0 1 : 4 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით მტირალას პარკის ტერიტორიაზე ტურისტული ობიექტი მოეწყო

საქართველოს ბანკი რეგიონებში ბიზნესის გაძლიერებისთვის პროექტების მხარდაჭერას განაგრძობს. ბანკთან პარტნიორობით მტირალას ეროვნული პარკის ტერიტორიაზე ტურისტული ობიექტი მოეწყო. დამსვენებლებისთვის განკუთვნილი სამი კოტეჯი 5 000 კვ.მ- ზეა განთავსებული. ტურისტებისთვის მეტი კომფორტის შესაქმნელად ეზოში მოწყობილია გასართობი სივრცე (ჰამაკები, საქანელები). სტუმრებს ქართული ტრადიციული კერძებით კი საოჯახო კაფეში უმასპინძლდებიან.

„ტურისტების მოზიდვის მიზნით დავიწყეთ თაფლის წარმოებაც, ეზოში 100 მდე ფუტკრის ოჯახი გვყავს. მოთხოვნის ზრდის პარალელურად სჭირო გახდა დამხმარე ნაგებობის აშენება, სადაც გადახარისხებუ ლთაფლს ვინახავთ სეზონურობის მიხედვით. ასევე, ვაწარმოებთ თაფლის სანთელსა და თაფლის არაყს, რომელსაც ჩამოსულ ტურისტებს ვთავაზობთ",- განაცხადა ლია გორჯელაძემ, რომელიც ბანკთან პარტნიორობით სტუმრებს უკვე „კვადროტურებსაც" სთავაზობს. „იმ მარშრუტის დაძლევას, რომელიც რთულ ტიპს მიეკუთვნება ქვეითად 2 დღე სჭირდება, თუმცა კვადრო ტურით მთელი ტყის მოვლა ერთ დღეშია შესაძლებელი",- დასძენს ის.

„მოხარული ვართ, რომ შევძელით ჩვენი წვლილი შეგვეტანა მტირალას პარკის ტერიტორიაზე სრულყოფილი ტურისტული ობიექტის ჩამოყალიბებაში. აქ მოსულ სტუმრებს აქვთ შესაძლებლობა, მიიღონ დაუვიწყარი შთაბეჭდილება მტირალას პარკის საბაგიროთი გასეირნებით. ასევე, დაგეგმონ კვადრო ტური, რომელიც მოიცავს მტირალას მთის როგორც რთულ, ასევე მარტივ 16 კილომეტრიან მარშრუტს. ჩვენ მუდმივად მზად ვართ წავახალისოთ ბიზნესი, რომელიც რეგიონის განვითარებას, ახალი სამუშაო ადგილების შექმნასა და ეკონომიკისგაძლიერებას უწყობს ხელს",- განაცხადა საქართველოს ბანკის საცალო ბიზნესის საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორმა, მერაბ ახვლედიანმა.

პროექტის საინვესტიციო მოცულობა 350 000 ლარია, ბანკის თანამონაწილეობა კი 250 000 ლარს შეადგენს.

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 12:56

    თიბისის გადახდების მართვის ციფრული სივრცე შენი ბიზ...

    ადამიანთა ცხოვრების გასამარტივებლად თიბისიმ არაერთი ტექნოლოგიური პროდუქტი დანერგა, რომელთა გამოყენებაც ადვილია, ზოგავს დროს და რესურსებს და ბიზნესების ეფექტურ საქმიანობას უწყობს ხელს.   www.tbc...

  • 12:43

    „შემომეჭამა“ — სახლის სიმყუდროვესა და გემოებზე დაფ...

    „შემომეჭამას“ ისტორია 2016 წლიდან იწყება, როცა ოთო მგალობლიშვილმა და მისმა მეუღლემ პირველი ფილიალი გახსნეს. ეს არის რესტორანი, რომლის ძირითადი პრინციპია, ჰქონდეს პატარა, მაგრამ უმაღლესი ხ...

  • 12:41

    მეტი განაწილება თიბისისგან...

    თიბისი ითვალისწინებს მომხმარებლის სურვილებს, მათთვის მეტი კომფორტისა და მოქნილი შოპინგისთვის, განაწილების ახალ ფუნქციონალს ამატებს.   „მეტი განაწილება“ ეს არის გაუმჯობესებული, მომხმა...

  • 16:22

    თიბისიმ ფულადი გზავნილის განაღდების ახალი ფუნქციონ...

    თიბისი მუდმივად ზრუნავს მომხმარებლების გამოცდილების გაუმჯობესებაზე. სწორედ ამ მიზნით მათი უკუკავშირის გათვალისწინებით, ფულადი გზავნილების განაღდების პროცესი გამარტივდა. თუ აქამდე გზავნილს ანაღდებდი ...

  • 15:52

    Volvo Cars - სრულად ელექტრომომავლის ერთგული...

      Volvo Cars ავტოპარკის სრულ ელექტრიფიკაციას 2040 წლისთვის გეგმავს. კომპანიას გეგმაზე მუშაობა უკვე დაწყებული აქვს - ბაზარზე ხუთი მთლიანად ელექტრული ავტომობილი (EV) უკვე წარმოადგინა, ხოლო დამატები...