0 5 : 2 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

საქართველოს ბანკი ბიზნესის მხარდამჭერია

26 მარტი, 2021- საქართველოს ბანკი ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობის მიზნით პროექტების მხარდაჭერას განაგრძობს. ამჯერად ბანკის თანამონაწილეობით ნატურალური წვენების საწარმო, „ჯორჯიან ნექტარი“ საქმიანობას აფართოვებს. ამ მიზნით ბანკმა  125 000 ლარის მოცულობის ინვესტიცია გამოყო.

აღნიშნული პროექტის ჯამური ღირებულება 570 000 ლარს შეადგენს, საწარმო კი წვენების რეალიზაციას ამერიკაში, ავსტრალიაში, ევროპისა და არაბეთის არაერთ ქვეყანაში ახორციელებს.

აღსანიშნავია, რომ კომპანია მომხმარებელს ქართული ხილით დამზადებულ, ბიო-ორგანული ხაზის პროდუქციას სთავაზობს. წვენები ეკოლოგიურად სუფთა და ნატურალურია. პროდუქციის მაღალ ხარისხზე მეტყველებს საწარმოსთვის მინიჭებული არაერთი საერთაშორისო სერტიფიკატი, მათ შორის ISO 22000 და ORGIFOAMPCSC211902-A.

კომპანიის სამომავლო გეგმებში წარმოების კიდევ უფრო გაფართოება და თანამშრომელთა რიცხვის შესაბამისი ზრდაა.

„2017 წლიდან საქართველოს ბანკი ნატურალური წვენების საწარმოს პარტნიორია. წლების განმავლობაში ჩვენ ვხედავთ, თუ როგორ იზრდება და ვითარდება ბიზნესი, მისი პროდუქცია კი მსოფლიოს მასშტაბით არის წარმოდგენილი. ჩვენ მუდამ მზად ვართ წვლილი შევიტანოთ ადგილობრივი წარმოების განვითარებაში, რადგან გვჯერა, რომ მსგავსი პროექტების მხარდაჭერა საქართველოს ეკონომიკური კეთილდღეობის წინაპირობაა. გვინდა, წარმატება ვუსურვოთ კომპანიას და მის გუნდს სამომავლო საქმიანობაში“, - განაცხადა საქართველოს ბანკის საცალო ბიზნესის საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორმა, მერაბ ახვლედიანმა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 12:56

    თიბისის გადახდების მართვის ციფრული სივრცე შენი ბიზ...

    ადამიანთა ცხოვრების გასამარტივებლად თიბისიმ არაერთი ტექნოლოგიური პროდუქტი დანერგა, რომელთა გამოყენებაც ადვილია, ზოგავს დროს და რესურსებს და ბიზნესების ეფექტურ საქმიანობას უწყობს ხელს.   www.tbc...

  • 12:43

    „შემომეჭამა“ — სახლის სიმყუდროვესა და გემოებზე დაფ...

    „შემომეჭამას“ ისტორია 2016 წლიდან იწყება, როცა ოთო მგალობლიშვილმა და მისმა მეუღლემ პირველი ფილიალი გახსნეს. ეს არის რესტორანი, რომლის ძირითადი პრინციპია, ჰქონდეს პატარა, მაგრამ უმაღლესი ხ...

  • 12:41

    მეტი განაწილება თიბისისგან...

    თიბისი ითვალისწინებს მომხმარებლის სურვილებს, მათთვის მეტი კომფორტისა და მოქნილი შოპინგისთვის, განაწილების ახალ ფუნქციონალს ამატებს.   „მეტი განაწილება“ ეს არის გაუმჯობესებული, მომხმა...

  • 16:22

    თიბისიმ ფულადი გზავნილის განაღდების ახალი ფუნქციონ...

    თიბისი მუდმივად ზრუნავს მომხმარებლების გამოცდილების გაუმჯობესებაზე. სწორედ ამ მიზნით მათი უკუკავშირის გათვალისწინებით, ფულადი გზავნილების განაღდების პროცესი გამარტივდა. თუ აქამდე გზავნილს ანაღდებდი ...

  • 15:52

    Volvo Cars - სრულად ელექტრომომავლის ერთგული...

      Volvo Cars ავტოპარკის სრულ ელექტრიფიკაციას 2040 წლისთვის გეგმავს. კომპანიას გეგმაზე მუშაობა უკვე დაწყებული აქვს - ბაზარზე ხუთი მთლიანად ელექტრული ავტომობილი (EV) უკვე წარმოადგინა, ხოლო დამატები...