებული პომპეი“ ვანის არქეოლოგიურმა მუზეუმმა სამი თვის განმავლობაში უმასპინძლა, ხოლო შემდეგ, სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმში გადაინაცვლა.

ამასთანავე, მუზეუმში გაიმართა National Geographic - საქართველოს ნოემბრის ნომრის პრეზენტაცია, რომლის მთავარი თემაა ის 100 აღმოჩენა, რომელთა საშუალებითაც ჩვენი შორეული წინაპრები საკუთარ ამბებს მოგვითხრობენ. მათ შორის, ღირსეული ადგილი უკავიათ დმანისის ჰომინინებსა და პომპეის ნაქალაქარს. ნოემბრის ნომრის სტატიაში „აფრიკიდან დმანისისკენ“ პროფესორი დავით ლორთქიფანიძე დმანისის თავგადასავალის შესახებ მოგვითხროს.

ღონისძიების განმავლობაში სტუმრებს შეეძლოთ დაეთვალიერებინათ, როგორც საქართველოს ეროვნული მუზეუმის მუდმივმოქმედი გამოფენა, სადაც დმანისის აღმოჩენებია წარმოდგენილი, ასევე, გამოფენა პომპეიდან, რომელიც სწორედ ამ ღონისძიებით დაიხურა.

გამოფენის მხარდამჭერია თიბისი, რომლის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი საქართველოს ეროვნული საგანძურის პოპულარიზაცია და საზოგადოებისთვის მისი თანამედროვე ციფრული ფორმატებით გაცნობაა. თიბისი უკვე მესამე წელია აქტიურად თანამშრომლობს ქვეყნის წამყვან სამეცნიერო, კულტურულ და საგანმანათლებლო ინსტიტუციასთან და ამ პარტნიორობის ფარგლებში არაერთი სასარგებლო ინიციატივა განხორციელდა, რომელიც საზოგადოებას ახალი ცოდნის მიღების და მუდმივი აღმოჩენების კეთების საშუალებას თანამედროვე ფორმატების მეშვეობით აძლევს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 12:56

    თიბისის გადახდების მართვის ციფრული სივრცე შენი ბიზ...

    ადამიანთა ცხოვრების გასამარტივებლად თიბისიმ არაერთი ტექნოლოგიური პროდუქტი დანერგა, რომელთა გამოყენებაც ადვილია, ზოგავს დროს და რესურსებს და ბიზნესების ეფექტურ საქმიანობას უწყობს ხელს.   www.tbc...

  • 12:43

    „შემომეჭამა“ — სახლის სიმყუდროვესა და გემოებზე დაფ...

    „შემომეჭამას“ ისტორია 2016 წლიდან იწყება, როცა ოთო მგალობლიშვილმა და მისმა მეუღლემ პირველი ფილიალი გახსნეს. ეს არის რესტორანი, რომლის ძირითადი პრინციპია, ჰქონდეს პატარა, მაგრამ უმაღლესი ხ...

  • 12:41

    მეტი განაწილება თიბისისგან...

    თიბისი ითვალისწინებს მომხმარებლის სურვილებს, მათთვის მეტი კომფორტისა და მოქნილი შოპინგისთვის, განაწილების ახალ ფუნქციონალს ამატებს.   „მეტი განაწილება“ ეს არის გაუმჯობესებული, მომხმა...

  • 16:22

    თიბისიმ ფულადი გზავნილის განაღდების ახალი ფუნქციონ...

    თიბისი მუდმივად ზრუნავს მომხმარებლების გამოცდილების გაუმჯობესებაზე. სწორედ ამ მიზნით მათი უკუკავშირის გათვალისწინებით, ფულადი გზავნილების განაღდების პროცესი გამარტივდა. თუ აქამდე გზავნილს ანაღდებდი ...

  • 15:52

    Volvo Cars - სრულად ელექტრომომავლის ერთგული...

      Volvo Cars ავტოპარკის სრულ ელექტრიფიკაციას 2040 წლისთვის გეგმავს. კომპანიას გეგმაზე მუშაობა უკვე დაწყებული აქვს - ბაზარზე ხუთი მთლიანად ელექტრული ავტომობილი (EV) უკვე წარმოადგინა, ხოლო დამატები...