0 1 : 4 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

თიბისის სტიპენდიანტი ალექსანდრე წივწივაძე მსოფლიო ჩემპიონია

პორტუგალიაში მიმდინარე ჭაბუკთა მსოფლიო ჩემპიონატზე ქართველმა ნიჩბოსანმა ალექსანდრე წივწივაძემ ოქროს მედალი მოიპოვა და ახალგაზრდებს შორის მსოფლიო ჩემპიონი გახდა.  

ახალგაზრდა ნიჩბოსანი, საქართველოს არაერთგზის ჩემპიონი, საერთაშორისო ტურნირებისა და ჩემპიონატების გამარჯვებულია. 2021 წლის ივნისში ალექსანდრე წივწივაძე ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა, რომელიც პოლონეთის ქალაქ პოზნანში ჩატარდა.  2019 წელს კი სლოვაკეთში გაიმართულ შეჯიბრზე სახელად ოლიმპიური იმედები, ქართველმა ნიჩბოსანმა სამ დისტანციაზე იასპარეზა: 1000 მეტრი, 500, 200 და სამივეში ოქროს მედალი აიღო. აქამდე, საქართველოს სახელით მოასპარეზე არც ერთ ნიჩბოსანს არ ჰქონდა მოგებული ნიჩბოსნობის საერთაშორისო ფედერაციის (ICF) შეჯიბრის სამივე დისტანცია.

ალექსანდრე წივწივაძე თიბისის სტიპენდიატების პროექტს 2020 წლიდან შემოუერთდა. თიბისის სტიპედიანტების პროგრამა, რომელიც მესამე წელია გრძელდება, ყოველწლიურად 200 ნიჭიერ მოზარდს უჭერს მხარს. პროგრამის თითოეული მონაწილე იღებს სტიპენდიას 1 წლის განმავლობაში.

თიბისის სტიპენდიატები კომპანიის 2019 წელს დაწყებული ყოველწლიური ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური სოციალური პასუხისმგებლობის პროექტია. სხვადასხვა ორგანიზაციასთან და სკოლასთან თანამშრომლობით, თიბისიმ ნიჭიერი ბავშვები აღმოაჩინა, რომლებსაც განვითარებისთვის ფინანსური ხელშეწყობა სჭირდებათ. პროექტმა ყველა სფერო და მთელი საქართველო მოიცვა: ჭუბერი, გორი, წნორი, წეროვანი, ხონი, თბილისი, თელავი, ლექოკი, ბარისახო, უწერა, არახვეთი, ქუთაისი, კარალეთი, ზუგდიდი, ოზურგეთი, ბათუმი, ხონი, ამბროლაური, სენაკი, პატარძეული - საქართველოს მთასა და ბარში თიბისიმ ახალგაზრდა გამომგონებლები, მათემატიკოსები, მოცეკვავეები, მხატვრები, მუსიკოსები, სპორტსმენები იპოვა.

თიბისისთვის ახალი თაობის მხარდაჭერა და ახალგაზრდების განვითარებაზე ზრუნვა ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. სტიპენდიატების პროგრამის პარალელურად, კომპანია ამ მიმართულებით არაერთ პროექტს ახორციელებს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 12:56

    თიბისის გადახდების მართვის ციფრული სივრცე შენი ბიზ...

    ადამიანთა ცხოვრების გასამარტივებლად თიბისიმ არაერთი ტექნოლოგიური პროდუქტი დანერგა, რომელთა გამოყენებაც ადვილია, ზოგავს დროს და რესურსებს და ბიზნესების ეფექტურ საქმიანობას უწყობს ხელს.   www.tbc...

  • 12:43

    „შემომეჭამა“ — სახლის სიმყუდროვესა და გემოებზე დაფ...

    „შემომეჭამას“ ისტორია 2016 წლიდან იწყება, როცა ოთო მგალობლიშვილმა და მისმა მეუღლემ პირველი ფილიალი გახსნეს. ეს არის რესტორანი, რომლის ძირითადი პრინციპია, ჰქონდეს პატარა, მაგრამ უმაღლესი ხ...

  • 12:41

    მეტი განაწილება თიბისისგან...

    თიბისი ითვალისწინებს მომხმარებლის სურვილებს, მათთვის მეტი კომფორტისა და მოქნილი შოპინგისთვის, განაწილების ახალ ფუნქციონალს ამატებს.   „მეტი განაწილება“ ეს არის გაუმჯობესებული, მომხმა...

  • 16:22

    თიბისიმ ფულადი გზავნილის განაღდების ახალი ფუნქციონ...

    თიბისი მუდმივად ზრუნავს მომხმარებლების გამოცდილების გაუმჯობესებაზე. სწორედ ამ მიზნით მათი უკუკავშირის გათვალისწინებით, ფულადი გზავნილების განაღდების პროცესი გამარტივდა. თუ აქამდე გზავნილს ანაღდებდი ...

  • 15:52

    Volvo Cars - სრულად ელექტრომომავლის ერთგული...

      Volvo Cars ავტოპარკის სრულ ელექტრიფიკაციას 2040 წლისთვის გეგმავს. კომპანიას გეგმაზე მუშაობა უკვე დაწყებული აქვს - ბაზარზე ხუთი მთლიანად ელექტრული ავტომობილი (EV) უკვე წარმოადგინა, ხოლო დამატები...