0 1 : 5 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

"თეგეტა თრაქ ენდ ბასი" საქართველოს უძლიერეს მამაკაცთა ეროვნული ფედერაციის გენერალური სპონსორი გახდა

"თეგეტა თრაქ ენდ ბასისა" და "საქართველოს უძლიერეს მამაკაცთა და მთიელთა თამაშების ეროვნული ფედერაციის", ე.წ. Ⴑთრონგმენებს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

თანამშრომლობის ფარგლებში თეგეტა სთრონგმენების სპონსორი და გულშემატკივარი ხდება. „თეგეტა თრაქ ენ ბასი“ ფინანსური მხარდაჭერის გარდა, ფედერაციის სპორტული მიღწევებისა და რეკორდების ორგანიზებაშიც ჩაერთვება.  

გულშემატკივრებს არა ერთი საინტერესო და ექსტრემალური სანახაობა ელოდებათ, მათ შორის ევროპის ჩემპიონატის ღია პირველობა სატვირთო ავტომობილების გაწევაში და მსოფლიო რეკორდის დამყარება. ევროპის ღია პირველობა სატვირთოს გაწევაში კვირას 18 ივლისს, 18 საათზე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ეზოში არის დაგეგმილი. მსოფლიო რეკორდი ჯამში 9 სატვირთოს გაწევით კი  19 ივლისს, 09:00 საათზე, ჰუალინგის ცენტრთან დამყარდება.

ავთო ახვლედიანი, უძლიერეს მამაკაცთა ფედერაციის დამფუძნებელი: „ძალიან გვიხარია, რომ თეგეტა თრაქ ენ ბასის სახით ძალიან მნიშვნელოვანი მხარდამჭერი შევიძინეთ ფედერაციამ და საერთოდ ამ სპორტმა საქართველოში. 18 ივლისს, საღამოს 6 საათზე სააკაძის მოედანზე, ტექნიკური უნივერსიტეტის ეზოში უკვე ვიწვევთ ექსტრემალური სანახაობის მოყვარულებს და ჩვენს გულშემატკივრებს. ევროპის ჩემპიონატი რამდენიმე მოძრაობაში ჩატარდება. სპორტსმენები სხვადასხვა ქვეყნიდან ერთმანეთს სატვირთოს გამოქაჩვაში, გაწევაში, ამოწევასა და მიწოლაში შეეჯიბრებიან. საქართველოს ნაკრებიდან 5 სპორტსმენი იასპარეზებს. ასე რომ, გელით ერთად აღვნიშნოთ ახალი მსოფლიო რეკორდი და გამარჯვება.“

ევროპის ჩემპიონატი ორ - 105 კილოგრამიან და მძიმე წონით კატეგორიაში ჩატარდება. მსოფლიო რეკორდის მოხსნას კი, შეჯიბრებიდან დაკომპლექტებული საქართველოსა და ევროპის ერთობლივი 9 კაციანი შემადგენლობა შეეცდება, MAN-ის ბრენდის 9 სატვირთო ავტომობილთან შერკინებით.  

---

"თეგეტა თრაქ ენდ ბასი"  ლიდერი კომპანიაა  სატვირთო ავტომობილების, პროდუქტებისა და სერვისების მიმართულებით. კომპანია  დაარსდა 2006 წელს და წარმოადგენს სატვირთო ავტომობილებისა და ავტობუსების მწარმოებელ გერმანული უმსხვილესი ბრენდის MAN-ის ოფიციალურ იმპორტიორს საქართველოში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 12:56

    თიბისის გადახდების მართვის ციფრული სივრცე შენი ბიზ...

    ადამიანთა ცხოვრების გასამარტივებლად თიბისიმ არაერთი ტექნოლოგიური პროდუქტი დანერგა, რომელთა გამოყენებაც ადვილია, ზოგავს დროს და რესურსებს და ბიზნესების ეფექტურ საქმიანობას უწყობს ხელს.   www.tbc...

  • 12:43

    „შემომეჭამა“ — სახლის სიმყუდროვესა და გემოებზე დაფ...

    „შემომეჭამას“ ისტორია 2016 წლიდან იწყება, როცა ოთო მგალობლიშვილმა და მისმა მეუღლემ პირველი ფილიალი გახსნეს. ეს არის რესტორანი, რომლის ძირითადი პრინციპია, ჰქონდეს პატარა, მაგრამ უმაღლესი ხ...

  • 12:41

    მეტი განაწილება თიბისისგან...

    თიბისი ითვალისწინებს მომხმარებლის სურვილებს, მათთვის მეტი კომფორტისა და მოქნილი შოპინგისთვის, განაწილების ახალ ფუნქციონალს ამატებს.   „მეტი განაწილება“ ეს არის გაუმჯობესებული, მომხმა...

  • 16:22

    თიბისიმ ფულადი გზავნილის განაღდების ახალი ფუნქციონ...

    თიბისი მუდმივად ზრუნავს მომხმარებლების გამოცდილების გაუმჯობესებაზე. სწორედ ამ მიზნით მათი უკუკავშირის გათვალისწინებით, ფულადი გზავნილების განაღდების პროცესი გამარტივდა. თუ აქამდე გზავნილს ანაღდებდი ...

  • 15:52

    Volvo Cars - სრულად ელექტრომომავლის ერთგული...

      Volvo Cars ავტოპარკის სრულ ელექტრიფიკაციას 2040 წლისთვის გეგმავს. კომპანიას გეგმაზე მუშაობა უკვე დაწყებული აქვს - ბაზარზე ხუთი მთლიანად ელექტრული ავტომობილი (EV) უკვე წარმოადგინა, ხოლო დამატები...