2 3 : 1 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

მნიშვნელოვანი ინფორმაცია კიბერთაღლითობის პრევენციისთის

გვსურს, მომხმარებლები გავაფრთხილოთ ახალი თაღლითური სქემის შესახებ, რომელსაც 

კიბერთაღლითები პირად ანგარიშებზე უკანონო წვდომის მოსაპოვებლად იყენებენ.


ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, მოქალაქეებს სხვადასხვა ბანკის სახელით და ხშირად, ამავე

 ბანკის ნომრით უკავშირდებიან კიბერთაღლითები, რუსულ ენაზე ესაუბრებიან, ეცნობიან, როგორც 

ბანკის წარმომადგენლები და  სთხოვენ  ბარათისა და ანგარიშის დასაზუსტებლად სხვადასხვა

 დეტალის გაზიარებას.


გთხოვთ, განსაკუთრებით ყურადღებით მოეკიდოთ საბანკო თუ პერსონალურ ინფორმაციას და არ

 გაუზიაროთ ის მესამე პირს.  საჭიროების შემთხვევაში, მიმართეთ შესაბამის

სამართალდამცავ სტრუქტურებს და დაგვიკავშირდით კონტაქტ ცენტრის

 (032 2 27 27 27) ან ინტერნეტმობაილბანკის საშუალებით.


საქმეში ჩართულები არიან სამართალდამცავი ორგანოები და ინფორმირებულნი არიან სატელეკომუნიკაციო ქსელები,  რათა თავიდან ავიცილოთ თაღლითების მხრიდან ბანკის ნომრის გამოყენებით 

მომხმარებლებთან დაკავშირება.


გარდა ამისა, თიბისის კიბერუსაფრთხოების გუნდი ყველა შესაძლო ზომას იღებს იმისათვის, რომ 

მაქსიმალურად დაცული იყოს თქვენი პერსონალური ინფორმაცია და უსაფრთხოდ შეძლოთ ჩვენი 

ფინანსური სერვისებით სარგებლობა. ამ მიზნით, აქტიურად ვთანამშრომლობთ  შესაბამის

 სახელმწიფო სტრუქტურებთან კიბერ და სხვა დანაშაულებრივი ქმედებების პრევენციისა და

 აღმოფხვრის მიზნით.

 

ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია მომხმარებლების ინფორმირებულობა, რათა თავიდან ავიცილოთ

 თაღლითობის შემთხვევები.

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 12:56

    თიბისის გადახდების მართვის ციფრული სივრცე შენი ბიზ...

    ადამიანთა ცხოვრების გასამარტივებლად თიბისიმ არაერთი ტექნოლოგიური პროდუქტი დანერგა, რომელთა გამოყენებაც ადვილია, ზოგავს დროს და რესურსებს და ბიზნესების ეფექტურ საქმიანობას უწყობს ხელს.   www.tbc...

  • 12:43

    „შემომეჭამა“ — სახლის სიმყუდროვესა და გემოებზე დაფ...

    „შემომეჭამას“ ისტორია 2016 წლიდან იწყება, როცა ოთო მგალობლიშვილმა და მისმა მეუღლემ პირველი ფილიალი გახსნეს. ეს არის რესტორანი, რომლის ძირითადი პრინციპია, ჰქონდეს პატარა, მაგრამ უმაღლესი ხ...

  • 12:41

    მეტი განაწილება თიბისისგან...

    თიბისი ითვალისწინებს მომხმარებლის სურვილებს, მათთვის მეტი კომფორტისა და მოქნილი შოპინგისთვის, განაწილების ახალ ფუნქციონალს ამატებს.   „მეტი განაწილება“ ეს არის გაუმჯობესებული, მომხმა...

  • 16:22

    თიბისიმ ფულადი გზავნილის განაღდების ახალი ფუნქციონ...

    თიბისი მუდმივად ზრუნავს მომხმარებლების გამოცდილების გაუმჯობესებაზე. სწორედ ამ მიზნით მათი უკუკავშირის გათვალისწინებით, ფულადი გზავნილების განაღდების პროცესი გამარტივდა. თუ აქამდე გზავნილს ანაღდებდი ...

  • 15:52

    Volvo Cars - სრულად ელექტრომომავლის ერთგული...

      Volvo Cars ავტოპარკის სრულ ელექტრიფიკაციას 2040 წლისთვის გეგმავს. კომპანიას გეგმაზე მუშაობა უკვე დაწყებული აქვს - ბაზარზე ხუთი მთლიანად ელექტრული ავტომობილი (EV) უკვე წარმოადგინა, ხოლო დამატები...