0 1 : 5 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

თიბისი გაეროს ქალთა გაძლიერების პრინციპების ხელმომწერი (WEPs) გახდა

აქ.ახლა თიბისი გაეროს ქალთა გაძლიერების პრინციპებს (WEPs) ოფიციალურად მიუერთდა. ამ გადაწყვეტილებით თიბისიმ კიდევ ერთხელ დაადასტურა ქალთა უფლებებისა და გენდერული თანასწორობის მიმართ ერთგულება, რაც თიბისის კორპორატიული კულტურის განუყოფელი ნაწილია.

გაეროს ქალთა გაძლიერების 7 პრინციპი ერთგვარი გზამკვლევია მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე ბიზნესებისთვის, რომ დაიცვან სამუშაო სივრცეში და ჩვენს სოციუმში ქალთა და მამაკაცთა თანასწორი უფლებები, იზრუნონ მათ გაძლიერებაზე, ჯანმრთელობასა და უსაფრთხო გარემოს შექმნაზე. პრინციპები სრულ თანხვედრაშია ადამიანის უფლებების, მათ შორის, შრომის უფლებების საერთაშორისო ნორმებთან.

ამ პრინციპებთან მიერთებით, თიბისი იღებს ვალდებულებას, რომ გამოიყენებს იმგვარ სამუშაო პრაქტიკას, რომელიც ქალებსა და მამაკაცებს თანაბრად აძლიერებს. ეს არის უდიდესი პასუხისმგებლობა კომპანიის მხრიდან, რომ თანასწორი, უსაფრთხო და ღირსეული გარემო შეუქმნას ყველა თანამშრომელს და მომხმარებელს.

აღსანიშნავია, რომ შვიდი პრინციპიდან სამი - კომპანიის გარეთ საქმიანობას ეხება და საზოგადოებასა და მომხმარებელზე ზრუნვას ისახავს მიზნად. ამგვარი აქტივობებია საწარმოების მხარდაჭერა (ქალი მეწარმეების დაფინანსება), შესყიდვებისა და მარკეტინგის პრაქტიკის ამ პრინციპებთან შესაბამისობაში მოყვანა, სათემო ინიციატივები და სხვა საზოგადოებასა და მომხმარებელზე ორიენტირებული საქმიანობა.

„მოხარული ვარ, რომ თიბისი გახდა გაეროს ქალთა გაძლიერების პრინციპების ხელმომწერი კომპანია, რითაც კიდევ ერთი ნაბიჯით წავიწიეთ წინ ჩვენს კომპანიაში ქალების ეკონომიკური გაძლიერებისა და თანასწორობის უზრუნველყოფის მიმართულებით. მთელი რიგი მიზნები დავსახეთ, რომელთა შესრულებასაც დიდი პასუხისმგებლობით ვეკიდებით. პასუხისმგებლობასთან ერთად, ამ პრინციპების კომპანიის საქმიანობაში ასახვა უამრავ შესაძლებლობას ქმნის. პირველ რიგში, ქალებისა და კაცების თანასწორობა სასარგებლოა ბიზნესისთვის. უკეთეს სამუშაო გარემოს ქმნის თანამშრომლებისთვის და საზოგადოებისთვის სიკეთისმომტანია. მეტი ნიჭიერი ადამიანი დაინტერესდება თიბისის გუნდთან შემოერთებით, რაც გააძლიერებს ჩვენი კომპანიის კონკურენტუნარიანობას და ხელს შეუწყობს მდგრად განვითარებას. ჩვენი კომპანიისთვის პრიორიტეტული ე.წ. ESG პრინციპების დაცვა, რაც ითვალისწინებს მდგრადი განვითარების, გარემოს დაცვისა და კარგი მმართველობის პრაქტიკის დანერგვას" - ვახტანგ ბუცხრიკიძე, თიბისის გენერალური დირექტორი.

გაეროს ქალთა გაძლიერების პრინციპები შემუშავდა გაეროს გლობალური შეთანხმებისა (UN Global Compact) და გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN WOMEN) ერთობლივი ძალისხმევით. უკანასკნელი თვეების განმავლობაში, თიბისიმ აქტიურად ითანამშრომლა გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან, რაც პრინციპების ხელმოწერით დასრულდა.

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 12:56

    თიბისის გადახდების მართვის ციფრული სივრცე შენი ბიზ...

    ადამიანთა ცხოვრების გასამარტივებლად თიბისიმ არაერთი ტექნოლოგიური პროდუქტი დანერგა, რომელთა გამოყენებაც ადვილია, ზოგავს დროს და რესურსებს და ბიზნესების ეფექტურ საქმიანობას უწყობს ხელს.   www.tbc...

  • 12:43

    „შემომეჭამა“ — სახლის სიმყუდროვესა და გემოებზე დაფ...

    „შემომეჭამას“ ისტორია 2016 წლიდან იწყება, როცა ოთო მგალობლიშვილმა და მისმა მეუღლემ პირველი ფილიალი გახსნეს. ეს არის რესტორანი, რომლის ძირითადი პრინციპია, ჰქონდეს პატარა, მაგრამ უმაღლესი ხ...

  • 12:41

    მეტი განაწილება თიბისისგან...

    თიბისი ითვალისწინებს მომხმარებლის სურვილებს, მათთვის მეტი კომფორტისა და მოქნილი შოპინგისთვის, განაწილების ახალ ფუნქციონალს ამატებს.   „მეტი განაწილება“ ეს არის გაუმჯობესებული, მომხმა...

  • 16:22

    თიბისიმ ფულადი გზავნილის განაღდების ახალი ფუნქციონ...

    თიბისი მუდმივად ზრუნავს მომხმარებლების გამოცდილების გაუმჯობესებაზე. სწორედ ამ მიზნით მათი უკუკავშირის გათვალისწინებით, ფულადი გზავნილების განაღდების პროცესი გამარტივდა. თუ აქამდე გზავნილს ანაღდებდი ...

  • 15:52

    Volvo Cars - სრულად ელექტრომომავლის ერთგული...

      Volvo Cars ავტოპარკის სრულ ელექტრიფიკაციას 2040 წლისთვის გეგმავს. კომპანიას გეგმაზე მუშაობა უკვე დაწყებული აქვს - ბაზარზე ხუთი მთლიანად ელექტრული ავტომობილი (EV) უკვე წარმოადგინა, ხოლო დამატები...