0 1 : 5 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

საქართველოსბანკისა და GEC-ის სპეციალური შეთავაზება ფინტექ კომპანიებს

საქართველოს ბანკმა ფინტექ მიმართულების ბიზნესებს მორიგი შეთავაზება მოუმზადა. ამიერიდან საკონსულტაციო კომპანია GEC ბანკის პარტნიორ ფინტექ კომპანიებს ბიზნესმოდელის განხილვის მიმართულებით უფასო კონსულტაციებსა და 30%-იანფასდაკლებას სთავაზობს. GEC-ის შეთავაზება ვრცელდება ისეთ სერვისებზე, როგორიცაა: ბიზნესგეგმა და ინვესტორთან წარსადგენი პრეზენტაცია (InvestorPitch), ფინანსური მოდელირება, ბიზნესმოდელირების ვორქშოპი და ზრდის სტრატეგია (Upscaling).

შეთავაზების შესახებ დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულზე: https://bit.ly/3y5KPdu

„საქართველოს ბანკი მუდმივად ცდილობს, ხელი შეუწყოს ქვეყანაში ფინტექ ინდუსტრიის განვითარებას და სხვადასხვა შეთავაზებებით უპასუხოს მათ მოთხოვნებს. სწორედ ამ მიზნით, ბანკი აგრძელებს მჭიდრო თანამშრომლობას ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზარზე არსებულ სხვადასხვა სერვისპროვაიდერ კომპანიებთან. საკონსულტაციო კომპანია GEC-სთან თანამშრომლობის ფარგლებში ჩვენი პარტნიორი ფინტექ მიმართულების ბიზნესები მათთვის საჭირო და მრავალფეროვან სერვისებზეამიერიდან უფასო კონსულტაციებითა და სპეციალური ფასდაკლებებითისარგებლებენ.ამ და სხვა პროექტებით ჩვენვაგრძელებთ ტექნოლოგიური ინოვაციებისა და ფინტექ ინდუსტრიისმხარდაჭერას",- განაცხადა საქართველოს ბანკის ციფრული საბანკო ეკოსისტემის სამსახურის ხელმძღვანელმა, გიორგი კინწურაშვილმა.

ინფორმაციისთვის, საკონსულტაციო კომპანია GEC საქართველოში, ყაზახეთსა და ყირგიზეთში ოპერირებს. 2010 წლიდან კომპანიამ წარმატებით განახორციელა 100-ზე მეტი პროექტი სხვადასხვა ინდუსტრიის მცირე, საშუალო და დიდი ზომის ორგანიზაციებთან.

კომპანიის შესახებ დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: https://gec-consulting.com/

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 12:56

    თიბისის გადახდების მართვის ციფრული სივრცე შენი ბიზ...

    ადამიანთა ცხოვრების გასამარტივებლად თიბისიმ არაერთი ტექნოლოგიური პროდუქტი დანერგა, რომელთა გამოყენებაც ადვილია, ზოგავს დროს და რესურსებს და ბიზნესების ეფექტურ საქმიანობას უწყობს ხელს.   www.tbc...

  • 12:43

    „შემომეჭამა“ — სახლის სიმყუდროვესა და გემოებზე დაფ...

    „შემომეჭამას“ ისტორია 2016 წლიდან იწყება, როცა ოთო მგალობლიშვილმა და მისმა მეუღლემ პირველი ფილიალი გახსნეს. ეს არის რესტორანი, რომლის ძირითადი პრინციპია, ჰქონდეს პატარა, მაგრამ უმაღლესი ხ...

  • 12:41

    მეტი განაწილება თიბისისგან...

    თიბისი ითვალისწინებს მომხმარებლის სურვილებს, მათთვის მეტი კომფორტისა და მოქნილი შოპინგისთვის, განაწილების ახალ ფუნქციონალს ამატებს.   „მეტი განაწილება“ ეს არის გაუმჯობესებული, მომხმა...

  • 16:22

    თიბისიმ ფულადი გზავნილის განაღდების ახალი ფუნქციონ...

    თიბისი მუდმივად ზრუნავს მომხმარებლების გამოცდილების გაუმჯობესებაზე. სწორედ ამ მიზნით მათი უკუკავშირის გათვალისწინებით, ფულადი გზავნილების განაღდების პროცესი გამარტივდა. თუ აქამდე გზავნილს ანაღდებდი ...

  • 15:52

    Volvo Cars - სრულად ელექტრომომავლის ერთგული...

      Volvo Cars ავტოპარკის სრულ ელექტრიფიკაციას 2040 წლისთვის გეგმავს. კომპანიას გეგმაზე მუშაობა უკვე დაწყებული აქვს - ბაზარზე ხუთი მთლიანად ელექტრული ავტომობილი (EV) უკვე წარმოადგინა, ხოლო დამატები...