0 1 : 4 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

კომპანია „სოკარის“ ინიციატივა პანდემიის დასამარცხებლად

კომპანია „სოკარს" პანდემიის დამარცხებაში საკუთარი წვლილი შეაქვს და ვაქცინაციის პოპულარიზაციისთვის თანამშრომლებს წამახალისებელ აქციას სთავაზობს. #ვაქცინაგვიცავს - ამ ჰეშთეგის ფარგლებში უკვე არაერთი კამპანია მიმდინარეობს, რომელთაც დღეიდან „სოკარის" ინიციატივაც დაემატება.


2021 წლის პირველ ოქტომბრამდე, კომპანია „სოკარის" ნებისმიერ თანამშრომელს შეუძლია კოვიდ პასპორტის ასლი სპეციალურად შექმნილ ელექტრონულ ფოსტაზე გადაგზავნოს და 1 000 ლარის მოგების შანსი მიიღოს. გათამაშება 15 ოქტომბერს შედგება და 45 გამარჯვებული გამოვლინდება.


„სოკარის" მენეჯმენტის გადაწყვეტილებით, მონაწილეობის საშუალება კომპანიის გუნდის ყველა თანამშრომელს ექნება. იმისათვის, რომ „სოკარში" დასაქმებულებმა 1 000 ლარის მოგების შანსი მიიღონ, საჭიროა ვაქცინის ორივე დოზით აიცრან.
წამახალისებელი აქცია მიზნად ვაქცინაციის პროცესის დაჩქარებას ისახავს. კომპანია „სოკარში" მიაჩნიათ, რომ ვაქცინაცია ჯანმრთელობისა და სიცოცხლის დასაცავად აუცილებელია. ამიტომ, კომპანია მოუწოდებს ყველას, აიცრან და გაუფრთხილდნენ როგორც საკუთარ თავს, ისე - გარშემო მყოფ ადამიანებს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 12:56

    თიბისის გადახდების მართვის ციფრული სივრცე შენი ბიზ...

    ადამიანთა ცხოვრების გასამარტივებლად თიბისიმ არაერთი ტექნოლოგიური პროდუქტი დანერგა, რომელთა გამოყენებაც ადვილია, ზოგავს დროს და რესურსებს და ბიზნესების ეფექტურ საქმიანობას უწყობს ხელს.   www.tbc...

  • 12:43

    „შემომეჭამა“ — სახლის სიმყუდროვესა და გემოებზე დაფ...

    „შემომეჭამას“ ისტორია 2016 წლიდან იწყება, როცა ოთო მგალობლიშვილმა და მისმა მეუღლემ პირველი ფილიალი გახსნეს. ეს არის რესტორანი, რომლის ძირითადი პრინციპია, ჰქონდეს პატარა, მაგრამ უმაღლესი ხ...

  • 12:41

    მეტი განაწილება თიბისისგან...

    თიბისი ითვალისწინებს მომხმარებლის სურვილებს, მათთვის მეტი კომფორტისა და მოქნილი შოპინგისთვის, განაწილების ახალ ფუნქციონალს ამატებს.   „მეტი განაწილება“ ეს არის გაუმჯობესებული, მომხმა...

  • 16:22

    თიბისიმ ფულადი გზავნილის განაღდების ახალი ფუნქციონ...

    თიბისი მუდმივად ზრუნავს მომხმარებლების გამოცდილების გაუმჯობესებაზე. სწორედ ამ მიზნით მათი უკუკავშირის გათვალისწინებით, ფულადი გზავნილების განაღდების პროცესი გამარტივდა. თუ აქამდე გზავნილს ანაღდებდი ...

  • 15:52

    Volvo Cars - სრულად ელექტრომომავლის ერთგული...

      Volvo Cars ავტოპარკის სრულ ელექტრიფიკაციას 2040 წლისთვის გეგმავს. კომპანიას გეგმაზე მუშაობა უკვე დაწყებული აქვს - ბაზარზე ხუთი მთლიანად ელექტრული ავტომობილი (EV) უკვე წარმოადგინა, ხოლო დამატები...