2 3 : 1 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

თბილისში ამერიკული ჰოსპიტალი გაიხსნა

American Intercontinental Healthcare Group-ის ოპერატორობით თბილისში მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრი „ამერიკული ჰოსპიტალი თბილისი“ გაიხსნა, რომელიიც აშშ-ის საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაციის მხარდაჭერით საქართველოს სახელმწიფოს ინტერესებით შეიქმნა. პროექტის განხორციელებისთვის გაწეული პირდაპირი ინვესტიცია 50 მილიონ აშშ დოლარს აღემატება.

 

 ჯანდაცვის სექტორისთვის სტრატეგიული ობიექტი წარმოდგენილია 183 საწოლით და სხვადასხვა მიმართულების განყოფილებით, რომელიც დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური პერსონალით. ჰოსპიტალი წარმოადგენს საერთაშორისო დონის, ამერიკული სტანდარტების მიხედვით აშენებულ სამედიცინო დაწესებულებას, რომელიც ჩაანაცვლებს უცხოეთში მკურნალობის საჭიროებას და გახდება ამიერკავკასიის სამედიცინო სერვისების ჰაბი.

 

 პროექტს გააჩნია ამბიცია - საქართველოს და რეგიონის სამედიცინო რუკაზე შეიტანოს ცვლილება. კერძოდ, საქართველოში გაიხსნას პირველი გლობალური მასშტაბის ჰოსპიტალი, რომელიც გაივლის Joint Commission International (JCI)-ის სრულ აკრედიტაციას.  პროექტის განხორციელებისას, მაღალი ხარისხის აქტივები, სამედიცინო დანიშნულების დანადგარების ნაწილი დაფინანსდა თიბისი ლიზინგის მხარდაჭერით და „აწარმოე საქართველოს“ სუბსიდირების პროგრამით.

 

თიბისი ლიზინგი საქართველოში ჯანდაცვის მიმართულების აქტიური მხარდამჭერია, რაც სამედიცინო დანადგარების მთავარ მომწოდებლებთან პარტნიორობასა და გამარტივებულ დაფინანსებაში გამოიხატება.

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 12:56

    თიბისის გადახდების მართვის ციფრული სივრცე შენი ბიზ...

    ადამიანთა ცხოვრების გასამარტივებლად თიბისიმ არაერთი ტექნოლოგიური პროდუქტი დანერგა, რომელთა გამოყენებაც ადვილია, ზოგავს დროს და რესურსებს და ბიზნესების ეფექტურ საქმიანობას უწყობს ხელს.   www.tbc...

  • 12:43

    „შემომეჭამა“ — სახლის სიმყუდროვესა და გემოებზე დაფ...

    „შემომეჭამას“ ისტორია 2016 წლიდან იწყება, როცა ოთო მგალობლიშვილმა და მისმა მეუღლემ პირველი ფილიალი გახსნეს. ეს არის რესტორანი, რომლის ძირითადი პრინციპია, ჰქონდეს პატარა, მაგრამ უმაღლესი ხ...

  • 12:41

    მეტი განაწილება თიბისისგან...

    თიბისი ითვალისწინებს მომხმარებლის სურვილებს, მათთვის მეტი კომფორტისა და მოქნილი შოპინგისთვის, განაწილების ახალ ფუნქციონალს ამატებს.   „მეტი განაწილება“ ეს არის გაუმჯობესებული, მომხმა...

  • 16:22

    თიბისიმ ფულადი გზავნილის განაღდების ახალი ფუნქციონ...

    თიბისი მუდმივად ზრუნავს მომხმარებლების გამოცდილების გაუმჯობესებაზე. სწორედ ამ მიზნით მათი უკუკავშირის გათვალისწინებით, ფულადი გზავნილების განაღდების პროცესი გამარტივდა. თუ აქამდე გზავნილს ანაღდებდი ...

  • 15:52

    Volvo Cars - სრულად ელექტრომომავლის ერთგული...

      Volvo Cars ავტოპარკის სრულ ელექტრიფიკაციას 2040 წლისთვის გეგმავს. კომპანიას გეგმაზე მუშაობა უკვე დაწყებული აქვს - ბაზარზე ხუთი მთლიანად ელექტრული ავტომობილი (EV) უკვე წარმოადგინა, ხოლო დამატები...