0 1 : 4 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

საქართველოს ბანკი UN Global Compact-ის წევრი გახდა

საქართველოს ბანკმა, როგორც მაღალი კორპორაციული  პასუხისმგებლობის მქონე კომპანიამ, კიდევ ერთი აღიარება მოიპოვა. ამჯერად ბანკი გაეროს გლობალური შეთანხმების, UN Global Compact-ის წევრი გახდა.

UN Global Compact მსოფლიოში ყველაზე მასშტაბური მდგრადი განვითარების ინიციატივაა. ინიციატივის ფარგლებში გაერო ცნობს და მხარს უჭერს იმ კომპანიებს, რომელთა საქმიანობა და სტრატეგიაც თანხვედრაში მოდის ისეთ უნივერსალურ პრინციპებთან, როგორიცაა: ადამიანისა და  შრომის უფლებები, გარემოს დაცვა და კორუფციასთან ბრძოლა.

„საქართველოს ბანკისთვის დიდი პატივია გაეროს გლობალური შეთანხმების წევრობა. ეს კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ ბანკის საქმიანობა სრულ თანხვედრაშია გაეროს გლობალური შეთანხმების ძირითად პრინციპებთან. საქართველოს ბანკი კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში 100-ზე მეტი პროექტის მხარდამჭერია. ჩვენი მიზანია ხელი შევუწყოთ სოციალურ პრობლემებზე ცნობიერების ამაღლებას, თანასწორი და ინკლუზიური გარემოს შექმნას, მეტი ადამიანის, სფეროს თუ ადგილის მდგრად განვითარებას. ჩვენ არ ვჩერდებით და აქტიურად ვაგრძელებთ აღნიშნული მიმართულებებით პროექტების მხარდაჭერას“, - განაცხადა საქართველოს ბანკის CSR მიმართულების ხელმძღვანელმა, თამარ გოჩაშვილმა.

ვრცლად, იმ პროექტებს, რომელსაც საქართველოს ბანკი კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, მდგრადი განვითარების მიზნების მისაღწევად  ახორციელებს, შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე: https://csr.ge/

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 12:56

    თიბისის გადახდების მართვის ციფრული სივრცე შენი ბიზ...

    ადამიანთა ცხოვრების გასამარტივებლად თიბისიმ არაერთი ტექნოლოგიური პროდუქტი დანერგა, რომელთა გამოყენებაც ადვილია, ზოგავს დროს და რესურსებს და ბიზნესების ეფექტურ საქმიანობას უწყობს ხელს.   www.tbc...

  • 12:43

    „შემომეჭამა“ — სახლის სიმყუდროვესა და გემოებზე დაფ...

    „შემომეჭამას“ ისტორია 2016 წლიდან იწყება, როცა ოთო მგალობლიშვილმა და მისმა მეუღლემ პირველი ფილიალი გახსნეს. ეს არის რესტორანი, რომლის ძირითადი პრინციპია, ჰქონდეს პატარა, მაგრამ უმაღლესი ხ...

  • 12:41

    მეტი განაწილება თიბისისგან...

    თიბისი ითვალისწინებს მომხმარებლის სურვილებს, მათთვის მეტი კომფორტისა და მოქნილი შოპინგისთვის, განაწილების ახალ ფუნქციონალს ამატებს.   „მეტი განაწილება“ ეს არის გაუმჯობესებული, მომხმა...

  • 16:22

    თიბისიმ ფულადი გზავნილის განაღდების ახალი ფუნქციონ...

    თიბისი მუდმივად ზრუნავს მომხმარებლების გამოცდილების გაუმჯობესებაზე. სწორედ ამ მიზნით მათი უკუკავშირის გათვალისწინებით, ფულადი გზავნილების განაღდების პროცესი გამარტივდა. თუ აქამდე გზავნილს ანაღდებდი ...

  • 15:52

    Volvo Cars - სრულად ელექტრომომავლის ერთგული...

      Volvo Cars ავტოპარკის სრულ ელექტრიფიკაციას 2040 წლისთვის გეგმავს. კომპანიას გეგმაზე მუშაობა უკვე დაწყებული აქვს - ბაზარზე ხუთი მთლიანად ელექტრული ავტომობილი (EV) უკვე წარმოადგინა, ხოლო დამატები...