0 1 : 4 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით „აჭარა ტექსტილე“ წარმოებასა და დასაქმებულთა რაოდენობას ზრდის

საქართველოს ბანკი ბიზნესების მხარდაჭერას აქტიურად განაგრძობს, ამჯერად ბანკთან თანამშრომლობით „აჭარა ტექსტილე“ სათარგო წარმოებას იწყებს. ეს იმას ნიშნავს რომ კომპანია, რომელიც თანამშრომლობს და სპორტულ ტანსაცმელს/ფორმებს უკერავს ისეთ ცნობილ ბრენდებს როგორიცაა, „ლოტო”, „ნაიკი“, „ადიდასი“ "უმბრო“ და "ანდერ არმორი“ საკუთარი თარგის წარმოებას შეძლებს. ამ დრომდე სამკერვალო თარგებს თურქეთიდან იღებდა, ყოველწლიურად კი საშუალოდ 150 მლნ ლარის ნაწარმს კერავდა. ახალი საწარმოს გახსნით კომპანია შეძლებს ბიზნეს ციკლი საგრძნობლად ააჩქაროს  და კიდევ უფრო მეტი პროდუქცია აწარმოოს.

 

„სათარგო საწარმოში დამატებით 200 ადამიანს დავასაქმებთ და დასაქმებულთა საერთო რაედონა 7200 მდე გაიზრდება.  საწარმოში მოხდება თარგების გამზადება და მათი  ჯგუფის ყველა სამკერვალო საწარმოში გადაგზავნა საბოლოო პროდუქციის შესაკერად. „აჭარა ტექსტილეს“  საქართველოს ბანკთან 10 წელზე მეტია  მჭიდრო პარტნიორული ურთიერთობა აკავშირებს. სწორედ ბანკის თანადაფინანსებითა და  "აწარმოე საქართველოში“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ჯგუფის მიერ განხორციელდა არაერთი მსხვილი ინვესტიცია ტექსტილ დარგში. კერძოდ, გაიხსნა ბობოყვათის, ფოთის და ბათუმის საწარმოები. ბიზნესისთვის მნიშვნელოვანია, როცა ყველა ახალი წამოწყებისას გვერდში გიდგას ისეთი ფინანსური ინსტიტუტი და პარტნიორი, როგორიც საქართველოს ბანკია“,- განაცხადა  გია ლომინაძემ, აჭარა-ტექსტილე ჯგუფის დირექტორმა და მმართველმა პარტნიორმა;

 

„საქართველოს ბანკი მუდმივად ცდილობს, მხარი დაუჭიროს ბიზნესს არა მხოლოდ დაფინანსების, არამედ შემდგომი განვითარების ეტაპზე. სწორედ ამის დასტურია ბანკისა და „აჭარა ტექსტილეს“ მრავალწლიანი პარტნიორობა. მოხარული ვართ, რომ ჩვენი ჩართულობით კომპანიისთვის კიდევ ერთი სტრატეგიული პროექტის ბათუმის სათარგო საწარმოს მშენებლობას ჩაეყარა საფუძველი.  ახალი საწარმო კომპანიას მისცემს შესაძლებლობას საქართველოში დაიწყოს თარგების დამზადება, რითიც უფრო სწრაფს და მოქნილს გახდის საკუთარ ბიზნეს პროცესებს. ეს „აჭარა ტექსტილეს“  მიცემს საშუალებას, უფრო მეტი პროდუქციის შეკერვა უზრუნველყოს ქვეყნის მასშტაბით გაშლილ საწარმოებში (ბათუმი, ფოთი, ბობოყვათი, რუსთავი).  აღსანიშნავია, რომ კომპანიის პროდუქცია მთლიანად ექსპორტზე გადის და ძალიან საამაყოა, რომ ცნობილი ბრენდების და სპორტსმენების მაისურებზე წარწერა -  Made in Georgia-ში, საქართველოს ბანკსაც აქვს თავისი მოკრძალებული წვლილი შეტანილი“,- განაცხადა გიორგი გალოგრემ,  საქართველოს ბანკის კორპორაციული საბანკო მომსახურების დირექტორის მოადგილემ.

 

ბათუმის სათარგო საწარმოს მშენებლობის პროექტის ჯამური ბიუჯეტი 10 მლნ ლარია და ის სრულად ბანკის მიერ არის დაფინანსებული.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 12:56

    თიბისის გადახდების მართვის ციფრული სივრცე შენი ბიზ...

    ადამიანთა ცხოვრების გასამარტივებლად თიბისიმ არაერთი ტექნოლოგიური პროდუქტი დანერგა, რომელთა გამოყენებაც ადვილია, ზოგავს დროს და რესურსებს და ბიზნესების ეფექტურ საქმიანობას უწყობს ხელს.   www.tbc...

  • 12:43

    „შემომეჭამა“ — სახლის სიმყუდროვესა და გემოებზე დაფ...

    „შემომეჭამას“ ისტორია 2016 წლიდან იწყება, როცა ოთო მგალობლიშვილმა და მისმა მეუღლემ პირველი ფილიალი გახსნეს. ეს არის რესტორანი, რომლის ძირითადი პრინციპია, ჰქონდეს პატარა, მაგრამ უმაღლესი ხ...

  • 12:41

    მეტი განაწილება თიბისისგან...

    თიბისი ითვალისწინებს მომხმარებლის სურვილებს, მათთვის მეტი კომფორტისა და მოქნილი შოპინგისთვის, განაწილების ახალ ფუნქციონალს ამატებს.   „მეტი განაწილება“ ეს არის გაუმჯობესებული, მომხმა...

  • 16:22

    თიბისიმ ფულადი გზავნილის განაღდების ახალი ფუნქციონ...

    თიბისი მუდმივად ზრუნავს მომხმარებლების გამოცდილების გაუმჯობესებაზე. სწორედ ამ მიზნით მათი უკუკავშირის გათვალისწინებით, ფულადი გზავნილების განაღდების პროცესი გამარტივდა. თუ აქამდე გზავნილს ანაღდებდი ...

  • 15:52

    Volvo Cars - სრულად ელექტრომომავლის ერთგული...

      Volvo Cars ავტოპარკის სრულ ელექტრიფიკაციას 2040 წლისთვის გეგმავს. კომპანიას გეგმაზე მუშაობა უკვე დაწყებული აქვს - ბაზარზე ხუთი მთლიანად ელექტრული ავტომობილი (EV) უკვე წარმოადგინა, ხოლო დამატები...