0 5 : 2 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ავეჯის საწარმო „შპს ნადათი +“ ფართოვდება

10 მარტი, 2021- საქართველოს ბანკი, როგორც ბიზნესის საიმედო პარტნიორი, კვლავ აგრძელებს ქვეყნის მასშტაბით ბიზნესის მხარდაჭერას. ამჯერად ბანკის ხელშეწყობით ავეჯის საწარმო „შპს ნადათი +“ ფართოვდება. პროექტის ჯამური ღირებულება 900 000 ლარს შეადგენს, აქედან 600 000 ლარის მოცულობის ინვესტიცია კი საქართველოს ბანკის მონაწილეობით დაფინანსდა.

ამჟამად ახალი ობიექტის მშენებლობა მიმდინარეობს, რის შემდეგაც კომპანია წლიურად 600 000 ლარის ნაცვლად, 1,5-2 მლნ.-მდე ლარის ფარგლებში ავეჯის წარმოებას შეძლებს. ბანკის მიერ გაცემულ ინვესტიცია დანადგარების განახლებას და ახალი ინვენტარის შეძენასაც მოხმარდება. შედეგად, ავეჯის საწარმო მომხმარებელს კიდევ უფრო მრავალფეროვან ასორტიმენტს შესთავაზებს.

კომპანია ამ ეტაპზე 11 ადამიანს ასაქმებს, უახლოეს მომავალში კი თანამშრომელთა რიცხვის გაორმაგება იგეგმება.

„მოხარული ვართ, რომ საქართველოს ბანკის მხარდაჭერით კიდევ ერთი ქართული საწარმო ფართოვდება. ბანკის მიერ გაცემული ინვესტიცია „შპს ნადათის +“ ახალი ობიექტის მშენებლობასა და დანადგარების განახლებას ხმარდება. შესაბამისად, საწარმო მომხმარებელს უახლოეს მომავალში ავეჯის კიდევ უფრო ფართო ასორტიმენტს შესთავაზებს. საქართველოს ბანკი აგრძელებს ადგილობრივი წარმოების მხარდაჭერას, რათა მეტ ადამიანს თუ სფეროს მიეცეს არსებული პოტენციალის მაქსიმალურად ათვისების და განვითარების შესაძლებლობა“,-განაცხადა საქართველოს ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების ხელმძღვანელმა, ზურაბ მასურაშვილმა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 12:56

    თიბისის გადახდების მართვის ციფრული სივრცე შენი ბიზ...

    ადამიანთა ცხოვრების გასამარტივებლად თიბისიმ არაერთი ტექნოლოგიური პროდუქტი დანერგა, რომელთა გამოყენებაც ადვილია, ზოგავს დროს და რესურსებს და ბიზნესების ეფექტურ საქმიანობას უწყობს ხელს.   www.tbc...

  • 12:43

    „შემომეჭამა“ — სახლის სიმყუდროვესა და გემოებზე დაფ...

    „შემომეჭამას“ ისტორია 2016 წლიდან იწყება, როცა ოთო მგალობლიშვილმა და მისმა მეუღლემ პირველი ფილიალი გახსნეს. ეს არის რესტორანი, რომლის ძირითადი პრინციპია, ჰქონდეს პატარა, მაგრამ უმაღლესი ხ...

  • 12:41

    მეტი განაწილება თიბისისგან...

    თიბისი ითვალისწინებს მომხმარებლის სურვილებს, მათთვის მეტი კომფორტისა და მოქნილი შოპინგისთვის, განაწილების ახალ ფუნქციონალს ამატებს.   „მეტი განაწილება“ ეს არის გაუმჯობესებული, მომხმა...

  • 16:22

    თიბისიმ ფულადი გზავნილის განაღდების ახალი ფუნქციონ...

    თიბისი მუდმივად ზრუნავს მომხმარებლების გამოცდილების გაუმჯობესებაზე. სწორედ ამ მიზნით მათი უკუკავშირის გათვალისწინებით, ფულადი გზავნილების განაღდების პროცესი გამარტივდა. თუ აქამდე გზავნილს ანაღდებდი ...

  • 15:52

    Volvo Cars - სრულად ელექტრომომავლის ერთგული...

      Volvo Cars ავტოპარკის სრულ ელექტრიფიკაციას 2040 წლისთვის გეგმავს. კომპანიას გეგმაზე მუშაობა უკვე დაწყებული აქვს - ბაზარზე ხუთი მთლიანად ელექტრული ავტომობილი (EV) უკვე წარმოადგინა, ხოლო დამატები...