0 1 : 5 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

საქართველოსბანკისა და „თბილი სახლის“ პარტნიორობით ქუთაისის აეროპორტში ახალი ტერმინალი მოეწყო

 საქართველოს ბანკისა და „თბილი სახლის“ პარტნიორობის ფარგლებში ქუთაისის აეროპორტში ახალი ტერმინალი მოეწყო. პროქტისდასრულება ბანკის თანადაფინანსებით გახდა შესაძლებელი, რომლისჯამურმა ღირებულებამ 14.1 მლნ. ლარი შეადგინა.

პროექტი ითვალისწინებს ახალი ტერმინალის საინჟინრო კომუნიკაციების მოწყობას, კერძოდ, გათბობა-კონდიცირება-ვენტილაციის, წყალმომარაგების, სანიაღვრე, ელექტროობისა და სახანძრო უსაფრთხოების სისტემებს.

„თბილი სახლი“ ბაზარზე 2001 წლიდანაა წარმოდგენილი და 450-მდე ადამიანს ასაქმებს. კომპანიას წარმატებით აქვს დასრულებული 250-მდე პროექტი, რომლებიც მოიაზრებს, როგორც ინდუსტრიული, ასევე მრავალფუნქციური შენობა-ნაგებობების საინჟინრო კომუნიკაციების განხორციელებას. მათ შორის ისეთი მასშტაბური პროექტები, როგორიცაა: ქუთაისის პარლამენტი და ადმინისტრაციული შენობა, ფოლადის მწარმოებელი ქარხანა „ჯეოსტილი“, იუსტიციის სამინისტრო, შსს საპატრულო პოლიცია, შოკოლადის მწარმოებელი ქარხანა „ბარამბო“, მრავალფუნქციური კომპლექსიAXIS TOWERS, სავაჭრო ცენტრები - „ისტ პოინთ თბილისი“, „გალერია თბილისი“ და მრავალი სხვა.

„ჩვენი და საქართველოს ბანკის პარტნიორობა უკვე 20წელს ითვლის. ამ დროის განმავლობაში ჩვენ შევძელით და ერთად, აქტიურად  ვაგრძელებთ ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებას. მოხარული ვართ, რომ კომპანიის განვითარების ნებისმიერ ეტაპზე ბანკი აგრძელებდა და აგრძელებს ერთგულ პარტნიორობას, რაც გვაძლევს შესაძლებლობას რომ კიდევ უფრო მეტი პროექტი განვახორციელოთ, შევქმნათ კიდევ უფრო მეტი ახალი სამუშაო ადგილი“, - განაცხადა “თბილი სახლის“ ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, თეონა გულდედავამ.

კომპანიის შესახებ:

„თბილისახლი“ ევროპის, აზიისა და ამერიკის კონტინენტზე მოქმედი ცნობილი კომპანიების საიმედო პარტნიორია და კლიენტებს სთავაზობს, როგორც ხარისხიანი პროდუქციის ასორტიმენტის სტანდარტულ მოდელებს, ასევე ინდივიდუალური, სპეციფიური და კვეთით დამზადებული პროდუქციის მოწოდებას უმოკლეს დროში. კომპანიაში მუშაობს გამოცდილი და მაღალიკვალიფიკაციის მქონე თანამშრომლები სგუნდი, რაც“თბილი სახლის“წარმატებული საქმიანობისა და პროფესიონალიზმის დასტურია. ამასთან, საინჟინრო კომუნიკაციების სპეციალისტებიმუდ მივად გადიან სხვადასხვა ტრენინგსა და კურსს პარტნიორ უცხოურ კომპანიებში კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით და გააჩნიათ სათანადო ლიცენზია/ნებართვა მათ მიერ წარმოებული პროდუქციის ინსტალაციასა და მომსახურებაზე.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 12:56

    თიბისის გადახდების მართვის ციფრული სივრცე შენი ბიზ...

    ადამიანთა ცხოვრების გასამარტივებლად თიბისიმ არაერთი ტექნოლოგიური პროდუქტი დანერგა, რომელთა გამოყენებაც ადვილია, ზოგავს დროს და რესურსებს და ბიზნესების ეფექტურ საქმიანობას უწყობს ხელს.   www.tbc...

  • 12:43

    „შემომეჭამა“ — სახლის სიმყუდროვესა და გემოებზე დაფ...

    „შემომეჭამას“ ისტორია 2016 წლიდან იწყება, როცა ოთო მგალობლიშვილმა და მისმა მეუღლემ პირველი ფილიალი გახსნეს. ეს არის რესტორანი, რომლის ძირითადი პრინციპია, ჰქონდეს პატარა, მაგრამ უმაღლესი ხ...

  • 12:41

    მეტი განაწილება თიბისისგან...

    თიბისი ითვალისწინებს მომხმარებლის სურვილებს, მათთვის მეტი კომფორტისა და მოქნილი შოპინგისთვის, განაწილების ახალ ფუნქციონალს ამატებს.   „მეტი განაწილება“ ეს არის გაუმჯობესებული, მომხმა...

  • 16:22

    თიბისიმ ფულადი გზავნილის განაღდების ახალი ფუნქციონ...

    თიბისი მუდმივად ზრუნავს მომხმარებლების გამოცდილების გაუმჯობესებაზე. სწორედ ამ მიზნით მათი უკუკავშირის გათვალისწინებით, ფულადი გზავნილების განაღდების პროცესი გამარტივდა. თუ აქამდე გზავნილს ანაღდებდი ...

  • 15:52

    Volvo Cars - სრულად ელექტრომომავლის ერთგული...

      Volvo Cars ავტოპარკის სრულ ელექტრიფიკაციას 2040 წლისთვის გეგმავს. კომპანიას გეგმაზე მუშაობა უკვე დაწყებული აქვს - ბაზარზე ხუთი მთლიანად ელექტრული ავტომობილი (EV) უკვე წარმოადგინა, ხოლო დამატები...