0 4 : 2 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

თუ არ ავაშენებთ ჰესებს, ჩვენ შეგვიერთებს რუსეთი და ის ააშენებსაქ ჰესებს - თორნიკე შარაშენიძე

თორნიკე შარაშენიძემ გადაცემა "კონტექსტში" ქვეყნისთვის ენერგოდამოუკიდებლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა და  ნამახვანის გარშემო ატეხილ აჟიოტაჟს გამოეხმაურა.

 

„როცა დაიწყო ეს აჟიოტაჟი ნამახვანის გარშემო, მე შემაშფოთა ერთმა ფაქტმა- საქართველოში გაჩერებულია პრაქტიკულად ყველა დიდი ჰესი. მე ვერ დავიჯერებ, რომ ყველა ამ დიდ ჰესში რაღაც პრობლემაა, რომ კორეელები დებენ მილიონობით დოლარს ნენსკრას აშენებაში და ნენსკრა შეიძლება აფეთქდეს და დაგვემხოს თავზე. ამ ნამახვანის აფეთქების პერსპექტივასაც ეჭვის თვალით ვუყურებ.

 

მე მიკვირს რაც ხდება. მე ეჭვი მაქვს ხელისფულების შიგნით არიან ამ ჰესის მოწინააღმდეგეეები და ამიტომაც წავიდა ასე მარტივად ასე შორს ეს პროტესტი. ამ პროტესტის მონაწილეთა უმრავლესობა გულწრფელია ალბათ, მაგრამ ეს არ გამორიცხავს იმას, რომ ისინი ცდებიან.

 

ვისაუბროთ ენერგოდამოუკიდებლობის მნიშვნელობაზე - ჩვენ რომ ვიყოთ შუაგულ ევროპაში, ევროკავშირის სახელმწიფო, მაგალითად შვედეთი და ელექტროენერგიით გვამარაგებდეს ნორვეგია, ამაში რა თქმა უნდა, არაფერი პრობლემა არ იქნებოდა, მაგრამ არ ვართ ევროკავშირში. ჩვენ ვართ რეგიონში, სადაც არის კონფლიქტები და სადაც არის ოკუპაციის ფაქტი, რომლის მსხვერპლიც ვართ ჩვენ და დიდი რაოდენობით ელექტროენერგია შემოდის რუსეთიდან, რადგან ჩვენ ნელნელა ვჯდებით იმპორტზე, რადგან იზრდება ელექტროენერგიის მოხმარება და ცხადია, იზრდება იმპორტიც, რადგან ჰესები არ შენდება.

 

ჩვენ თუ არ ავაშენებეთ ჰესებს, ჩვენ მალე არაფერი გასაყიდი აღარ გვექნება, რადგან მხოლოდ ღვინით და ბორჯომით ჩვენ თავს ვერ ვირჩენთ. დაახლოებით 30 წელიწადში თუ არ ავაშენებთ ჰესებს, ჩვენ შეგვიერთებს რუსეთი და ის ააშენებს აქ ჰესებს და გამოიყენებს სათავისოდ. 

 

მესმის, ზოგიერთს არ მოსწონს, რომ უცხოელები ჩამოდიან და აშენებენ აქ ჰესებს. ჩვენ არ გვაქვს ჰესების აშენების ცოდნა, სამწუხაროდ. ასე რომ, ჰესი თუ უნდა აშენდეს, უნდა აშენდეს ინვესტიციის გზით.

 

რა შემთხვევაში შეიძლება აფეთქდეს ნამახვანი და დაიტბოროს ქუთაისი - თუ იქნება 9 ბალიანი მიწისძვრა, თუ ასეთი მიწისძვრა იქნება მთელი ქვეყანა დაინგრევა, არამარტო ჰესი. თბილისიც აღარ იქნება. როცა შენდება კორპუსი, ისიც კი გათვლილია, რომ გაუძლოს 8-9 ბალიან მიწისძვრას და ახლა კაშხალი როცა შენდება მითუმეტეს მეტი უსაფრთხოებაა დაცული" - განაცხადა თორნიკე შარაშენიძემ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 12:56

    თიბისის გადახდების მართვის ციფრული სივრცე შენი ბიზ...

    ადამიანთა ცხოვრების გასამარტივებლად თიბისიმ არაერთი ტექნოლოგიური პროდუქტი დანერგა, რომელთა გამოყენებაც ადვილია, ზოგავს დროს და რესურსებს და ბიზნესების ეფექტურ საქმიანობას უწყობს ხელს.   www.tbc...

  • 12:43

    „შემომეჭამა“ — სახლის სიმყუდროვესა და გემოებზე დაფ...

    „შემომეჭამას“ ისტორია 2016 წლიდან იწყება, როცა ოთო მგალობლიშვილმა და მისმა მეუღლემ პირველი ფილიალი გახსნეს. ეს არის რესტორანი, რომლის ძირითადი პრინციპია, ჰქონდეს პატარა, მაგრამ უმაღლესი ხ...

  • 12:41

    მეტი განაწილება თიბისისგან...

    თიბისი ითვალისწინებს მომხმარებლის სურვილებს, მათთვის მეტი კომფორტისა და მოქნილი შოპინგისთვის, განაწილების ახალ ფუნქციონალს ამატებს.   „მეტი განაწილება“ ეს არის გაუმჯობესებული, მომხმა...

  • 16:22

    თიბისიმ ფულადი გზავნილის განაღდების ახალი ფუნქციონ...

    თიბისი მუდმივად ზრუნავს მომხმარებლების გამოცდილების გაუმჯობესებაზე. სწორედ ამ მიზნით მათი უკუკავშირის გათვალისწინებით, ფულადი გზავნილების განაღდების პროცესი გამარტივდა. თუ აქამდე გზავნილს ანაღდებდი ...

  • 15:52

    Volvo Cars - სრულად ელექტრომომავლის ერთგული...

      Volvo Cars ავტოპარკის სრულ ელექტრიფიკაციას 2040 წლისთვის გეგმავს. კომპანიას გეგმაზე მუშაობა უკვე დაწყებული აქვს - ბაზარზე ხუთი მთლიანად ელექტრული ავტომობილი (EV) უკვე წარმოადგინა, ხოლო დამატები...