2 1 : 2 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

თიბისიმ საქართველოში საუკეთესო პერსონალური საბანკო მომსახურებისთვის The Banker-ისა და PWM- ს ჯილდო მიიღო

საერთაშორისო ფინანსურმა ჟურნალებმა - The Banker და PWM თიბისი საქართველოში საუკეთესო პერსონალური საბანკო მომსახურებისთვის დააჯილდოვა.

თიბისის პერსონალურმა საბანკო მომსახურებამ ეს პრესტიჟული ჯილდო 2014 წლიდან დღემდე უკვე მეექვსედ მიიღო.


მსოფლიოში ავტორიტეტული პერსონალური საბანკო მომსახურების გლობალური ჯილდო, რომელსაც ცნობილი გამოცემები PWM და The Banker  ყოველწლიურად ატარებენ, წარმოაჩენს უახლეს ტენდენციებს საბანკო სერვისებში, რომლებიც უკავშირდება მაღალშემოსავლიან მომხმარებლებს და დაგროვილი კაპიტალის მართვას.

გამოცემების შეფასებით, თიბისის პერსონალური საბანკო მომსახურება გამორჩეულია ბაზარზე კონკურენტებთან მიმართებაში.

ინდუსტრიის წამყვანი ანალიტიკოსებისგან და ექსპერტებისგან დაკომპლექტებულმა ჟიურიმ, რომელმაც  განაცხადი 120-ზე მეტი ბანკისგან მიიღო,  გამარჯვებული ფინანსური ინსტიტუტები მათი პასუხების შედარების შედეგად გამოავლინა. ჟიურიმ გამარჯვებულის გამოვლენისას გაითვალისწინა ისეთი მაჩვენებლები, როგორებიცაა წარმატების  ინდექსი, პორტფელის  მართვა, აქტივების განაწილება, კომპანიის ეთიკურობა, ბიზნეს მოდელები, კომპლექსური სამართლებრივი შეფასება, თანამშრომელთა შენარჩუნების მაჩვენებელი  და ინოვაციურობა. ჟიურიმ შეფასებისას რაოდენობრივი მონაცემებიც გაითვლისწინა.  

 “მოხარული ვართ, რომ თიბისის პერსონალურმა საბანკო მომსახურებამ მორიგი საერთაშორისო აღიარება მოიპოვა. აღნიშნული ჯილდო კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენი მისიის შესაბამისობას თანამედროვე მომხმარებელთან. ეს ჯილდო ჩვენი პერსონალური საბანკო მომსახურების გუნდის თავდაუზოგავი შრომის მორიგი აღიარებაა. ჩვენ გავაგრძელებთ , მომხმარებელზე მორგებული, საუკეთესო  ხარისხის სერვისებისა და პროდუქტების ჩვენი მომხმარებლებისთვის მიწოდებას და მათთვის ცხოვრების გამარტივებას.“, - ვახტანგ ბუცხრიკიძე, თიბისის გენერალური დირექტორი.

გავლენიანი ფინანსური გამოცემები The Banker და PWM ყოველწლიურად ავლენენ მსოფლიოს საუკეთესო ფინანსურ ინსტიტუტებს მათი ფინანსური შედეგებისა და მიღწევების გათვალიწინებით.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 12:56

    თიბისის გადახდების მართვის ციფრული სივრცე შენი ბიზ...

    ადამიანთა ცხოვრების გასამარტივებლად თიბისიმ არაერთი ტექნოლოგიური პროდუქტი დანერგა, რომელთა გამოყენებაც ადვილია, ზოგავს დროს და რესურსებს და ბიზნესების ეფექტურ საქმიანობას უწყობს ხელს.   www.tbc...

  • 12:43

    „შემომეჭამა“ — სახლის სიმყუდროვესა და გემოებზე დაფ...

    „შემომეჭამას“ ისტორია 2016 წლიდან იწყება, როცა ოთო მგალობლიშვილმა და მისმა მეუღლემ პირველი ფილიალი გახსნეს. ეს არის რესტორანი, რომლის ძირითადი პრინციპია, ჰქონდეს პატარა, მაგრამ უმაღლესი ხ...

  • 12:41

    მეტი განაწილება თიბისისგან...

    თიბისი ითვალისწინებს მომხმარებლის სურვილებს, მათთვის მეტი კომფორტისა და მოქნილი შოპინგისთვის, განაწილების ახალ ფუნქციონალს ამატებს.   „მეტი განაწილება“ ეს არის გაუმჯობესებული, მომხმა...

  • 16:22

    თიბისიმ ფულადი გზავნილის განაღდების ახალი ფუნქციონ...

    თიბისი მუდმივად ზრუნავს მომხმარებლების გამოცდილების გაუმჯობესებაზე. სწორედ ამ მიზნით მათი უკუკავშირის გათვალისწინებით, ფულადი გზავნილების განაღდების პროცესი გამარტივდა. თუ აქამდე გზავნილს ანაღდებდი ...

  • 15:52

    Volvo Cars - სრულად ელექტრომომავლის ერთგული...

      Volvo Cars ავტოპარკის სრულ ელექტრიფიკაციას 2040 წლისთვის გეგმავს. კომპანიას გეგმაზე მუშაობა უკვე დაწყებული აქვს - ბაზარზე ხუთი მთლიანად ელექტრული ავტომობილი (EV) უკვე წარმოადგინა, ხოლო დამატები...