2 3 : 2 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით სტუდენტებისთვის ლიტერატურული კონკურსი გაიმართება

საქართველოს ბანკისა და „თბილისი წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ პარტნიორობა გრძელდება. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და გამომცემლობა „პალიტრა L-ის“ თანამშრომლობით, საქართველოში აკრედიტებული უმაღლესი და პროფესიული სასწავლებლების მოქმედი სტუდენტებისთვის ლიტერატურული კონკურსი გაიმართება.

 

15 გამარჯვებული სტუდენტი, ოქტომბრის ბოლოს, ხუთ ტუტორთან ერთად გაემგზავრება  საქართველოს ერთ-ერთ რეგიონში, სადაც, ხუთი დღის განმავლობაში მხატვრული წერის, რედაქტირების, დაკაბადონებისა და წიგნის გამოცემასთან დაკავშირებულ სხვადასხვა თემაზე, ლექციები ჩაუტარდებათ.

 

კურსის დასრულების შემდეგ, პროექტის მონაწილე სტუდენტებმა, ორი კვირის განმავლობაში, ახალი მოთხრობა უნდა დაწერონ. ყველა მოთხრობას ერთ კრებულად გამომცემლობა, „პალიტრა L“ გამოსცემს, ხოლო, 19 ნოემბერს, სამი საუკეთესო მოთხრობის ავტორს, გადაეცემა ფულადი ჯილდო. ასევე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი და საქართველოს ბანკის სტუდენტური ბარათი, საკუთარ რჩეულებს დაასახელებენ.

 

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, საბაკალავრო და სამაგისტრო საფეხურის საქართველოში ავტორიზებული უმაღლესი ან/და პროფესიული სასწავლელების სტუდენტემა, მისამართზე [email protected], უნდა გააგზავნონ სასწავლებლის მიერ გაცემული სტუდენტის მოქმედი სტატუსის დამადასტურებელი ცნობა და მხატვრული მოთხრობა, არანაკლებ, ორი და, არაუმეტეს, ხუთი გვერდისა (12-იანი შრიფტით). განაცხადების მიღება 23 სექტემბერს დაიწყება და 6 ოქტომბერს დასრულდება, რის შემდეგაც, სპეციალურად შერჩეული ჟიური, ნაწარმოებების შეფასებას შეუდგება.

 

ინფორმაციისთვის, UNESCO-ს პროექტი, „თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქი“ თბილისის მერიის ინიციატივითა და საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ხორციელდება. აღნიშნული ერთ-ერთია იმ მრავალი პროექტიდან, რომელსაც საქართველოს ბანკი კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, განათლების ხელშეწყობის მიზნით ახორციელებს. ვრცლად ბანკის სხვა CSR პროექტების შესახებ ინფორმაციას აღნიშნულ ბმულზე გაეცნობით: https://bit.ly/3mxQeXI

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 12:56

    თიბისის გადახდების მართვის ციფრული სივრცე შენი ბიზ...

    ადამიანთა ცხოვრების გასამარტივებლად თიბისიმ არაერთი ტექნოლოგიური პროდუქტი დანერგა, რომელთა გამოყენებაც ადვილია, ზოგავს დროს და რესურსებს და ბიზნესების ეფექტურ საქმიანობას უწყობს ხელს.   www.tbc...

  • 12:43

    „შემომეჭამა“ — სახლის სიმყუდროვესა და გემოებზე დაფ...

    „შემომეჭამას“ ისტორია 2016 წლიდან იწყება, როცა ოთო მგალობლიშვილმა და მისმა მეუღლემ პირველი ფილიალი გახსნეს. ეს არის რესტორანი, რომლის ძირითადი პრინციპია, ჰქონდეს პატარა, მაგრამ უმაღლესი ხ...

  • 12:41

    მეტი განაწილება თიბისისგან...

    თიბისი ითვალისწინებს მომხმარებლის სურვილებს, მათთვის მეტი კომფორტისა და მოქნილი შოპინგისთვის, განაწილების ახალ ფუნქციონალს ამატებს.   „მეტი განაწილება“ ეს არის გაუმჯობესებული, მომხმა...

  • 16:22

    თიბისიმ ფულადი გზავნილის განაღდების ახალი ფუნქციონ...

    თიბისი მუდმივად ზრუნავს მომხმარებლების გამოცდილების გაუმჯობესებაზე. სწორედ ამ მიზნით მათი უკუკავშირის გათვალისწინებით, ფულადი გზავნილების განაღდების პროცესი გამარტივდა. თუ აქამდე გზავნილს ანაღდებდი ...

  • 15:52

    Volvo Cars - სრულად ელექტრომომავლის ერთგული...

      Volvo Cars ავტოპარკის სრულ ელექტრიფიკაციას 2040 წლისთვის გეგმავს. კომპანიას გეგმაზე მუშაობა უკვე დაწყებული აქვს - ბაზარზე ხუთი მთლიანად ელექტრული ავტომობილი (EV) უკვე წარმოადგინა, ხოლო დამატები...