0 1 : 5 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

საქართველოს ბანკსა და USAID-ს შორის უერთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს ბანკსა და USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი მსუბუქი მრეწველობის განვითარების პროგრამის ფარგლებში გაფორმდა. პროგრამა მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერას ისახავს მიზნად. უფრო კონკრეტულად კი, პროგრამა კომპანიებს აძლევს უნიკალურ შესაძლებლობას, დარგის ექსპერტებისგან მიიღონ ინდივიდუალური კონსულტაციები ისეთ საკითხებზე როგორიცაა: ფინანსების მოზიდვა და ფინანსური ანალიტიკა, ექსპორტის დაგეგმვა, ადგილობრივი ბაზრის კვლევა, ახალი გაყიდვების არხების განსაზღვრა და სხვ.

"საქართველოსბანკი აქტიურად აგრძელებს მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერას, მათ გაძლიერებას. სწორედ ამ მიზნით, ბანკსა და USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მოხარული ვართ, რომ ჩვენს პარტნიორთან ერთად გვეძლევა შესაძლებლობა, მხარი დავუჭიროთ მსუბუქი მრეწველობის განვითარებას და ხელი შევუწყოთ კომპანიებს სამომავლო ზრდასა და განვითარებაში. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში მონაწილე კომპანიებს ეძლევათ შესაძლებლობა,შეიმუშაონ საკუთარ საჭიროებებზე მორგებული ბიზნესის განვითარების გეგმები, როგორც ექსპორტის განვითარების, ფინანსური მართვისა და ინვესტიციების ათვისების, ისე ადგილობრივი გაყიდვების ზრდის მიმართულებით. გვინდა, წარმატება ვუსურვოთ პროექტის ფარგლებში შერჩეულ თითოეულ კომპანიას, ჩვენ კი ვაგრძელებთ ამ და სხვა პროექტებით ბიზნესის მხარდაჭერას", - განაცხადა ზურაბ მასურაშვილმა, საქართველოს ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების ხელმძღვანელმა.

„მოხარულები ვართ რომ ახალ, ძალიან მნიშვნელოვან პარტნიორობას ვიწყებთ საქართველოს ბანკთან ერთად,მცირე და საშუალო საწარმოების დახმარებისა და მათი ბიზნესის განვითარების მიმართულებით. BizLink კლინიკა არის უფრო მეტი, ვიდრე უბრალო შესაძლებლობების შეთავაზება, რომელიც მცირე და საშუალო მეწარმეებს სთავაზობს პრაქტიკულ მომსახურებას, მათ შორის საბაზრო კავშირებს, საერთაშორისო სტანდარტებზე წვდომას და მცირე და საშუალო ბიზნესის დაფინანსების შესაძლებლობებს. კლინიკა BizLink არის ერთ-ერთი იმ ინიციატივათა შორის. რომლის საშუალებითაც USAID- ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამა უზრუნველყოფს ეკონომიკის სექტორებში დროულ, პრაქტიკულ დახმარებას, მაღალკვალიფიციური კადრის დასაქმებისა და ეკონომიკური ზრდის ხელშწყობას" - აღნიშნა მარკ მაკკორდმა, USAID - ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის ხელმძღვანელმა.

ინფორმაციისთვის, პროგრამაიმბიზნესებისთვისაა განკუთვნილი,ვისი საქმიანობაც მოიცავს: სამშენებლო მასალების; ავეჯის / სათამაშოების წარმოებასა და დიზაინს; მყარი ნარჩენების გადამუშავებას;შესაფუთი მასალების/ინდივიდუალური დაცვის საშუალებების (Personal Protective Equipment - PPE) წარმოებას.

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 12:56

    თიბისის გადახდების მართვის ციფრული სივრცე შენი ბიზ...

    ადამიანთა ცხოვრების გასამარტივებლად თიბისიმ არაერთი ტექნოლოგიური პროდუქტი დანერგა, რომელთა გამოყენებაც ადვილია, ზოგავს დროს და რესურსებს და ბიზნესების ეფექტურ საქმიანობას უწყობს ხელს.   www.tbc...

  • 12:43

    „შემომეჭამა“ — სახლის სიმყუდროვესა და გემოებზე დაფ...

    „შემომეჭამას“ ისტორია 2016 წლიდან იწყება, როცა ოთო მგალობლიშვილმა და მისმა მეუღლემ პირველი ფილიალი გახსნეს. ეს არის რესტორანი, რომლის ძირითადი პრინციპია, ჰქონდეს პატარა, მაგრამ უმაღლესი ხ...

  • 12:41

    მეტი განაწილება თიბისისგან...

    თიბისი ითვალისწინებს მომხმარებლის სურვილებს, მათთვის მეტი კომფორტისა და მოქნილი შოპინგისთვის, განაწილების ახალ ფუნქციონალს ამატებს.   „მეტი განაწილება“ ეს არის გაუმჯობესებული, მომხმა...

  • 16:22

    თიბისიმ ფულადი გზავნილის განაღდების ახალი ფუნქციონ...

    თიბისი მუდმივად ზრუნავს მომხმარებლების გამოცდილების გაუმჯობესებაზე. სწორედ ამ მიზნით მათი უკუკავშირის გათვალისწინებით, ფულადი გზავნილების განაღდების პროცესი გამარტივდა. თუ აქამდე გზავნილს ანაღდებდი ...

  • 15:52

    Volvo Cars - სრულად ელექტრომომავლის ერთგული...

      Volvo Cars ავტოპარკის სრულ ელექტრიფიკაციას 2040 წლისთვის გეგმავს. კომპანიას გეგმაზე მუშაობა უკვე დაწყებული აქვს - ბაზარზე ხუთი მთლიანად ელექტრული ავტომობილი (EV) უკვე წარმოადგინა, ხოლო დამატები...