0 5 : 2 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

ფინტექ ჰაკათონის გამარჯვებული ცნობილია

 

16 მარტი, 2021- საქართველოს ბანკთან პარტნიორობით, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტმა (BTU) ფინტექ ჰაკათონს უმასპინძლა. „FinTech Integrator” -ში 4 მონაწილით დაკომპლექტებული 14 გუნდი იღებდა მონაწილეობას, მათ შორის სტუდენტები. ჰაკათონის დასასრულს გამარჯვებული გუნდი გამოვლინდა. გუნდმა „იპოთეკური სესხის კალკულატორი“ წარადგინა, რაც უძრავი ქონების სწრაფად და მარტივად შეფასებას გულისხმობს. პროექტის გრძელვადიან პერსპექტივაში დაგეგმილია ხელოვნური ინტელექტის გამოყენება, რომლის საშუალებითაც შესაძლებელი იქნება უძრავი ქონების შეფასება რამდენიმე წამში მოხდეს.

ფინტექ ჰაკათონი „ინიციატივა 5.0“-ის ფარგლებში განხორციელდა. მონაწილეებმა ფინანსური ტექნოლოგიების მიმართულებით ახალ ციფრულ პროდუქტებზე და მათი სამუშაო პროტოტიპების შექმნაზე იმუშავეს. გარდა ამისა, მათ შესაძლებლობა ჰქონდათ დასწრებოდნენ ფინანსების მიმართულებით მოწინავე კომპანიების ტრენინგებს და ვებინარებს, მათ შორის: Savvy, თემატიკით: „დღევანდელი მსოფლიო ტენდენციები ფინტექში“, QuickCash - „გოგონები FinTech-ში“, Optio AI - „FinTech ტენდენციები საქართველოში“, და Emoney -  „რა სჭირდება FinTech სტარტაპს წარმატებისთვის“. 

„ფინტექი საქართველოს ბანკის სტრატეგიული მიმართულებაა, რომელიც ღია ბანკინგის (Open Banking) დანერგვის ფარგლებში შეიქმნა. საქართველოს ბანკი პირველია, როგორც საქართველოში, ისე რეგიონში, ვინც ღია ბანკინგის საკუთარი პროგრამა წარადგინა. ჩვენი მიზანია ჰაკათონის მხარდაჭერითა თუ სხვა აქტივობების  ხელშეწყობით   წავახალისოთ საბანკო მომსახურების პროცესში ახალი ტიპის ტექნოლოგიური კომპანიების, ე.წ. ფინტექ სტარტაპების ჩართვა და ამ გზით ვუზრუნველყოთ მომხმარებლისთვის მომსახურების მრავალფეროვანი არჩევანის შეთავაზება. მინდა მივულოცო გამარჯვებულ გუნდს და წარმატება ვუსურვო ჰაკათონის ყველა მონაწილეს“,- განაცხადა საქართველოს ბანკის ელექტრონული საბანკო ინოვაციების მენეჯერმა,  გიორგი კინწურაშვილმა. 

ინფორმაციისთვის, საქართველოს ბანკი აქტიურად არის ჩართული „ინიციატივა 5.0“-ში და BTU-სთან თანამშრომლობის ფარგლებში ასევე ახორციელებს ბიზნესის ადმინისტრირება/ფინანსების საბაკალავრო პროგრამის ფინტექ მოდულის განახლებასა და ახალი კომპონენტების ჩაშენებას.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 12:56

    თიბისის გადახდების მართვის ციფრული სივრცე შენი ბიზ...

    ადამიანთა ცხოვრების გასამარტივებლად თიბისიმ არაერთი ტექნოლოგიური პროდუქტი დანერგა, რომელთა გამოყენებაც ადვილია, ზოგავს დროს და რესურსებს და ბიზნესების ეფექტურ საქმიანობას უწყობს ხელს.   www.tbc...

  • 12:43

    „შემომეჭამა“ — სახლის სიმყუდროვესა და გემოებზე დაფ...

    „შემომეჭამას“ ისტორია 2016 წლიდან იწყება, როცა ოთო მგალობლიშვილმა და მისმა მეუღლემ პირველი ფილიალი გახსნეს. ეს არის რესტორანი, რომლის ძირითადი პრინციპია, ჰქონდეს პატარა, მაგრამ უმაღლესი ხ...

  • 12:41

    მეტი განაწილება თიბისისგან...

    თიბისი ითვალისწინებს მომხმარებლის სურვილებს, მათთვის მეტი კომფორტისა და მოქნილი შოპინგისთვის, განაწილების ახალ ფუნქციონალს ამატებს.   „მეტი განაწილება“ ეს არის გაუმჯობესებული, მომხმა...

  • 16:22

    თიბისიმ ფულადი გზავნილის განაღდების ახალი ფუნქციონ...

    თიბისი მუდმივად ზრუნავს მომხმარებლების გამოცდილების გაუმჯობესებაზე. სწორედ ამ მიზნით მათი უკუკავშირის გათვალისწინებით, ფულადი გზავნილების განაღდების პროცესი გამარტივდა. თუ აქამდე გზავნილს ანაღდებდი ...

  • 15:52

    Volvo Cars - სრულად ელექტრომომავლის ერთგული...

      Volvo Cars ავტოპარკის სრულ ელექტრიფიკაციას 2040 წლისთვის გეგმავს. კომპანიას გეგმაზე მუშაობა უკვე დაწყებული აქვს - ბაზარზე ხუთი მთლიანად ელექტრული ავტომობილი (EV) უკვე წარმოადგინა, ხოლო დამატები...