2 3 : 2 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

ბიზნეს დაჯილდოება 2021 იწყება

ბიზნეს დაჯილდოება 2021 განახლებული ნომინაციებითა და ახალი ფორმატით დაიწყო. უკვე მეექვსე წელია, თიბისი ქვეყანაში ყველაზე მასშტაბურ ბიზნეს დაჯილდოებას წარმატებით ატარებს, რომლის მიზანიც ბიზნეს სოციუმის შექმნა და ბიზნესების მხარდაჭერაა.  2016 წლიდან დღემდე დაჯილდოებაში 2500-მდე კომპანიამ მიიღო მონაწილეობა.

 

დაჯილდოება მიზნად ისახავს, წაახალისოს ის ბიზნესები, რომლებიც განვითარებას არ წყვეტენ და მუდმივად ცდილობენ რაღაც ახალი, საინტერესო და გამოსადეგი შესთავაზონ მომხმარებელს, იქნება ეს მომხმარებელზე ორიენტირებული თუ ინოვაციური პროდუქტი ან მომსახურება.

 

წელს დაჯილდოებას ორი მნიშვნელოვანი ნომინაცია დაემატა, ჟიური საუკეთესო ბიზნესებს შემდეგ ნომინაციებში გამოავლენს:

 

·         საუკეთესო პროდუქტის ან მომსახურების შექმნისთვის

·         საუკეთესო ინოვაციური სტარტაპისთვის

·         გამორჩეული სოციალური პასუხისმგებლობისთვის

·         საუკეთესო ბიზნეს თანამშრომლობისთვის

·         გამორჩეული როლისთვის რეგიონის განვითარებაში

 

თითოეულ ნომინაციაში საუკეთესოს გამოსავლენად ბიზნესის სხვადასხვა სფეროში მომუშავე ადამიანების ჯგუფი იზრუნებს,  რომლებიც გამარჯვებულებს რამდენიმე კრიტერიუმით გამოავლენენ.

თიბისი ბიზნესისთვის და ჟიურისთვის მნიშვნელოვანია თითოეულ ნომინაციაში აღმოაჩინონ ისეთი ბიზნესები, რომლებიც თავიანთი საქმიანობით საზოგადოებაზე დადებით გავლენას ახდენენ, არიან შთამაგონებლები სხვებისთვის და უკეთესობისკენ ცვლიან მომხმარებლის ქცევას.

წელს გამარჯვებულები თავიანთ ბიზნესებზე მორგებულ და მათთვის საჭირო ახალ პრიზებს აირჩევენ. თიბისი მათ მხარდაჭერას სამი მიმართულებით სთავაზობს:

1.     ახალი ვებგვერდის შექმნა

2.     ბრენდის სტრატეგიის შექმნა 

3.     მედია მხარდაჭერის უზრუნველყოფა

 

მონაწილეთა რეგისტრაცია დღეიდან დაიწყება ვებგვერდზე www.businessaward.ge და 15 ოქტომბრის ჩათვლით გაგრძელდება. გამარჯვებულები კი, დეკემბერში გამოვლინდებიან.

ბიზნესდაჯილდოების პარტნიორები არიან: EFSE Entrepreneurship Academy და Forbes Georgia. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 12:56

    თიბისის გადახდების მართვის ციფრული სივრცე შენი ბიზ...

    ადამიანთა ცხოვრების გასამარტივებლად თიბისიმ არაერთი ტექნოლოგიური პროდუქტი დანერგა, რომელთა გამოყენებაც ადვილია, ზოგავს დროს და რესურსებს და ბიზნესების ეფექტურ საქმიანობას უწყობს ხელს.   www.tbc...

  • 12:43

    „შემომეჭამა“ — სახლის სიმყუდროვესა და გემოებზე დაფ...

    „შემომეჭამას“ ისტორია 2016 წლიდან იწყება, როცა ოთო მგალობლიშვილმა და მისმა მეუღლემ პირველი ფილიალი გახსნეს. ეს არის რესტორანი, რომლის ძირითადი პრინციპია, ჰქონდეს პატარა, მაგრამ უმაღლესი ხ...

  • 12:41

    მეტი განაწილება თიბისისგან...

    თიბისი ითვალისწინებს მომხმარებლის სურვილებს, მათთვის მეტი კომფორტისა და მოქნილი შოპინგისთვის, განაწილების ახალ ფუნქციონალს ამატებს.   „მეტი განაწილება“ ეს არის გაუმჯობესებული, მომხმა...

  • 16:22

    თიბისიმ ფულადი გზავნილის განაღდების ახალი ფუნქციონ...

    თიბისი მუდმივად ზრუნავს მომხმარებლების გამოცდილების გაუმჯობესებაზე. სწორედ ამ მიზნით მათი უკუკავშირის გათვალისწინებით, ფულადი გზავნილების განაღდების პროცესი გამარტივდა. თუ აქამდე გზავნილს ანაღდებდი ...

  • 15:52

    Volvo Cars - სრულად ელექტრომომავლის ერთგული...

      Volvo Cars ავტოპარკის სრულ ელექტრიფიკაციას 2040 წლისთვის გეგმავს. კომპანიას გეგმაზე მუშაობა უკვე დაწყებული აქვს - ბაზარზე ხუთი მთლიანად ელექტრული ავტომობილი (EV) უკვე წარმოადგინა, ხოლო დამატები...