0 3 : 1 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

თიბისი და ვიზა სარესტორნო ბიზნესის მხარდასაჭერად

თიბისის და ვიზას ინიციატივით, ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამა „შექმენი შენი ონლაინ მაღაზია გრძელდება“. ამჯერად ინიციატივა გამიზნულია სარესტორნო ბიზნესის მხარდასაჭერად. თიბისი პლატფორმა kovzy.com-თან კოლაბორაციით კვების ობიექტებს სთავაზობს საკუთარი ონლაინ გაყიდვების არხი შექმნან, საიდანაც ეფექტურად მართავენ საკუთარ პროდუქციას და მარტივად მიწვდებიან მომხმარებლებს. 

დღეს კვების ობიექტები განსაკუთრებული გამოწვევების წინაშე დგანან, მომხმარებელთა ქცევა იცვლება და სულ უფრო იზრდება მოთხოვნა ონლაინ შეკვეთებზე. Deloitte-ის, რესტორნების შესახებ 2020 წლის კვლევის მიხედვით, სწრაფი მომსახურების რესტორნების (QSR) მომხმარებლების 60%-ს ურჩევნია კერძების ციფრულად შეკვეთა. 

სარესტორნო ბიზნესისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს მომხმარებელთან უშუალო კავშირს, პირდაპირი შეკვეთის მიღებას და შესაბამისად, საკომისიოს დაზოგვას. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია განმეორებითი შეკვეთები და ლოიალური მომხმარებლის შეძენა. 

შეთავაზების ფარგლებში სარესტორნო ბიზნესებს შეუძლიათ მოკლე დროში მარტივად შექმნან ონლაინ რესტორანი, ამაში მათ პლატფორმა kovzy.com დაეხმარება, რომელის საშუალებითაც კვების ობიექტები ერთ დღეში შექმნიან საკუთარ ვებგვერდს და QR მენიუს, დაამატებენ კერძებს, დააინტეგრირებენ თიბისის Ecommerce ტერმინალს  და დააერთებენ მიწოდების სერვისებს. ამას გარდა, კომპანიები  უფასოდ მიიღებენ  ფოტოგრაფის მომსახურებას, რომელიც დაასურათებს ვებგვერდზე განსათავსებელ კერძებს. 

 „ჩვენ ვიცით, რა სირთულეების წინაშე დგას სარესტორნო ბიზნესი, გვინდა მათ დავეხმაროთ ციფრულ ტრანსფორმაციასა და შექმნილ გამოწვევებთან გამკლავებაში. საკუთარი ვებგვერდის შექმნით ისინი შეძლებენ გაყიდვების ახალი არხის ათვისებას, რაც დისტანციურად დააკავშირებთ მათ მომხმარებლებთან,“ - ნათია ვაჭარაძე, თიბისის ბიზნეს სეგმენტების მართვის ლიდერი.

პირველ ეტაპზე დაგეგმილია 50 რესტორნისთვის ვებგვერდის შექმნა, რასაც თიბისი და VISA სრულად დააფინანსებენ. ბიზნესები  6 თვით თავისუფლდებიან ვებ-გვერდის ყოველთვიური მომსახურების გადასახადისგან, აგრეთვე, ისინი თიბისის E-commerce-ით 2 თვით საკომისიოს გარეშე ისარგებლებენ. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 12:56

    თიბისის გადახდების მართვის ციფრული სივრცე შენი ბიზ...

    ადამიანთა ცხოვრების გასამარტივებლად თიბისიმ არაერთი ტექნოლოგიური პროდუქტი დანერგა, რომელთა გამოყენებაც ადვილია, ზოგავს დროს და რესურსებს და ბიზნესების ეფექტურ საქმიანობას უწყობს ხელს.   www.tbc...

  • 12:43

    „შემომეჭამა“ — სახლის სიმყუდროვესა და გემოებზე დაფ...

    „შემომეჭამას“ ისტორია 2016 წლიდან იწყება, როცა ოთო მგალობლიშვილმა და მისმა მეუღლემ პირველი ფილიალი გახსნეს. ეს არის რესტორანი, რომლის ძირითადი პრინციპია, ჰქონდეს პატარა, მაგრამ უმაღლესი ხ...

  • 12:41

    მეტი განაწილება თიბისისგან...

    თიბისი ითვალისწინებს მომხმარებლის სურვილებს, მათთვის მეტი კომფორტისა და მოქნილი შოპინგისთვის, განაწილების ახალ ფუნქციონალს ამატებს.   „მეტი განაწილება“ ეს არის გაუმჯობესებული, მომხმა...

  • 16:22

    თიბისიმ ფულადი გზავნილის განაღდების ახალი ფუნქციონ...

    თიბისი მუდმივად ზრუნავს მომხმარებლების გამოცდილების გაუმჯობესებაზე. სწორედ ამ მიზნით მათი უკუკავშირის გათვალისწინებით, ფულადი გზავნილების განაღდების პროცესი გამარტივდა. თუ აქამდე გზავნილს ანაღდებდი ...

  • 15:52

    Volvo Cars - სრულად ელექტრომომავლის ერთგული...

      Volvo Cars ავტოპარკის სრულ ელექტრიფიკაციას 2040 წლისთვის გეგმავს. კომპანიას გეგმაზე მუშაობა უკვე დაწყებული აქვს - ბაზარზე ხუთი მთლიანად ელექტრული ავტომობილი (EV) უკვე წარმოადგინა, ხოლო დამატები...