0 1 : 4 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა განახლებული მაკროეკონომიკური პუბლიკაცია გამოაქვეყნა

თიბისი კაპიტალმა  მაკროეკონომიკური თემატური პუბლიკაცია - „ეკონომიკის გადატვირთვის დამატებითი სტიმულები“ გამოაქვეყნა.

 

დოკუმენტის მიხედვით, 2021 წელს, 2020 წლის ვარდნის შემდეგ, ეკონომიკის აღდგენა მოსალოდნელი იყო, თუმცა ზრდის ტემპმა ყველაზე ოპტიმისტურ პროგნოზსაც კი გადააჭარბა.

 

კვლევის მიხედვით, ექსპორტის, გზავნილების, ფისკალური სტიმულის, საბანკო დაკრედიტებისა და ტურიზმის ნაწილობრივ აღდგენასთან ერთად, 2020 წელს დაგროვილი ვალუტის მიმდინარე წელს გახარჯვა ეკონომიკის სწრაფ ზრდაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს. ამ მხრივ, მნიშვნელოვანია ვალუტის დეპოზიტებზე რეკორდულად დაბალი საპროცენტო განაკვეთები, რაც დანაზოგების სამომხმარებლო და საინვესტიციო მიზნით გამოყენებას დამატებით აძლიერებს.

 

პუბლიკაციაში ასევე აღნიშნულია, რომ ლარის ბოლოდროინდელი გამყარება, სხვა ფაქტორებთან ერთად, სამომხმარებლო და ბიზნესგანწყობებს აუმჯობესებს და ეკონომიკის აღდგენას დამატებით სტიმულს სძენს.  

 

მართალია, ბოლო პერიოდში ეპიდემიოლოგიური ვითარება გაუარესდა, თუმცა თიბისი კაპიტალის წინა პროგნოზებში 2021 წლის მესამე კვარტალში ეკონომიკის აღდგენის ტემპის შენელება გათვალისწინებული იყო. შესაბამისად,  2021 წლის დაახლოებით 10.5%-იანი ზრდის მოლოდინი შენარჩუნებულია.

 

პუბლიკაცია - „ეკონომიკის გადატვირთვის დამატებითი სტიმულები“  თიბისი კაპიტალის ვებ-გვერდზე, შემდეგ ბმულზეა  ხელმისაწვდომი:

 https://static.tbccapital.ge/uploads/files/Thematicinsights-Theadditionalfuelbehindtherestart.pdf

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 12:56

    თიბისის გადახდების მართვის ციფრული სივრცე შენი ბიზ...

    ადამიანთა ცხოვრების გასამარტივებლად თიბისიმ არაერთი ტექნოლოგიური პროდუქტი დანერგა, რომელთა გამოყენებაც ადვილია, ზოგავს დროს და რესურსებს და ბიზნესების ეფექტურ საქმიანობას უწყობს ხელს.   www.tbc...

  • 12:43

    „შემომეჭამა“ — სახლის სიმყუდროვესა და გემოებზე დაფ...

    „შემომეჭამას“ ისტორია 2016 წლიდან იწყება, როცა ოთო მგალობლიშვილმა და მისმა მეუღლემ პირველი ფილიალი გახსნეს. ეს არის რესტორანი, რომლის ძირითადი პრინციპია, ჰქონდეს პატარა, მაგრამ უმაღლესი ხ...

  • 12:41

    მეტი განაწილება თიბისისგან...

    თიბისი ითვალისწინებს მომხმარებლის სურვილებს, მათთვის მეტი კომფორტისა და მოქნილი შოპინგისთვის, განაწილების ახალ ფუნქციონალს ამატებს.   „მეტი განაწილება“ ეს არის გაუმჯობესებული, მომხმა...

  • 16:22

    თიბისიმ ფულადი გზავნილის განაღდების ახალი ფუნქციონ...

    თიბისი მუდმივად ზრუნავს მომხმარებლების გამოცდილების გაუმჯობესებაზე. სწორედ ამ მიზნით მათი უკუკავშირის გათვალისწინებით, ფულადი გზავნილების განაღდების პროცესი გამარტივდა. თუ აქამდე გზავნილს ანაღდებდი ...

  • 15:52

    Volvo Cars - სრულად ელექტრომომავლის ერთგული...

      Volvo Cars ავტოპარკის სრულ ელექტრიფიკაციას 2040 წლისთვის გეგმავს. კომპანიას გეგმაზე მუშაობა უკვე დაწყებული აქვს - ბაზარზე ხუთი მთლიანად ელექტრული ავტომობილი (EV) უკვე წარმოადგინა, ხოლო დამატები...