2 3 : 2 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

თეგეტა მოტორსში შიდა გადაადგილების სატვირთოები ელექტრო ავტომობილებმა ჩაანაცვლა

თეგეტა შიდა გადაადგილებისა და გადაზიდვისთვის ეკო სატვირთო ავტომობილებს იყენებს. კორპორაციული სოციალური პასუხიმგებლობის ფარგლებში, ეკოლოგიაზე ზრუნვა კომპანიისათვის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. სამუშაოების შესრულებისას, გადაზიდვებისათვის, სერვისცენტრებში, კომპანია მუდმივად ეკოინოვაციების დანერგვას ცდილობს და თანამედროვე ტენდენციებს ერგება.
2 თვეა, რაც თეგეტა მოტორსის ცენტრალური ფილიალის ტერიტორიაზე ელექტრო სატვირთო მანქანები გამოჩნდა. კომპაქტური ზომის ეკო-სატვირთოები თეგეტას სერვის ცენტრის შიდა პერიმეტრზე ავტონაწილების გადასატანად არის გათვალისწინებული.
„ვფიქრობთ, რომ ელექტრო სატვირთო მანქანების გამოყენება თეგეტა მოტორსის სერვის ცენტრში მნიშვნელოვანი ეკოინიციატივაა. ნულოვანი ემისიის მქონე ავტომანქანები არამხოლოდ ჰაერის დაბინძურების, არამედ არანაკლებად მნიშვნელოვანი ფაქტორის, ე.წ. „ხმაურის დაბინძურების" (Noice Pollution) შემცირებას უწყობს ხელს, რაც თეგეტას მომხმარებლებისთვის დამატებითი კომფორტია" - აცხადებს კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი, ვახტანგ კაჭარავა.
თეგეტას ელექტრო სატვირთოები 3 საათში იმუხტება და 80 კმ-ის გავლა შეუძლია. ეკო-სატვირთოები მაქსიმუმ 400კგ ტვირთის გადაზიდვას უზრუნველყოფს და მომხმარებლის მომსახურებას უფრო მეტად კომფორტულსა და ოპერატიულს ხდის.


ეკოლოგიური გამოწვევების ფონზე, თეგეტა მოტორსი ენერგო ეფექტური ინოვაციების დანერგვას განაგრძობს.
„კომპაქტური ეკომეგობრული სატვირთო მანქანების გამოყენება ჯერ მხოლოდ პირველი ეტაპია. სამომავლოდ შიდა ოპერაციებისა და გადაზიდვისთვის განკუთვნილი ავტოპარკი სრულად ელექტრო ავტომობილებით ჩანაცვლდება" - ამბობს ვახტანგ კაჭარავა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 12:56

    თიბისის გადახდების მართვის ციფრული სივრცე შენი ბიზ...

    ადამიანთა ცხოვრების გასამარტივებლად თიბისიმ არაერთი ტექნოლოგიური პროდუქტი დანერგა, რომელთა გამოყენებაც ადვილია, ზოგავს დროს და რესურსებს და ბიზნესების ეფექტურ საქმიანობას უწყობს ხელს.   www.tbc...

  • 12:43

    „შემომეჭამა“ — სახლის სიმყუდროვესა და გემოებზე დაფ...

    „შემომეჭამას“ ისტორია 2016 წლიდან იწყება, როცა ოთო მგალობლიშვილმა და მისმა მეუღლემ პირველი ფილიალი გახსნეს. ეს არის რესტორანი, რომლის ძირითადი პრინციპია, ჰქონდეს პატარა, მაგრამ უმაღლესი ხ...

  • 12:41

    მეტი განაწილება თიბისისგან...

    თიბისი ითვალისწინებს მომხმარებლის სურვილებს, მათთვის მეტი კომფორტისა და მოქნილი შოპინგისთვის, განაწილების ახალ ფუნქციონალს ამატებს.   „მეტი განაწილება“ ეს არის გაუმჯობესებული, მომხმა...

  • 16:22

    თიბისიმ ფულადი გზავნილის განაღდების ახალი ფუნქციონ...

    თიბისი მუდმივად ზრუნავს მომხმარებლების გამოცდილების გაუმჯობესებაზე. სწორედ ამ მიზნით მათი უკუკავშირის გათვალისწინებით, ფულადი გზავნილების განაღდების პროცესი გამარტივდა. თუ აქამდე გზავნილს ანაღდებდი ...

  • 15:52

    Volvo Cars - სრულად ელექტრომომავლის ერთგული...

      Volvo Cars ავტოპარკის სრულ ელექტრიფიკაციას 2040 წლისთვის გეგმავს. კომპანიას გეგმაზე მუშაობა უკვე დაწყებული აქვს - ბაზარზე ხუთი მთლიანად ელექტრული ავტომობილი (EV) უკვე წარმოადგინა, ხოლო დამატები...