0 1 : 5 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

საქართველოს ეტლით მოფარიკავეთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია

საქართველოს ეტლით მოფარიკავე გოგონათა ნაკრებმა, ვარშავაში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ხმლით პარაფარიკაობაში პირველი ადგილი დაიკავა.

მსოფლიო ჩემპიონები : ირმა ხეცურიანი, ნინა თიბილაშვილი და გვანცა ზადიშვილი გახდნენ. მათ 6 ივლისს გამართულ ფინალში უკრაინის ნაკრები დაამარცხეს.

" ეს გამარჯვება პირველ რიგში ძალიან დიდი ემოცია და ნაბიჯი იყო გაჩერებული წელიწად-ნახევრის შემდეგ. დიდი პრაქტიკა და მოსალოდნელი გამარჯვება იყო ჩვენთვის , თუმცა არა მსოფლიოსთვის. ნამდვილად არ ელოდებოდა უკრაინის უძლიერესი გუნდი ჩვენთან დამარცხებას,მიუხედავად ამისა საქართველოს პარაფარიკაობის გუნდმა შეძლო და დიდი ბრძოლის შედეგად მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. რთული იყო, მაგრამ არა შეუძლებელი და მადლობა ამ ემოციებისთვის ჩემს გოგონებს და ჩვენს მწვრთნელებს,რომლებიც თავდაუზოგავად იბრძვიან ჩვენს განვითარებასა თუ შედეგზე. პარაოლიმპიადა ცალკე მოიაზრება ,გვირგვინია 4 წლიანი დაუღალავი შრომის, აუცილებლად მაღალი სინჯის მედლებს წამოვიღებთ ინდივიდუალურ ასპარეზობაში."-განაცხადა ირმა ხეცურიანმა, რომელიც აჭარაბეთის საპატიო ელჩია.

აჭარაბეთი ულოცავს მოფარიკავე გოგონათა ნაკრებს ამ გამარჯვებას და პარაოლიმპიადაზე წარმატებებს უსურვებს!

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 12:56

    თიბისის გადახდების მართვის ციფრული სივრცე შენი ბიზ...

    ადამიანთა ცხოვრების გასამარტივებლად თიბისიმ არაერთი ტექნოლოგიური პროდუქტი დანერგა, რომელთა გამოყენებაც ადვილია, ზოგავს დროს და რესურსებს და ბიზნესების ეფექტურ საქმიანობას უწყობს ხელს.   www.tbc...

  • 12:43

    „შემომეჭამა“ — სახლის სიმყუდროვესა და გემოებზე დაფ...

    „შემომეჭამას“ ისტორია 2016 წლიდან იწყება, როცა ოთო მგალობლიშვილმა და მისმა მეუღლემ პირველი ფილიალი გახსნეს. ეს არის რესტორანი, რომლის ძირითადი პრინციპია, ჰქონდეს პატარა, მაგრამ უმაღლესი ხ...

  • 12:41

    მეტი განაწილება თიბისისგან...

    თიბისი ითვალისწინებს მომხმარებლის სურვილებს, მათთვის მეტი კომფორტისა და მოქნილი შოპინგისთვის, განაწილების ახალ ფუნქციონალს ამატებს.   „მეტი განაწილება“ ეს არის გაუმჯობესებული, მომხმა...

  • 16:22

    თიბისიმ ფულადი გზავნილის განაღდების ახალი ფუნქციონ...

    თიბისი მუდმივად ზრუნავს მომხმარებლების გამოცდილების გაუმჯობესებაზე. სწორედ ამ მიზნით მათი უკუკავშირის გათვალისწინებით, ფულადი გზავნილების განაღდების პროცესი გამარტივდა. თუ აქამდე გზავნილს ანაღდებდი ...

  • 15:52

    Volvo Cars - სრულად ელექტრომომავლის ერთგული...

      Volvo Cars ავტოპარკის სრულ ელექტრიფიკაციას 2040 წლისთვის გეგმავს. კომპანიას გეგმაზე მუშაობა უკვე დაწყებული აქვს - ბაზარზე ხუთი მთლიანად ელექტრული ავტომობილი (EV) უკვე წარმოადგინა, ხოლო დამატები...