2 3 : 1 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

SOLO-ს მხარდაჭერით 15-19 სექტემბერს მესტიის მოკლემეტრაჟიანი და მთის ფილმების საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება

15-19 სექტემბერს მესტია საერთაშორისო ფესტივალს უმასპინძლებს. ეს იქნება პირველი ასეთი ფორმატის ფესტივალი მთიან საქართველოსა და კავკასიაში.

ფესტივალი გაიხსნება მერაბ კოკოჩაშვილის მთის თემატიკის ფილმით „მწვერვალი“, რომელიც კინოსტუდია „ქართულმა ფილმმა“ აღადგინა ეროვნული არქივის ხელშეწყობით.

ფესტივალი კი  გიორგი მრევლიშვილის ფილმით - „საქართველოს დაკარგული ხეობები“ დაიხურება, რომელშიც მაყურებელი 20-იანი წლების ამერიკელი მოგზაურის მიერ აღბეჭდილ კადრებს იხილავს.

ფესტივალს საქართველოს სხვა კინოფესტივალებიდან განსხვავებს ის, რომ საუკეთესო ფილმების გვერდით, პირველად გაიცემა პრიზი- საუკეთესო კინომუსიკისა და საუკეთესო კინომხატვრობისთვის. პრიზების დიზაინი და შინაარსი მთლიანად სვანეთის ისტორიაზე და ბუნებაზეა მორგებული, რაც ერთგვარი სიურპრიზი იქნება მაყურებლისთვის.

საკონკურსო სექციების გარდა, ევროპელი პარტნიორებისთვის ფესტივალს  სპეციალური სექცია ექნება. პესტივალში მონაწილეობას მიიღებენ ისეთი კონომაგნატები, როგორიცაა: ARRI და მისი შვილობილი კომპანია Playmaker და ARSENAL;  კინოს და ვიდეოხელოვნების ინსტიტუტი და კინოთეატრი, რომელსაც ბერლინალეს ფარგლებში საკუთარი საკონკურსო სექცია-ფორუმი აქვს. ასევე, ფესტივალზე ცალკე იქნება წარმოდგენილი კინოსტუდია „ქართულ ფილმი“, რომელიც წელს ახლადაღდგენილი, უნიკალური ანიმაციური ფილმებით გაანებივრებს  სტუმრებს.

ფესტივალზე უკვე შემოსულია 2420 ფილმი სხვადასხვა ქვენებიდან, საიდანაც შეირჩა 33 ფილმი, აქედან 26 მოკლმეტრაჟიანი და 7 მთის თემატიკის ფილმი, რომლებსაც სხვადასხვა სექციებში ფესტივალის მაყურებელი 15- 19 სექტემბერს იხილავს.

ფილმებს ფესტივალზე საერთაშორისო ჟიური შეაფასებს. ესენი არიან: ნანა ჯორჯაძე, ბარბარა გასერი (ოქროს გლობუსის ჟიურის წევრი), ზვიად დოლიძე, ემილის ველივისი.

„ჩვენთვის განსაკუთრებით საამაყოა არსენალის მხარდაჭერა. ზუსტად არსენალის დამსახურებაა ქართული კინოს საბჭოთა კინოდან გამოყოფა და ათწლეულების მერე ეს მეგობრობა გრძელდება ჩვენი ფესტივალის სახით. ARSENAL განსაკუთრებული სექცია ექნება ფესტივალზე წარმოდგენილი, რომელიც გაიხსნება ნანა ჯორჯაძის საოცრად საინტერესო ფილმით - „ატლანტი“, რომელიც კინოინსტიტუტმა წელს აღადგინა და ახალი სიცოცხლე შესძინა. ეს ერთგვარი სიურპრიზი იქნება ქართველი მაყურებლისთვის და თვით ნანა ჯორჯაძისთვის, რადგან ფილმი დაკარგულად იყო მიჩნეული“,- განაცხადა კინოფესტივალის დამფუძნებელმა, ხათუნა ხუნდაძემ.

 „SOLO-ს მიზანია, მხარი დაუჭიროს საერთაშორისო კინოფესტივალს. ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ მსგავსი ფესტივალი პირველად ჩატარდება. გვინდა წარმატებები ვუსურვოთ ფესტივალის მონაწილეებს და ჩვენს თავსაც. წინ მართლაც საინტერესო დღები გველის“,- განაცხადა SOLO Lifestyle -ის ხელმძღვანელმა, ნინო ჩიქოვანმა.

მესტიის კინოფესტივალის დამფუძნებლები  ა(ა)იპ მესტიის კულტურისა და ხელოვნების ცენტრი და რეჟისორი და პროდიუსერი ხათუნა ხუნდაძეა.

ფესტივალის პარტნიორია „კინოინსტიტუტი“ და „კინოთეატრი“, გოეთეს ინსტიტუტი.

უფრო მეტი ინფორმაცია ფესტივალის შესახებ ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულზე: www.mestiaff.ge

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 12:56

    თიბისის გადახდების მართვის ციფრული სივრცე შენი ბიზ...

    ადამიანთა ცხოვრების გასამარტივებლად თიბისიმ არაერთი ტექნოლოგიური პროდუქტი დანერგა, რომელთა გამოყენებაც ადვილია, ზოგავს დროს და რესურსებს და ბიზნესების ეფექტურ საქმიანობას უწყობს ხელს.   www.tbc...

  • 12:43

    „შემომეჭამა“ — სახლის სიმყუდროვესა და გემოებზე დაფ...

    „შემომეჭამას“ ისტორია 2016 წლიდან იწყება, როცა ოთო მგალობლიშვილმა და მისმა მეუღლემ პირველი ფილიალი გახსნეს. ეს არის რესტორანი, რომლის ძირითადი პრინციპია, ჰქონდეს პატარა, მაგრამ უმაღლესი ხ...

  • 12:41

    მეტი განაწილება თიბისისგან...

    თიბისი ითვალისწინებს მომხმარებლის სურვილებს, მათთვის მეტი კომფორტისა და მოქნილი შოპინგისთვის, განაწილების ახალ ფუნქციონალს ამატებს.   „მეტი განაწილება“ ეს არის გაუმჯობესებული, მომხმა...

  • 16:22

    თიბისიმ ფულადი გზავნილის განაღდების ახალი ფუნქციონ...

    თიბისი მუდმივად ზრუნავს მომხმარებლების გამოცდილების გაუმჯობესებაზე. სწორედ ამ მიზნით მათი უკუკავშირის გათვალისწინებით, ფულადი გზავნილების განაღდების პროცესი გამარტივდა. თუ აქამდე გზავნილს ანაღდებდი ...

  • 15:52

    Volvo Cars - სრულად ელექტრომომავლის ერთგული...

      Volvo Cars ავტოპარკის სრულ ელექტრიფიკაციას 2040 წლისთვის გეგმავს. კომპანიას გეგმაზე მუშაობა უკვე დაწყებული აქვს - ბაზარზე ხუთი მთლიანად ელექტრული ავტომობილი (EV) უკვე წარმოადგინა, ხოლო დამატები...