0 3 : 1 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

"შატო სვანიძე“ PRODEXPO-ს გრან-პრის მფლობელი გახდა

 

ქართული ღვინის კიდევ ერთი აღიარება. საერთაშორისო გამოფენა PRODEXPO 2021-ზე, რომელსაც მოსკოვმა 12-16 აპრილს უმასპინძლა კომპანია "შატო სვანიძე“ იყო წარმოდგენილი. სადეგუსტაციო კონკურსში „შატო სვანიძის“ ღვინო "საფერავი ქვევრი" გრან-პრის მფლობელი გახდა, „მუკუზანმა“  კი ოქროს მედალი მოიპოვა.

შეგახსენებთ, რომ „შატო სვანიძისათვის“ PRODEXPO-ზე აღებული გრან-პრი პირველი ჯილდო არ არის, კომპანიის პროდუქცია  არაერთი გრან-პრის და  უმაღლესი  ჯილდოს  მფლობელია.

„ჩვენ ვიცით, რომ  დღეისათვის   რუსეთის  სურსათის  ზედამზედველობის სამსახური,  კვლავ განიხილავს  ქართული  ღვინის  ხარისხიანობას  და   ეჭვქვეშ  აყენებს  მას.   ყოველივე ამის ფონზე,  კონკურსზე, სადაც 100-მდე ქვეყნის, 180-ზე მეტი ღვინის მწარმოებელი იღებდა მონაწილეობას და სადაც  წარმოდგენილი იყო   საფრანგეთი, ესპანეთი, იტალია, ჩილე, და ა.შ. მათ შორის საუკეთესო ღვინოდ  სახელდება  ქართული ღვინო, ეს ნიშნავს იმას, რომ საქართველო არის მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ღვინის მწარმოებელი ქვეყანა, და რაც მთავარია, ასეთი გამარჯვება გვაძლევს საშუალებას, რომ არა მხოლოდ ამ ბაზარზე გავიდეთ, დავიმკვიდროთ სახელი და  ჩვენი იმიჯი კიდევ უფრო ავამაღლოთ, არამედ სხვა ბაზრებზეც გვაძლევს წვდომას.

ეს  არ  არის მხოლოდ „ შატო სვანიძის“  გამარჯვება,  ესაა ჩვენი  ქვეყნის  გამარჯვება.” - განაცხადა გიორგი სვანიძემ. 

აღსანიშნავია, რომ PRODEXPO ერთ-ერთი მასშტაბური საერთაშორისო გამოფენაა აღმოსავლეთ ევროპაში და რუსეთში, სადაც ალკოჰოლური სასმელები და ღვინო  მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდანაა წარმოდგენილი.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 12:56

    თიბისის გადახდების მართვის ციფრული სივრცე შენი ბიზ...

    ადამიანთა ცხოვრების გასამარტივებლად თიბისიმ არაერთი ტექნოლოგიური პროდუქტი დანერგა, რომელთა გამოყენებაც ადვილია, ზოგავს დროს და რესურსებს და ბიზნესების ეფექტურ საქმიანობას უწყობს ხელს.   www.tbc...

  • 12:43

    „შემომეჭამა“ — სახლის სიმყუდროვესა და გემოებზე დაფ...

    „შემომეჭამას“ ისტორია 2016 წლიდან იწყება, როცა ოთო მგალობლიშვილმა და მისმა მეუღლემ პირველი ფილიალი გახსნეს. ეს არის რესტორანი, რომლის ძირითადი პრინციპია, ჰქონდეს პატარა, მაგრამ უმაღლესი ხ...

  • 12:41

    მეტი განაწილება თიბისისგან...

    თიბისი ითვალისწინებს მომხმარებლის სურვილებს, მათთვის მეტი კომფორტისა და მოქნილი შოპინგისთვის, განაწილების ახალ ფუნქციონალს ამატებს.   „მეტი განაწილება“ ეს არის გაუმჯობესებული, მომხმა...

  • 16:22

    თიბისიმ ფულადი გზავნილის განაღდების ახალი ფუნქციონ...

    თიბისი მუდმივად ზრუნავს მომხმარებლების გამოცდილების გაუმჯობესებაზე. სწორედ ამ მიზნით მათი უკუკავშირის გათვალისწინებით, ფულადი გზავნილების განაღდების პროცესი გამარტივდა. თუ აქამდე გზავნილს ანაღდებდი ...

  • 15:52

    Volvo Cars - სრულად ელექტრომომავლის ერთგული...

      Volvo Cars ავტოპარკის სრულ ელექტრიფიკაციას 2040 წლისთვის გეგმავს. კომპანიას გეგმაზე მუშაობა უკვე დაწყებული აქვს - ბაზარზე ხუთი მთლიანად ელექტრული ავტომობილი (EV) უკვე წარმოადგინა, ხოლო დამატები...