2 3 : 2 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

როგორ მოვიფიქროთ და დავაყენოთ უსაფრთხო პაროლი

ინტერნეტის და სხვადასხვა აპლიკაციის მომხმარებელი თუ ხართ, ესე იგი, პაროლებსაც აუცილებლად იყენებთ. იცით, რომ პაროლი ყველაზე მნიშვნელოვანი დეტალია თქვენი ინფორმაციული უსაფრთხოების დასაცავად? - ალბათ, კი. მაგრამ, შესაძლოა, არასდროს გიფიქრიათ იმაზე, რომ თქვენ მიერ გამოყენებული პაროლი მილიონობით ადამიანსაც შეიძლება ჰქონდეს. არადა, ზოგჯერ გვგონია, რომ ზედმეტად ჩავხლართეთ ყველაფერი და ისეთი დაცულები ვართ, ვერასდროს ვერავინ შესძლებს ჩვენს აპლიკაციებში შეღწევას.

 

როდესაც თქვენ ქმნით პაროლს, ხშირად უშვებთ შეცდომას, რადგან კომბინაციას ლოგიკურად ალაგებთ. ნებისმიერი პაროლი, რომელიც ექვემდებარება ლოგიკას, სპეციალისტებისთვის მარტივად დასადგენი და ამოსაცნობია. შესაბამისად, თქვენი მონაცემები ყოველთვის მოსალოდნელი საფრთხის ქვეშ რჩება.

 

ქვემოთ მოცემული რჩევები თქვენი პაროლების უსაფრთხოებაში დაგეხმარებათ:

 

·         პაროლის მოფიქრებისას, გამოიყენეთ სიმბოლოების, დიდი და პატარა ასოების და  ციფრების რთულად გამოსაცნობი კომბინაცია.  სასურველია, პაროლი სულ მცირე 10-12 სიმბოლოსგან შედგებოდეს

 

·         არ გამოიყენოთ ერთი და იგივე პაროლი სხვადასხვა აპლიკაცისა თუ სისტემაში შესასვლელად

 

·         გამოიყენეთ ე.წ. ორმაგი ვერიფიკაციის ფუნქცია. ასეთ შემთხვევაში, მობილურ ტელეფონზე გეგზავნებათ კოდი, რომლის გარეშეც შესვლას კონკრეტულ აპლიკაციასა თუ ვებგვერდზე ვერავინ შეძლებს.

 

·         არ შეხვიდეთ საბანკო ან სხვა ანგარიშებზე გაურკვეველი მოწყობილობებიდან

 

·         ყურადღება მიაქციეთ იმას, თუ რა ინტერენტს იყენებთ: მასობრივ თავშეყრის ადგილებში არსებული საჯარო ინტერნეტით თქვენს პირად ინფორმაციაში შეღწევა მარტივია. ამიტომ, მოერიდეთ, თუნდაც მობაილბანკის შემოწმებას ასეთი ინტერნეტის გამოყენებისას.

 

 

·         არ გაუზიაროთ არავის თქვენი პაროლი. შეგიძლიათ გამოიყენეთ  სპეციალური პროგრამები, რომლებიც თქვენი პაროლების მართვასა და დამახსოვრებაში დაგეხმარებათ.

 

წყარო: ფინანსური განათლების პლატფორმა, ედუფინი - https://www.facebook.com/edufingeo/

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 12:56

    თიბისის გადახდების მართვის ციფრული სივრცე შენი ბიზ...

    ადამიანთა ცხოვრების გასამარტივებლად თიბისიმ არაერთი ტექნოლოგიური პროდუქტი დანერგა, რომელთა გამოყენებაც ადვილია, ზოგავს დროს და რესურსებს და ბიზნესების ეფექტურ საქმიანობას უწყობს ხელს.   www.tbc...

  • 12:43

    „შემომეჭამა“ — სახლის სიმყუდროვესა და გემოებზე დაფ...

    „შემომეჭამას“ ისტორია 2016 წლიდან იწყება, როცა ოთო მგალობლიშვილმა და მისმა მეუღლემ პირველი ფილიალი გახსნეს. ეს არის რესტორანი, რომლის ძირითადი პრინციპია, ჰქონდეს პატარა, მაგრამ უმაღლესი ხ...

  • 12:41

    მეტი განაწილება თიბისისგან...

    თიბისი ითვალისწინებს მომხმარებლის სურვილებს, მათთვის მეტი კომფორტისა და მოქნილი შოპინგისთვის, განაწილების ახალ ფუნქციონალს ამატებს.   „მეტი განაწილება“ ეს არის გაუმჯობესებული, მომხმა...

  • 16:22

    თიბისიმ ფულადი გზავნილის განაღდების ახალი ფუნქციონ...

    თიბისი მუდმივად ზრუნავს მომხმარებლების გამოცდილების გაუმჯობესებაზე. სწორედ ამ მიზნით მათი უკუკავშირის გათვალისწინებით, ფულადი გზავნილების განაღდების პროცესი გამარტივდა. თუ აქამდე გზავნილს ანაღდებდი ...

  • 15:52

    Volvo Cars - სრულად ელექტრომომავლის ერთგული...

      Volvo Cars ავტოპარკის სრულ ელექტრიფიკაციას 2040 წლისთვის გეგმავს. კომპანიას გეგმაზე მუშაობა უკვე დაწყებული აქვს - ბაზარზე ხუთი მთლიანად ელექტრული ავტომობილი (EV) უკვე წარმოადგინა, ხოლო დამატები...