2 3 : 1 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

ბილაინი აბონენტებს ინტერნეტ პაკეტების ახალ ხაზს, „ინტერნეტ პრემიუმს“ სთავაზობს ახალი პაკეტით მობილური ინტერნეტის ყოველთვიური ხარჯი 30%-ით მცირდება

საერთაშორისო ჯგუფი „ვიონის“ წევრი, ბილაინი აბონენტებს ინტერნეტ პაკეტების ახალ ხაზს, ინტერნეტ პრემიუმს სთავაზობს. ინტერნეტ პრემიუმის აქტივაციისას,  მომხმარებელი ერთჯერადად იხდის საფასურს და 3 თვის განმავლობაში, ყოველთვე  ავტომატურად ერიცხება შესაბამისი ოდენობის მეგაბაიტები. გარდა იმისა, რომ მეგაბაიტების შეძენაზე ზრუნვა ყოველთვე არაა საჭირო, ინტერნეტ პრემიუმი პაკეტების აქტივაციით აბონენტი მობილური ინტერნეტის ყოველთვიურ ხარჯს 30%-ით შეიმცირებს.

 

მომხმარებელს შეუძლია აარჩიოს მრავალფეროვანი ინტერნეტ პრემიუმ პაკეტებიდან მისთვის სასურველი: 2GB - ₾14.5; 4GB – 23₾, 10GB - 35.5₾;  30GB – 63₾.  ყველა ჩამოთვლილი პაკეტი მოიცავს ღამის ულიმიტო ინტერნეტს უფასოდ და მუსიკალური მობილური აპლიკაცია Stingray-ს პრემიუმ პაკეტს საჩუქრად. 3 თვის გასვლის შემდეგ, აბონენტს კვლავ შეუძლია პაკეტის შეძენა, მომდევნო 3 თვით. პაკეტის შერჩევა, გააქტიურება და ბალანსის შემოწმება შესაძლებელია კომბინაციით *315#.

 

ბილაინის მიზანია ხელი შეუწყოს ინტერნეტის ხელმისაწვდომობას ქვეყანაში, რისთვისაც მუდმივად ანვითარებს ახალ ციფრულ პროდუქტებს და მსოფლიოში წამყვან კორპორაცია ნოკიასთან ერთად მუშაობს ძირითადი ქსელის განახლებაზე, რათა რაც შეიძლება მეტ აბონენტს საქართველოში წვდომა ქონდეს ხარისხიან 4G  მომსახურებაზე.

 

 

###

 

 

შეკითხვებით მოგვმართეთ:

[email protected]

 

ბილაინის შესახებ

ბრენდი ბილაინი (მობილური ოპერატორი შპს „ვიონი საქართველო“) შედის კავშირგაბმულობისა და ინტერნეტით მომსახურების პროვაიდერ წამყვან საერთაშორისო  ჯგუფში „ვიონი“ (VEON) რომლის სათავო ოფისი ამსტერდამში მდებარეობს. VEON-ის აქციები განთავსებულია NASDAQ-ისა (აშშ) და Euronext Amsterdam-ის ბირჟებზე. VEON-ი მის 212 მილიონ მომხმარებელს, 9 სხვადასხვა ქვეყანაში, აწვდის ძირითად საკომუნიკაციო და ციფრულ მომსახურებას. ბილაინი ქართულ ბაზარზე ფუნქციონირებს 2007 წლიდან და სადღეისოდ მის 1.3 მილიონამდე მომხმარებელს უზრუნველყოფს 2G GSM 900/1800MHz, 3G 2100 MHz და 4G 800/1800 MHz მომსახურებით. მეტი ინფორმაციისთვის: www.beeline.ge; ინფორმაციისთვის „ვიონი“ ჯგუფის შესახებ: www.veon.com

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 12:56

    თიბისის გადახდების მართვის ციფრული სივრცე შენი ბიზ...

    ადამიანთა ცხოვრების გასამარტივებლად თიბისიმ არაერთი ტექნოლოგიური პროდუქტი დანერგა, რომელთა გამოყენებაც ადვილია, ზოგავს დროს და რესურსებს და ბიზნესების ეფექტურ საქმიანობას უწყობს ხელს.   www.tbc...

  • 12:43

    „შემომეჭამა“ — სახლის სიმყუდროვესა და გემოებზე დაფ...

    „შემომეჭამას“ ისტორია 2016 წლიდან იწყება, როცა ოთო მგალობლიშვილმა და მისმა მეუღლემ პირველი ფილიალი გახსნეს. ეს არის რესტორანი, რომლის ძირითადი პრინციპია, ჰქონდეს პატარა, მაგრამ უმაღლესი ხ...

  • 12:41

    მეტი განაწილება თიბისისგან...

    თიბისი ითვალისწინებს მომხმარებლის სურვილებს, მათთვის მეტი კომფორტისა და მოქნილი შოპინგისთვის, განაწილების ახალ ფუნქციონალს ამატებს.   „მეტი განაწილება“ ეს არის გაუმჯობესებული, მომხმა...

  • 16:22

    თიბისიმ ფულადი გზავნილის განაღდების ახალი ფუნქციონ...

    თიბისი მუდმივად ზრუნავს მომხმარებლების გამოცდილების გაუმჯობესებაზე. სწორედ ამ მიზნით მათი უკუკავშირის გათვალისწინებით, ფულადი გზავნილების განაღდების პროცესი გამარტივდა. თუ აქამდე გზავნილს ანაღდებდი ...

  • 15:52

    Volvo Cars - სრულად ელექტრომომავლის ერთგული...

      Volvo Cars ავტოპარკის სრულ ელექტრიფიკაციას 2040 წლისთვის გეგმავს. კომპანიას გეგმაზე მუშაობა უკვე დაწყებული აქვს - ბაზარზე ხუთი მთლიანად ელექტრული ავტომობილი (EV) უკვე წარმოადგინა, ხოლო დამატები...