0 1 : 4 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

Global Finance: თიბისის ბიზნეს აპი ევროპაში საუკეთესოა

ავტორიტეტულმა საერთაშორისო გამოცემამ, Global Finance თიბისის კორპორატიული მობაილ ბანკის აპლიკაცია ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში 2021 წელს საუკეთესოდ დაასახელა. ბიზნეს აპში, როგორც პროდუქტული ასევე სერვისული ხასიათის სიახლეების დანერგვა გასულ წელს დაიწყო; მომხმარებელთა გამოცდილების გაუმჯობესებისათვის და საუკეთესო მომსახურების შეთავაზების მიზნით ეს პროცესი კვლავაც გრძელდება, რამაც განაპირობა აპლიკაციის ასეთი წარმატება.


თიბისიმ ბიზნეს აპი ბიზნესის მხარდასაჭერად, მათი მოთხოვნებისა და საჭიროებების გათვალისწინებით შექმნა. კომპანიის მენეჯერებს აპლიკაციის საშუალებით შეუძლიათ მართონ ბიზნესი და თვალი ადევნონ ფინანსურ ოპერაციებს. აპლიკაციაში დანერგილია ისეთი ფუნქციები, რაც ბიზნესს საქმიანობას უმარტივებს და თანხვედრაშია თიბისის სტრატეგიასთან გაუმარტივოს ადამიანებს ცხოვრება.


ამას გარდა წელს Global Finance -სგან თიბისიმ კიდევ რამდენიმე ჯილდო მიიღო: თიბისი აღიარეს ყველაზე ინოვაციური ციფრული ბანკად და საუკეთესო ინტეგრირებულ ბანკად ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში, ასევე თიბისი დასახელდა საუკეთესო ონლაინ პორტალად ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში.


საერთაშორისო ფინანსური ჟურნალი „Global Finance" 1987 წელს დაარსდა და ის 50,000-ზე მეტი ტირაჟით გამოიცემა მსოფლიოს 188 ქვეყანაში. Global Finance უკვე 20 წელზე მეტია ასახელებს მსოფლიოს საუკეთესო ბანკებს სხვადასხვა ნომინაციაში. წლების განმავლობაში, თიბისი ბანკს Global Finance-ისგან არაერთი ჯილდო აქვს მიღებული სხვადასხვა კატეგორიაში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 12:56

    თიბისის გადახდების მართვის ციფრული სივრცე შენი ბიზ...

    ადამიანთა ცხოვრების გასამარტივებლად თიბისიმ არაერთი ტექნოლოგიური პროდუქტი დანერგა, რომელთა გამოყენებაც ადვილია, ზოგავს დროს და რესურსებს და ბიზნესების ეფექტურ საქმიანობას უწყობს ხელს.   www.tbc...

  • 12:43

    „შემომეჭამა“ — სახლის სიმყუდროვესა და გემოებზე დაფ...

    „შემომეჭამას“ ისტორია 2016 წლიდან იწყება, როცა ოთო მგალობლიშვილმა და მისმა მეუღლემ პირველი ფილიალი გახსნეს. ეს არის რესტორანი, რომლის ძირითადი პრინციპია, ჰქონდეს პატარა, მაგრამ უმაღლესი ხ...

  • 12:41

    მეტი განაწილება თიბისისგან...

    თიბისი ითვალისწინებს მომხმარებლის სურვილებს, მათთვის მეტი კომფორტისა და მოქნილი შოპინგისთვის, განაწილების ახალ ფუნქციონალს ამატებს.   „მეტი განაწილება“ ეს არის გაუმჯობესებული, მომხმა...

  • 16:22

    თიბისიმ ფულადი გზავნილის განაღდების ახალი ფუნქციონ...

    თიბისი მუდმივად ზრუნავს მომხმარებლების გამოცდილების გაუმჯობესებაზე. სწორედ ამ მიზნით მათი უკუკავშირის გათვალისწინებით, ფულადი გზავნილების განაღდების პროცესი გამარტივდა. თუ აქამდე გზავნილს ანაღდებდი ...

  • 15:52

    Volvo Cars - სრულად ელექტრომომავლის ერთგული...

      Volvo Cars ავტოპარკის სრულ ელექტრიფიკაციას 2040 წლისთვის გეგმავს. კომპანიას გეგმაზე მუშაობა უკვე დაწყებული აქვს - ბაზარზე ხუთი მთლიანად ელექტრული ავტომობილი (EV) უკვე წარმოადგინა, ხოლო დამატები...