0 1 : 5 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

საქართველოსბანკმა Euromoney-სგან საქართველოში2021 წლის საუკეთესო ბანკის კატეგორიაში სრულყოფილების ჯილდო მიიღო

ავტორიტეტულმა ფინანსურმა ჟურნალმა, Euromoney-მ, საქართველოს ბანკი "Best Bank in Georgia 2021"-ის კატეგორიაში„Euromoney Award for Excellence" - ის გამარჯვებულად დაასახელა. გადაწყვეტილების მიღებისას, Euromoney-ს რედაქტორებმა, ექსპერტებმა და ანალიტიკოსებმა ისეთი კრიტერიუმები გაითვალისწინეს, როგორიცაა: ბანკის საბაზრო პოზიცია და წილი, მომსახურების ხარისხი, ახალი პროდუქტები,ინოვაციები და სხვ.

"მოხარული ვართ, რომ კიდევ ერთხელ Euromoney-მსაქართველოს ბანკი წლის საუკეთესო ბანკად დაასახელა საქართველოში. ეს ჯილდო საქართველოს ბანკის მთელი გუნდის დაუღალავი შრომის შედეგია. Euromoney-ის მიერ სრულყოფილების ჯილდოს მიღება ჩვენთვის ერთდროულად დიდი პატივი და პასუხისმგებლობაა. სწორედ ამიტომ, ჩვენ არ ვჩერდებით და ვაგრძელებთ ჩვენი მომხმარებლისთვის მათ საჭიროებებზე მორგებული, მათ უკუკავშირზე დაყრდნობით შექმნილი პროდუქტებისა თუ სერვისებისმაღალი ხარისხით მიწოდებასა და ციფრული ინოვაციების დანერგვას",- განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა, არჩილ გაჩეჩილაძემ.

„საქართველოს ბანკის მიერ განხორციელებულმა ინვესტიციებმატექნოლოგიებში დიდი როლი ითამაშა COVID-19-ისმიერ გამოწვეული კრიზისის დაძლევაში - ხელი შეუწყო ბანკის ზრდასა და მდგრადობას. სწორედ ამ და სხვა ფაქტორების გამო, საქართველოს ბანკს უკვე მეორედ გადაეცა საქართველოში წლის საუკეთესო ბანკის კატეგორიაში სრულყოფილების ჯილდო", - აცხადებენ Euromoney-ში.

Euromoney-ის ჯილდო, რომელიც 1992 წლიდან გაიცემა, ფინანსური მომსახურების ინდუსტრიაში ერთ-ერთ ყველაზე ავტორიტეტულ ჯილდოდ ითვლება. ის მოიცავს 20-ზე მეტი გლობალური პროდუქტის კატეგორიას და საუკეთესო ფინანსური ინსტიტუტის ნომინაციებს მსოფლიოს 100-მდე ქვეყანაში.წელს Euromoney-მ ბანკებისგან 1,000-ზე მეტი განაცხადი მიიღო."Best Bank in Georgia 2021"-ის კატეგორიაში„Euromoney Award for Excellence"-ის ჯილდო კი საქართველოს ბანკმა დაიმსახურა.

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 12:56

    თიბისის გადახდების მართვის ციფრული სივრცე შენი ბიზ...

    ადამიანთა ცხოვრების გასამარტივებლად თიბისიმ არაერთი ტექნოლოგიური პროდუქტი დანერგა, რომელთა გამოყენებაც ადვილია, ზოგავს დროს და რესურსებს და ბიზნესების ეფექტურ საქმიანობას უწყობს ხელს.   www.tbc...

  • 12:43

    „შემომეჭამა“ — სახლის სიმყუდროვესა და გემოებზე დაფ...

    „შემომეჭამას“ ისტორია 2016 წლიდან იწყება, როცა ოთო მგალობლიშვილმა და მისმა მეუღლემ პირველი ფილიალი გახსნეს. ეს არის რესტორანი, რომლის ძირითადი პრინციპია, ჰქონდეს პატარა, მაგრამ უმაღლესი ხ...

  • 12:41

    მეტი განაწილება თიბისისგან...

    თიბისი ითვალისწინებს მომხმარებლის სურვილებს, მათთვის მეტი კომფორტისა და მოქნილი შოპინგისთვის, განაწილების ახალ ფუნქციონალს ამატებს.   „მეტი განაწილება“ ეს არის გაუმჯობესებული, მომხმა...

  • 16:22

    თიბისიმ ფულადი გზავნილის განაღდების ახალი ფუნქციონ...

    თიბისი მუდმივად ზრუნავს მომხმარებლების გამოცდილების გაუმჯობესებაზე. სწორედ ამ მიზნით მათი უკუკავშირის გათვალისწინებით, ფულადი გზავნილების განაღდების პროცესი გამარტივდა. თუ აქამდე გზავნილს ანაღდებდი ...

  • 15:52

    Volvo Cars - სრულად ელექტრომომავლის ერთგული...

      Volvo Cars ავტოპარკის სრულ ელექტრიფიკაციას 2040 წლისთვის გეგმავს. კომპანიას გეგმაზე მუშაობა უკვე დაწყებული აქვს - ბაზარზე ხუთი მთლიანად ელექტრული ავტომობილი (EV) უკვე წარმოადგინა, ხოლო დამატები...