0 1 : 5 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

TIDA-ს ივლისის სესიის თემა - „მანქანური დასწავლის მოდელების მონიტორინგი“ იქნება

თიბისის მხარდაჭერით, TIDA-ს (Tblisi International Data Analytics) ფარგლებში, ონლაინ სესია ივლისის თვეშიც გაიმართება.

 

ამჯერად, მონაცემთა ანალიტიკით დაინტერესებული პირებისთვის სესიას მანქანური დასწავლის ინსტრუქტორი, კომპანია Evidently AL-ის თანადამფუძნებელი, ემილი დრალი გაუძღვება და ის მანქანური დასწავლის მოდელების მონიტორინგის შესახებ გაუზიარებს აუდიტორიას ინფორმაციას.

 

სესია 20 ივლისს, 19:00 საათზე, ონლაინ პლატფორმა Zoom-ში, ინგლისურ ენაზე გაიმართება.

 

შეხვედრა შემდეგი საკითხების განხილვას დაეთმობა:

· როგორ იკლებს მოდელის სიზუსტე დროთა განმავლობაში;

· როგორ შეიძლება მოდელის სიზუსტის მონიტორინგი და რა მეტრიკებს უნდა ვადევნოთ თვალი;

· როგორია ადრეული მონიტორინგის მეთოდოლოგია, რომლის მიხედვითაც ადრეულ ეტაპზე შეილება მოდელის სიზუსტის კლების დადგენა.

„მანქანური დასწავლის მოდელის სიცოცხლის ციკლი მისი გაწვრთნისას მხოლოდ იწყება. ყველა მოდელი ცვალებად გარემოში მუშაობს და რაც მეტად იცვლება გარემო, მით მეტად იკლებს მოდელის შედეგების სიზუსტე. იმისთვის, რომ რეალურ გარემოში დანერგილი მოდელების ნდობა შევძლოთ, საჭიროა მათი მუდმივი მონიტორინგი და მათი ხელახალი გაწვრთნისა და განახლებისთვის მზადყოფნა", - ემილი დრალი.

 

TIDA-ს ონლიან სესიაზე დასწრება უფასოა. დაინტერესებულ პირებს რეგისტრაციის გავლა შემდეგ ბმულზე - https://www.research.net/r/TIDA_Registration შეუძლიათ, რის შემდეგაც ისინი მონაწილეობისთვის საჭირო მონაცემებს ელექტრონულ ფოსტაზე მიიღებენ.

 

TIDA ბიზნესმონაცემთა ანალიტიკის პირველი კონფერენციაა რეგიონში და მის მიზანს მონაცემთა ანალიტიკის პროფესიონალებისა და ანალიტიკის გამოყენებით დაინტერესებული ბიზნესების წარმომადგენლების გაერთიანება წარმოადგენს, საერთაშორისო მასშტაბით. TIDA-ს ფარგლებში განიხილება, როგორ უნდა შექმნას ბიზნესმა რეალური ღირებულების მომტანი მონაცმეთა ანალიტიკა. კონფერენციის, ისევე როგორც ონლაინ სესიების მიზანი თემის გარშემო არსებული უახლესი ინფორმაციის გაზიარება და გაცვლაა.

 

TIDA-ს მხარდამჭერია თიბისი.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 12:56

    თიბისის გადახდების მართვის ციფრული სივრცე შენი ბიზ...

    ადამიანთა ცხოვრების გასამარტივებლად თიბისიმ არაერთი ტექნოლოგიური პროდუქტი დანერგა, რომელთა გამოყენებაც ადვილია, ზოგავს დროს და რესურსებს და ბიზნესების ეფექტურ საქმიანობას უწყობს ხელს.   www.tbc...

  • 12:43

    „შემომეჭამა“ — სახლის სიმყუდროვესა და გემოებზე დაფ...

    „შემომეჭამას“ ისტორია 2016 წლიდან იწყება, როცა ოთო მგალობლიშვილმა და მისმა მეუღლემ პირველი ფილიალი გახსნეს. ეს არის რესტორანი, რომლის ძირითადი პრინციპია, ჰქონდეს პატარა, მაგრამ უმაღლესი ხ...

  • 12:41

    მეტი განაწილება თიბისისგან...

    თიბისი ითვალისწინებს მომხმარებლის სურვილებს, მათთვის მეტი კომფორტისა და მოქნილი შოპინგისთვის, განაწილების ახალ ფუნქციონალს ამატებს.   „მეტი განაწილება“ ეს არის გაუმჯობესებული, მომხმა...

  • 16:22

    თიბისიმ ფულადი გზავნილის განაღდების ახალი ფუნქციონ...

    თიბისი მუდმივად ზრუნავს მომხმარებლების გამოცდილების გაუმჯობესებაზე. სწორედ ამ მიზნით მათი უკუკავშირის გათვალისწინებით, ფულადი გზავნილების განაღდების პროცესი გამარტივდა. თუ აქამდე გზავნილს ანაღდებდი ...

  • 15:52

    Volvo Cars - სრულად ელექტრომომავლის ერთგული...

      Volvo Cars ავტოპარკის სრულ ელექტრიფიკაციას 2040 წლისთვის გეგმავს. კომპანიას გეგმაზე მუშაობა უკვე დაწყებული აქვს - ბაზარზე ხუთი მთლიანად ელექტრული ავტომობილი (EV) უკვე წარმოადგინა, ხოლო დამატები...