0 1 : 4 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

პროფესიული განათალება, პრაქტიკა და დასაქმება ერთ პროექტში - ,,დაიწყე კარიერა თეგეტაში“

 

·         ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანია დასაქმების ხელშეწყობისთვის

"თეგეტა მოტორსი“ დასაქმების მაძიებლებისთვის ახალი შესაძლებლობების კარს ხსნის. ნებისმიერ მსურველს აქვს შანსი შეიძინოს ახალი პროფესია და დაიწყოს მუშაობა კომპანიაში, რომელიც უკვე საქმინობის 26 წელს და ამდენივე შვილობილ კომპანიას ითვლის.

პროექტი "დაიწყე კარიერა თეგეტაში“ დედაქალაქიდან რეგიონებში ინაცვლებს  და ამ ეტაპზე ბათუმს, ფოთსა და ქუთაისს მოიცავს. "თეგეტა ჰოლდინგი“ შვილობილ კომპანია "თეგეტა აკადემიასთან“ ერთად  პროფესიული განათლების მიღების შესაძლებლობას და გარანტირებულ სამუშაოს გთავაზობთ. დანტერესებული პირი არაფერს იხდის, უბრალოდ შემოთავაზებას უნდა დათანხმდეს.

გეგმა მარტივია, - თეორიული სწავლება თვე-ნახევარი გრძელდება, რასაც ანაზღაურებადი სტაჟირება და დასაქმება მოსდევს.

განცხადების შევსება 12 სექტემბრამდეა შესაძლებელი. სწავლა კი 20 სექტემბერს ბათუმში დაიწყება. მსურველებს ელოდებიან როგორც ბათუმიდან, ისე ფოთიდან და ქუთაისიდან. სასწავლო კურსი ბათუმში ჩატარდება. ტრანსპორტირებას და აპლიკანტების ბათუმში ცხოვრების ხარჯებს "თეგეტა მოტორსი“ დაფარავს. პირველ ეტაპზე სასწავლო კურისის მონაწილეები შეიძენენ საბაზისო ცოდნას ავტომობილის აგებულების შესახებ, შეისწავლიან კომპანიის პროდუქტებსა და შიდა პროგრამებს. ანაზღაურებად სტაჟირებას კი რეგიონების (ამჯერად ქუთაისი, ბათუმი, ფოთი)  ფილიალებში გაივლიან.

"თეგეტა ითვალისწინებს შესაძლო პრობლემას, რაც შესაძლოა აპლიკანტებს შეექმნათ და პროცესის შეუფერხებლად წარმართვისათვის ფოთსა და ქუთაისში მცხოვრებლების ბათუმში ტრანსპორიტირებასა და ცხოვრებას ჩვენ ვუზრუნველვყოფთ. დასაქმების პროგრამა დაინტერესებულ ადამიანებს აძლევს შანსს შეიძინონ თეორიული ცოდნა, მიიღონ პრაქტიკული გამოცდილება და დაიწყონ კარიერა ავტოინდუსტრიის ლიდერ კომპანიაში.  ამ შემთხვევაში ველოდებით მსურველებს ქუთაისიდან, ფოთიდან და ბათუმიდან“, - ამბობს  ნათიკა ბერძული „თეგეტა მოტორსის“ სტრატეგიული კომუნიკაციების ხელმძღვანელი.

განცხადებების გაგზავნა შეუძლიათ როგორც სტუდენტებს, ასევე ყველა იმ ადამიანს, ვინც სამსახურს ეძებს და მზად არის საქმინობა საქართველოში ყველაზე დიდ და წარმატებულ კომპანიას "თეგეტა მოტორს“ დაუკავშიროს.  სამუშაო მიმართულებებია, -
გაყიდვების კონსულტატნტი, სექტორის მენეჯერი და სერვისის აღრიცხვის მენეჯერი.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 12:56

    თიბისის გადახდების მართვის ციფრული სივრცე შენი ბიზ...

    ადამიანთა ცხოვრების გასამარტივებლად თიბისიმ არაერთი ტექნოლოგიური პროდუქტი დანერგა, რომელთა გამოყენებაც ადვილია, ზოგავს დროს და რესურსებს და ბიზნესების ეფექტურ საქმიანობას უწყობს ხელს.   www.tbc...

  • 12:43

    „შემომეჭამა“ — სახლის სიმყუდროვესა და გემოებზე დაფ...

    „შემომეჭამას“ ისტორია 2016 წლიდან იწყება, როცა ოთო მგალობლიშვილმა და მისმა მეუღლემ პირველი ფილიალი გახსნეს. ეს არის რესტორანი, რომლის ძირითადი პრინციპია, ჰქონდეს პატარა, მაგრამ უმაღლესი ხ...

  • 12:41

    მეტი განაწილება თიბისისგან...

    თიბისი ითვალისწინებს მომხმარებლის სურვილებს, მათთვის მეტი კომფორტისა და მოქნილი შოპინგისთვის, განაწილების ახალ ფუნქციონალს ამატებს.   „მეტი განაწილება“ ეს არის გაუმჯობესებული, მომხმა...

  • 16:22

    თიბისიმ ფულადი გზავნილის განაღდების ახალი ფუნქციონ...

    თიბისი მუდმივად ზრუნავს მომხმარებლების გამოცდილების გაუმჯობესებაზე. სწორედ ამ მიზნით მათი უკუკავშირის გათვალისწინებით, ფულადი გზავნილების განაღდების პროცესი გამარტივდა. თუ აქამდე გზავნილს ანაღდებდი ...

  • 15:52

    Volvo Cars - სრულად ელექტრომომავლის ერთგული...

      Volvo Cars ავტოპარკის სრულ ელექტრიფიკაციას 2040 წლისთვის გეგმავს. კომპანიას გეგმაზე მუშაობა უკვე დაწყებული აქვს - ბაზარზე ხუთი მთლიანად ელექტრული ავტომობილი (EV) უკვე წარმოადგინა, ხოლო დამატები...