0 1 : 4 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

PSP-სა და ა(ა)იპ სპორტის მართვის მეთოდოლოგიისა და ტექნოლოგიების ასოციაციას შორის მემორანდუმი გაფორმდა.

PSP-სა და ა(ა)იპ სპორტის მართვის მეთოდოლოგიისა და ტექნოლოგიების ასოციაციას შორის მემორანდუმი გაფორმდა შემდგომი სტაბილური თანამშრომლობის გაგრძლების შესახებ. სპორტულ ცენტრ „იმედში" მემორანდუმის გაფორმებას თან ახლდა მინი ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატისთვის ახალგაზრდული ნაკრების ახალი ფორმის პრეზენტაცია; ამასთან, კოპმანია PSP-მ ნაკრების წევრებს სასაჩუქრე ნაკრებები გადასცა და მსოფლიო ჩემპიონატზე წარმატებები უსურვა.
ახალგაზრდული ნაკრები "მინი ფეხბურთის სასკოლო ლიგის" ბაზაზე ჩამოყალიბდა და მსოფლიოს მინი ფეხბურთის ახალგაზრდულ (U23) ჩემპიონატშიპირველად მიიღებს მონაწილეობას. ჩემპიონატი უკრაინისდედაქალაქ კიევში, მიმდინარე წლის 12-15 აგვისტოს ტადრება.
„მინი ფეხბურთის სასკოლო ლიგაში"წელს თბილისის 100-მდესკოლის 1000-ზე მეტი მოსწავლემონაწილეობდა; ჩემპიონატი 4 თვის მანძილზე მიმიდნარეობდა და 450-ზე მეტი მატჩი ჩატარდა. „მინი ფეხბურთის სასკოლო ლიგა" 2019 წელს ა(ა)იპ სპორტის მართვის მეთოდოლოგიისა და ტექნოლოგიების ასოციაციის მიერ დაარსდა კამპანიის "როდესაც სპორტი ცვლის სამყაროს" ფარგლებში და ამ დროიდან PSP მისი მხარდამჭერია, რადგან პროექტის მიზანი მასობრივი სპორტის განვითარების ხელშეწყობა და სკოლებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციაა. მოხარულები ვართ რომ წელს ბევრად მეტმა სკოლამ და მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა და ამ გუნდების ბაზაზე დაარსებული ნაკრები პირველად მიემგზავრება მინი ფეხბურთის ახალგაზრდულ მსოფლიო ჩემპიონატზე მონაწილეობის მისაღებად. ჩვენ წარმატებას ვუსურვებთ ნაკრებს ჩემპიონატზე და გვჯერა, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე მონაწილეობა უკვე დიდი გამარჯვებაა"- აცხადებენ PSP-ში.
"მინი ფეხბურთის სასკოლო ლიგა" 2019 წელსა(ა)იპ სპორტის მართვის მეთოდოლოგიისა და ტექნოლოგიების ასოციაციამ,ქთბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის ინიციატივით, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და კომპანია PSP-ს მხარდაჭერით, კამპანიის "როდესაც სპორტი ცვლის სამყაროს" ფარგლებში დააფუძნა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 12:56

    თიბისის გადახდების მართვის ციფრული სივრცე შენი ბიზ...

    ადამიანთა ცხოვრების გასამარტივებლად თიბისიმ არაერთი ტექნოლოგიური პროდუქტი დანერგა, რომელთა გამოყენებაც ადვილია, ზოგავს დროს და რესურსებს და ბიზნესების ეფექტურ საქმიანობას უწყობს ხელს.   www.tbc...

  • 12:43

    „შემომეჭამა“ — სახლის სიმყუდროვესა და გემოებზე დაფ...

    „შემომეჭამას“ ისტორია 2016 წლიდან იწყება, როცა ოთო მგალობლიშვილმა და მისმა მეუღლემ პირველი ფილიალი გახსნეს. ეს არის რესტორანი, რომლის ძირითადი პრინციპია, ჰქონდეს პატარა, მაგრამ უმაღლესი ხ...

  • 12:41

    მეტი განაწილება თიბისისგან...

    თიბისი ითვალისწინებს მომხმარებლის სურვილებს, მათთვის მეტი კომფორტისა და მოქნილი შოპინგისთვის, განაწილების ახალ ფუნქციონალს ამატებს.   „მეტი განაწილება“ ეს არის გაუმჯობესებული, მომხმა...

  • 16:22

    თიბისიმ ფულადი გზავნილის განაღდების ახალი ფუნქციონ...

    თიბისი მუდმივად ზრუნავს მომხმარებლების გამოცდილების გაუმჯობესებაზე. სწორედ ამ მიზნით მათი უკუკავშირის გათვალისწინებით, ფულადი გზავნილების განაღდების პროცესი გამარტივდა. თუ აქამდე გზავნილს ანაღდებდი ...

  • 15:52

    Volvo Cars - სრულად ელექტრომომავლის ერთგული...

      Volvo Cars ავტოპარკის სრულ ელექტრიფიკაციას 2040 წლისთვის გეგმავს. კომპანიას გეგმაზე მუშაობა უკვე დაწყებული აქვს - ბაზარზე ხუთი მთლიანად ელექტრული ავტომობილი (EV) უკვე წარმოადგინა, ხოლო დამატები...