0 3 : 1 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

„პერსონალური მენეჯერი“ - სრულიად ახალი სერვისი “პსპ დაზღვევისგან”

“პსპ დაზღვევამ” საქართველოს სადაზღვევო ბაზარზე სრულიად ახალი სერვისი -„პერსონალური მენეჯერი“ დანერგა, რაც გულისხმობს ექსკლუზიურ და პრივილიგირებულ სერვისით სარგებლობის შესაძლებლობას დაზღვეულის სურვილისამებრ.

დღევანდელ რეალობაში, როდესაც  ცხოვრების რიტმი საკმაოდ სწრაფი და დატვირთულია, აუცილებელია, რომ  გვქონდეს  ნებისმიერი, მათ შორის სადაზღვევო   მომსახურების სწრაფად და მარტივად მიღების შესაძლებლობა.  პერსონალური მენეჯერის დახმარებით, სადაზღვევო პროცესები კიდევ მეტად მარტივდება, რაც დაზღვეულს უზოგავს დროს და საშუალებას აძლევს კომფორტული სერვისი სწრაფად და მარტივად მიიღოს.

პერსონალური მენეჯერის მომსახურება გულისხმობს სადაზღვევო პროცესის სრულ ადმინისტრირებას და აერთიანებს ისეთ სერვისებს, როგორიც არის -  ,ექიმთან ვიზიტის ორგანიზება, სატელეფონო დახმარება და კონსულტირება, რეფერალის ორგანიზება; სამედიცინო შემთხვევასთან დაკავშირებული მომსახურების მიწოდება, ონლაინ ანაზღაურება,  კურიერის მომსახურების ორგანიზება, მიმართვების გაცემა (სპეციალისტის კონსულტაცია, ინსტრუმენტული და ლაბორატორიული კვლევები, მედიკამენტები) და ა.შ. ჩამოთვლილი სერვისების ერთ სივრცეში მოქცევა, განაპირობებს დღევანდელობის ყველაზე ღირებულის და  ძვირფასის - დროის დაზოგვას, სადაზღვევო პროცედურების რუტინის თავიდან აცილებას და   პრივილეგირებული და ექსკლუზიური სერვისებით სარგებლობის შესძლებლობას. პერსონალური მენეჯერის სერვისით სარგებლობა შეუძლია ყველა პსპ დაზღვევით მოსარგებლეს შესაბამისი განაცხადის მარტივად შევსებით. 

2010 წლიდან „პსპ დაზღვევა“  მომხმარებელს მუდმივად  სთავაზობს განსხვავებულ  სერვისებს და ახლ პროდუქტებს, იცავს მომსახურების მაღალ სტანდარტს და სამართლიანად იმსახურებს მომხმარებლის ნდობას.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 12:56

    თიბისის გადახდების მართვის ციფრული სივრცე შენი ბიზ...

    ადამიანთა ცხოვრების გასამარტივებლად თიბისიმ არაერთი ტექნოლოგიური პროდუქტი დანერგა, რომელთა გამოყენებაც ადვილია, ზოგავს დროს და რესურსებს და ბიზნესების ეფექტურ საქმიანობას უწყობს ხელს.   www.tbc...

  • 12:43

    „შემომეჭამა“ — სახლის სიმყუდროვესა და გემოებზე დაფ...

    „შემომეჭამას“ ისტორია 2016 წლიდან იწყება, როცა ოთო მგალობლიშვილმა და მისმა მეუღლემ პირველი ფილიალი გახსნეს. ეს არის რესტორანი, რომლის ძირითადი პრინციპია, ჰქონდეს პატარა, მაგრამ უმაღლესი ხ...

  • 12:41

    მეტი განაწილება თიბისისგან...

    თიბისი ითვალისწინებს მომხმარებლის სურვილებს, მათთვის მეტი კომფორტისა და მოქნილი შოპინგისთვის, განაწილების ახალ ფუნქციონალს ამატებს.   „მეტი განაწილება“ ეს არის გაუმჯობესებული, მომხმა...

  • 16:22

    თიბისიმ ფულადი გზავნილის განაღდების ახალი ფუნქციონ...

    თიბისი მუდმივად ზრუნავს მომხმარებლების გამოცდილების გაუმჯობესებაზე. სწორედ ამ მიზნით მათი უკუკავშირის გათვალისწინებით, ფულადი გზავნილების განაღდების პროცესი გამარტივდა. თუ აქამდე გზავნილს ანაღდებდი ...

  • 15:52

    Volvo Cars - სრულად ელექტრომომავლის ერთგული...

      Volvo Cars ავტოპარკის სრულ ელექტრიფიკაციას 2040 წლისთვის გეგმავს. კომპანიას გეგმაზე მუშაობა უკვე დაწყებული აქვს - ბაზარზე ხუთი მთლიანად ელექტრული ავტომობილი (EV) უკვე წარმოადგინა, ხოლო დამატები...