0 1 : 5 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

Welcome to Georgia! ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების სამზადისი დაიწყო ჟიურის წევრების შეხვედრა გაიმართა

 საქართველოს ბანკის მხარდაჭერით Welcome to Georgia! ტურიზმის ეროვნული დაჯილდოებისთვის სამზადისი უკვე დაიწყო. ჟიურის წევრები 2021 წლის ნომინაციებზე და წლის ტენდენციებზე საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად შეიკრიბნენ.

შეხვედრას ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების ჟიურის 13 წევრი და დამოუკიდებელი აუდიტორი დაესწრო. Welcome to Georgia!-ს ჟიურის წევრები დარგის წამყვანი სპეციალისტები და სამთავრობო სტრუქტურების წარმომადგენლები არიან. სწორედ მათი შეფასებების საფუძველზე და BDO საქართველოს ჩართულობით ვლინდებიან ნომინაციების გამარჯვებულები. შეხვედრის შედეგად, სულ ცოტა ხანში გახდება ცნობილი 2021 წლის განახლებული ნომინაციების სია.

„ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების გუნდისთვის, სტრატეგიულად, მნიშვნელოვანია ჟიურის წევრების შეკრება, რადგან სწორედ ამ დისკუსიის ფორმატში იბადება საინტერესო ნომინაციების იდეები, ვმსჯელობთ წლის ტენდენციებზე და ვცდილობთ პროექტი მეტად მორგებული გავხადოთ მონაწილეების სურვილებსა და მისწრაფებებზე. ჟიურის წევრების შეკრება მიუთითებს იმაზე, რომ პროექტის ნომინაციებზე რეგისტრაცია ძალიან მალე გაიხსნება, რაც Welcome to Georgia!-ში მონაწილეობის სურვილის მქონე კომპანიებისთვის სასიხარულო მინიშნებაა," - განაცხადა ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების დამფუძნებელმა, მარინა ჩაიკამ.

ტურიზმის ეროვნული დაჯილდოება არის ყოველწლიური ღონისძიება, რომელიც 2015 წლიდან ტარდება საქართველოში. მან წარმატებით დაიმკვიდრა თავი როგორც სანდო, უნიკალურმა ფლატფორმამ, რომელსაც მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ქართული ტურიზმის და მასპინძლობის სფეროს განვითარებაში და რომლის ნომინატთა და გამარჯვებულთა რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება. პროექტის თანაორგანიზატორები არიან საქართველოს ბანკი და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია. პროექტს მხარს უჭერენ ეკონომიკის სამინისტრო, თბილისის მერია და USAID ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამა. პროექტის დამოუკიდებელი აუდიტორია BDO საქართველო, რომელიც ნომინაციების გამარჯვებულებს თანასწორობის, სამართლიანობის და გამჭვირვალობის პრინციპით ავლენს.

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 12:56

    თიბისის გადახდების მართვის ციფრული სივრცე შენი ბიზ...

    ადამიანთა ცხოვრების გასამარტივებლად თიბისიმ არაერთი ტექნოლოგიური პროდუქტი დანერგა, რომელთა გამოყენებაც ადვილია, ზოგავს დროს და რესურსებს და ბიზნესების ეფექტურ საქმიანობას უწყობს ხელს.   www.tbc...

  • 12:43

    „შემომეჭამა“ — სახლის სიმყუდროვესა და გემოებზე დაფ...

    „შემომეჭამას“ ისტორია 2016 წლიდან იწყება, როცა ოთო მგალობლიშვილმა და მისმა მეუღლემ პირველი ფილიალი გახსნეს. ეს არის რესტორანი, რომლის ძირითადი პრინციპია, ჰქონდეს პატარა, მაგრამ უმაღლესი ხ...

  • 12:41

    მეტი განაწილება თიბისისგან...

    თიბისი ითვალისწინებს მომხმარებლის სურვილებს, მათთვის მეტი კომფორტისა და მოქნილი შოპინგისთვის, განაწილების ახალ ფუნქციონალს ამატებს.   „მეტი განაწილება“ ეს არის გაუმჯობესებული, მომხმა...

  • 16:22

    თიბისიმ ფულადი გზავნილის განაღდების ახალი ფუნქციონ...

    თიბისი მუდმივად ზრუნავს მომხმარებლების გამოცდილების გაუმჯობესებაზე. სწორედ ამ მიზნით მათი უკუკავშირის გათვალისწინებით, ფულადი გზავნილების განაღდების პროცესი გამარტივდა. თუ აქამდე გზავნილს ანაღდებდი ...

  • 15:52

    Volvo Cars - სრულად ელექტრომომავლის ერთგული...

      Volvo Cars ავტოპარკის სრულ ელექტრიფიკაციას 2040 წლისთვის გეგმავს. კომპანიას გეგმაზე მუშაობა უკვე დაწყებული აქვს - ბაზარზე ხუთი მთლიანად ელექტრული ავტომობილი (EV) უკვე წარმოადგინა, ხოლო დამატები...